საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-1121
სარეგისტრაციო კოდი 360000000.22.023.016604
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 724 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 28.07.2016 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 15.11.2017 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 27.12.2024 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 09.02.2018 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 13.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1121 2019 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56​1 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თანდართული წესი და პირობები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი დანართი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესი და პირობები მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – დეპარტამენტი/სააგენტო) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუქირავოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ამ მისი ოჯახის წევრებს (მეუღლეს ან არასრულწლოვან შვილებს) დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ან სამუშაო ადგილიდან 30 კილომეტრამდე მანძილზე არ გააჩნიათ საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი. 3. საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დეპარტამენტში/სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა მასზედ, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის გამო მას ესაჭიროება საცხოვრებელი ბინის დაქირავება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნას დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელიმა ვალდებულია დაურთოს – ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად ან ორი მეზობლის ხელმოწერით (ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ) შედგენილი  დოკუმენტით. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ბინის დაქირავება უნდა მოხდეს ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ვალდებულია დეპარტამენტში/სააგენტოში დამატებით წარადგინოს ოჯახის წევრთა შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ქორწინების რეგისტრაციიის მოწმობა და დაბადების რეგისტრაციის მოწმობა). მუხლი 3🔗 1. დეპარტამენტი/სააგენტო ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში საცხოვრებელი ბინის დაქირავებას ახორციელებს დეპარტამენტსა/სააგენტოსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური გადასახადი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს: ა) მხოლოდ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის, ოჯახის გარეშე: ა.ა) ქალაქი ბათუმი, ერთი თვე - 1000 ლარი; ა.ბ) ქალაქი ქუთაისი, ერთი თვე - 900 ლარი; ა.გ) ქალაქი ახალციხე, ერთი თვე - 500 ლარი; ა.დ) ქალაქი თელავი, ერთი თვე - 700 ლარი; ა.ე) ქალაქი ზუგდიდი, ერთი თვე - 500 ლარი; ა.ვ) ქალაქი რუსთავი, ერთი თვე - 600 ლარი; ა.ზ) ქალაქი მცხეთა, ერთი თვე - 500 ლარი; ა.თ) ქალაქი ოზურგეთი, ერთი თვე - 400; ა.ი) ქალაქი ყვარელი, ერთი თვე - 400 ლარი; ა.კ)  ქალაქი ბოლნისი, ერთი თვე - 400 ლარი; ა.ლ) ქალაქი  ხაშური, ერთი თვე - 400 ლარი; ა.მ) ქალაქი წყალტუბო, ერთი თვე - 400 ლარი; ა.ნ) ქალაქი ამბროლაური, ერთი თვე - 400 ლარი. ბ) დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის, ოჯახთან ერთად: ბ.ა) ქალაქი ბათუმი, ერთი თვე - 1200 ლარი; ბ.ბ) ქალაქი ქუთაისი, ერთი თვე - 1200 ლარი; ბ.გ) ქალაქი ახალციხე, ერთი თვე - 600 ლარი; ბ.დ) ქალაქი თელავი, ერთი თვე - 800 ლარი; ბ.ე) ქალაქი ზუგდიდი, ერთი თვე - 700 ლარი; ბ.ვ) ქალაქი რუსთავი, ერთი თვე - 700 ლარი; ბ.ზ) ქალაქი მცხეთა, ერთი თვე - 600 ლარი; ბ.თ) ქალაქი ოზურგეთი, ერთი თვე - 500; ბ.ი) ქალაქი ყვარელი, ერთი თვე - 500 ლარი; ბ.კ)  ქალაქი ბოლნისი, ერთი თვე - 500 ლარი; ბ.ლ) ქალაქი  ხაშური, ერთი თვე - 500 ლარი; ბ.მ) ქალაქი წყალტუბო, ერთი თვე - 500 ლარი; ბ.ნ) ქალაქი ამბროლაური, ერთი თვე - 500 ლარი.