წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2019
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 714 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში
დაწესებულება) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
სამორიგეო ავტომობილი
ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნობა
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (10)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.0
ცხენის ძალა არანაკლებ 82
გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ 3665
სიგანე არანაკლებ 1600
სიმაღლე არანაკლებ 1575
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს 9.3 ლიტრი
ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა - სათადარიგო საბურავი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.03.2019 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 95% 04.09.2023 ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.04.2021 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ბენზინის, ოთხტაქტიანი 95% 29.04.2021 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 16.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2019 წლის 4 ნოემბერი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების,  კლასიფიკაციისა  და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად  საჭირო  ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: 1) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – დაწესებულება) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია; 2) განპიროვნებული ავტომობილიავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; 3) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; 4) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს: ა) წალკის  მუნიციპალიტეტის მერს; ბ) წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს; დ) წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა  და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილების რიცხვი დგინდება შემდეგი პრინციპით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით ყოველ 50 საშტატო ერთეულზე 1 ერთეული. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. მუხლი 5🔗. ავტომობილების  კლასიფიკაციის  წესი 1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისთვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილებისთვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისთვის. 3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. 4. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის. მუხლი 6🔗. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. ცხრილი №1 მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.1 ცხენის ძალა არანაკლებ 77 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3850 სიგანე არანაკლებ 1695 სიმაღლე არანაკლებ 1455 წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს 8 ლიტრი საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისან (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა   - სათადარიგო საბურავი  - წინა 2 უსაფრთხოების ბალიში  - კონდიციონერი  - აუდიოსისტემა  - უკანა საქარე მინის ელ. გათბობა  - საჭის გამაძლიერებელი  - ABS ცხრილი №2 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.0 ცხენის ძალა არანაკლებ 82 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3665 სიგანე არანაკლებ 1600 სიმაღლე არანაკლებ 1575 წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს 9.3 ლიტრი საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა  - სათადარიგო საბურავი  - წინა 2 უსაფრთხოების ბალიში  - კონდიციონერი  - აუდიოსისტემა   - უკანა საქარე მინის ელ. გათბობა  - საჭის გამაძლიერებელი  - ABS  - 4X4