„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016449
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2019 წლის 1 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 06.03.2019, 010250050.35.166.016435) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის“:

1. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად მცხოვრებ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი ფართის ქირა 100 ლარის ოდენობით გაიცემა:

ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;

ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);

გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ;

დ) თუ მრავალშვილიანია;

ე) თუ ძალადობის მსხვერპლია;

ვ) თუ სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასული 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდაა.

3. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ცნობა, გაცემული ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ, ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხანგრძლივობის შესახებ;

ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ;

თ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ზრუნვა ბავშვიანი ოჯახების მიმართ.“.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ოჯახებისა და ბავშვების დახმარების ქვეპროგრამა

1. ოჯახის, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.  ბავშვთა კვების თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაა:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV100/ა;

ე) ხარჯის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის   ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ზ) ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; 

 თ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი