„პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ“
მიღების თარიღი 29.08.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №39.04.873
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.101
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება
ოქმი N39.04.873
29 აგვისტო, 1995 წ.
პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ
„პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 აგვისტოს №303 ბრძანებულებით და „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №392 დადგენილებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების დროს სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის განსაზღვრის სრულყოფის მიზნით
კოლეგია ადგენს:
1. ქ. თბილისში განთავსებული ობიექტების პრივატიზებისას ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის დაუმთავრებელი მშენებლობების გარდა/ ქონების შეფასება მოხდეს ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1994 წლის 29 სექტემბრის 07.02.24 გადაწყვეტილებით დამტკიცებული არასაცხოვრებელი ფართობების აფასების მეთოდიკით.
2. რესპუბლიკის ქალაქებსა /ქ. თბილისის გარდა/ და რაიონებში განთავსებული ობიექტების პრივატიზებისას ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის /დაუმთავრებელი მშენებლობების გარდა/ ქონების შეფასების დროს გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი - კოეფიციენტი - 2,0.
3. დაევალოს ბუღალტერიას (გ. ალადაშვილი):
ა) პურპროდუქტების მრეწველობის ობიექტების პრივატიზებიდან შემოსული, მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხი თანხების 70% ჩაურიცხოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას, რომლის საბანკო რეკვიზიტებია: სააქციო კომერციული აგრომრეწვბანკის თბილისის განყოფილება, მფო 220101412, ს/ა N000381025;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზაციიდან ამოღებული სახსრები, პრივატიზაციის ორგანიზაციისათვის საჭირო ხარჯების გამოკლებით, ჩაურიცხოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, რომლის საბანკო რეკვიზიტებია: გაერთიანებული ქართული ბანკის ჩუღურეთის რაიონის N1 ფილიალი, მფო 522997, ს/ა 051700612, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდს.
4. დაევალოს სოციალური (კ. სოხაძე) და აგროსამრეწველო (თ. ჩხეიძე) სფეროს განყოფილებებს 5 დღის ვადაში აცნობონ კოლეგიას ამ დადგენილების შესახებ შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და პურპროდუქტების მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციას.
5. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო განყოფილებას (მ. გაბუნია) 10 დღის ვადაში უზრუნველყოს კოლეგიის ამ დადგენილების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებამდე დაყვანა.
6. კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს, ბატონებს: ვ. ქარსელაძეს და კ. იოსელიანს.
მინისტრი
კოლეგიის თავმჯდომარე ა. სილაგაძე
მდივანი ნ. მეტრეველი