სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.11.2019
ძალის დაკარგვა 17.12.2019
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ინსპექტორი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია | სახელმწიფო ინსპექტორი |
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის
ბრძანება №11
2019 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია
დანართი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
დეპარტამენტის
თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოებ
ის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა (შემდგომში – თანამშრომელი) დისციპლინური გადაცდომების სახეებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, მათი შეფარდებისა და მოხსნის წესს, ასევე დისციპლინური წარმოების წესს.
მუხლი 2🔗. დისციპლინური წარმოების მიზანი
და პრინციპები
1. დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
2. არავის არ შეიძლება განმეორებით შეეფარდოს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.
3. თანამშრომელი
არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.
4. დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.
5. პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
მუხლი
3🔗
. დისციპლინური გადაცდომა
1. თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამსახურის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევა;
გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
დ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
ე) სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითებების/რეკომენდაციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ვ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ზ) ფიცის გატეხვა.
2. დისციპლინური გადაცდომა იყოფა კატეგორიებად:
ა) მსუბუქი გადაცდომა;
ბ) საშუალო გადაცდომა;
გ) მძიმე გადაცდომა.
მუხლი 4🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ვ) დაქვეითება;
ზ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
2. თანამშრომლის მიერ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით
დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
ა.ა)
შენიშვნა;
ა.ბ)
საყვედური;
ა.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ა.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ა.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
ბ) სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითებების/რეკომენდაციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება,
გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
ბ.ა)
შენიშვნა;
ბ.ბ)
საყვედური;
ბ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ბ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ბ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
გ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
გ.ა)
შენიშვნა;
გ.ბ)
საყვედური;
გ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
გ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
გ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
დ) სამსახურის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
დ.ა)
შენიშვნა;
დ.ბ)
საყვედური;
დ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
დ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
დ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
ე) ეთიკის კოდექსის დარღვევა, გამოხატული შეუფერებელი საქმიანობით, ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
ე.ა) საყვედური;
ე.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ე.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ე.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ე.ე) დაქვეითება;
ე.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
ვ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
ვ.ა) საყვედური;
ვ.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ვ.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ვ.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ვ.ე) დაქვეითება;
ვ.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
ზ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
ზ.ა) შენიშვნა;
ზ.ბ) საყვედური;
ზ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ზ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ზ.ვ) დაქვეითება;
ზ.ზ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
თ) საქართველოს კანონმდებლობით
დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა მიიჩნევა მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
თ.ა) საყვედური;
თ.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
თ.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
თ.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
თ.ე) დაქვეითება;
თ.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა;
ი) ფიცის გატეხვა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება:
ი.ა) საყვედური;
ი.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ი.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ი.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ი.ე) დაქვეითება;
ი.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
მუხლი 5🔗. შესაფარდებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის პრინციპები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.
2. თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;
თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
3. თანამშრომლის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
4. თანამშრომლის მიერ ორი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების განმავლობაში
ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების მიუხედავად, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის შედეგად მიადგა სამსახურს, თუ ეს გადაცდომა მან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა.
მუხლი 6🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა
1. თანამშრომელი დისციპლინური პასუხისმგებლობის
არმქონედ ითვლება, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის
შეფარდებიდან
გასულია 1 წელი და მას არ შეეფარდება
ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების ან დაქვეითების გამოყენების შემთხვევაში,
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ვადის გასვლა არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის
შეფარდებამდე
არსებული წოდებრივი/თანამდებობრივი მდგომარეობის აღდგენას.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა) თანამშრომლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა წახალისების ფორმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნის გამოყენებისა;
ბ) თანამშრომელს არ ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება;
გ) დაუშვებელია თანამშრომლის დაწინაურება.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე:
ა) თუ
თანამშრომელმა
არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა;
ბ) თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნის გამოყენების შემთხვევაში.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ინახება თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 7🔗. დისციპლინური წარმოების დაწყება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) თანამშრომლის განცხადება/მოხსენებითი ბარათი დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/დარღვევის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა;
გ) სამსახურში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები;
დ) მოქალაქის საჩივარი/განცხადება;
ე) მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია;
ვ) საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაცია;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ტელევიზია, ინტერნეტი და ა.შ.) გავრცელებული ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი.
3. დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.
მუხლი 8🔗. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი)
უფლებამოსილება
1. დისციპლინური წარმოების ფარგლებში, სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი. სამსახურებრივი შემოწმებისას გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელი უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე თანამშრომელს
მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე;
ბ) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
გ) ისარგებლოს სამსახურის მონაცემთა ბაზებით, მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
დ) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
ე) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობითობის საფუძველზე;
ვ) განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფროსთან შეთანხმებით, მოითხოვოს თანამშრომლის
ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
ზ) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე;
თ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა, განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეადგინოს დასკვნა
და დასამტკიცებლად წარუდგინოს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსს;
ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. თანამშრომლის
ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში,
სახელმწიფო ინსპექტორთან შეთანხმებით, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი
მოპოვებულ მასალებს
დადგენილი წესით უგზავნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
3. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ამ წესითა
და სხვა სამართლებრივი აქტებით.
გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ანგარიშვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე.
მუხლი
9🔗
. დისციპლინური წარმოება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს.
2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას.
3. თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი
მას დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას.
4. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი
ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები.
5. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი
ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი) მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია.
7. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
8. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დეპარტამენტი უფლებამოსილი თანამშრომელი დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას:
ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;
ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.
9. ამ მუხლის მე-8
პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა;
ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა;
გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი;
დ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია;
ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.
10. ამ მუხლის მე-8
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესაბამისი დასაბუთება.
11. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დასკვნას ადგენს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დასკვნას წარუდგენს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსს.
12. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ერთ თვეზე მეტი ვადა, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტი (უფროსი) ერთთვიანი ვადის გასვლამდე 5 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე.
13. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის თანხმობით, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომლის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და სახელმწიფო ინსპექტორს.
14. სახელმწიფო ინსპექტორი
თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
გამოყენების თაობაზე დასკვნას განსახილველად გადასცემს წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა
საბჭოს.
მუხლი 10🔗.
წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა
საბჭო
1. თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
გამოყენების თაობაზე დასკვნის განხილვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
იქმნება მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა
საბჭო.
2.
წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება,
უფლებამოსილია მოისმინოს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნა, ახსნა-განმარტებით წარსდგეს წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს წინაშე და გამოთქვას აზრი დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
4. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
5. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა
საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა.
6. კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების ნაცვლად გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე;
დ) გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ.
7. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა
საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორს.
მუხლი 11🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
1. სახელმწიფო ინსპექტორი
წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს
რეკომენდაციის
მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) თანამშრომლისათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – თანამშრომლის
დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი)
უფროსი იღებს გადაწყვეტილებას
დისციპლინური
წარმოების
შეწყვეტაზე.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ინახება თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 1🔗
2
. დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა
1. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) შესაბამისი თანამშრომლის მოტივირებული
მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის თანხმობით,
დისციპლინური წარმოება შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვისა.
დისციპლინური წარმოება ასევე შესაძლებელია შეჩერდეს, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ იმავე ქმედების გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.
3. სასამართლოს მიერ შესაბამისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.
4. დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი, რის შესახებაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი, სახელმწიფო ინსპექტორთან შეთანხმებით.
მუხლი 13🔗. გენერალურ ინსპექციასთან (დეპარტამენტი) თანამშრომლობის წესი
საგამოძიებო დეპარტამენტის
ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებული არიან თავიანთ
დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის
მიერ ჩადენილი სავარაუდო დარღვევის
შესახებ მათ
ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი). ინფორმაციის წარუდგენლობა, თუ ეს ინფორმაცია მათთვის
ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.