⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.02.2021)
გაუქმებულია:

სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
ძალის დაკარგვა 09.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,443 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
09.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №111 2019 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა გაგზავნისა და ჩარიცხვის წესს. მუხლი 2🔗. სპეციალური პროგრამები 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მისაღები პირებისთვის და სამსახურის მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები: ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ მისაღები და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების და სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა; ბ) სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირთა სპეციალური მომზადების პროგრამა; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების პროგრამა; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა სპეციალური მომზადებისა და გადამზადების პროგრამა; ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ თანამშრომელთა სპეციალური მომზადების პროგრამა; ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების პროგრამა; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების პროგრამა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მუხლი 3🔗. ცენტრში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა 1. ცენტრში სპეციალური პროგრამის გასავლელად ჩასარიცხი კანდიდატების (შემდგომში – კანდიდატი) სიას, სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი უგზავნის სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს. კანდიდატები სამსახურის უფროსის ბრძანებით ჩაირიცხებიან ცენტრში მსმენელებად. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი  პროგრამის/კურსის გავლას დაქვემდებარებულ კანდიდატთა საკითხს ათანხმებს სამსახურის გენერალურ ინსპექციასთან. 3. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად ცენტრი უზრუნველყოფს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სპეციალური პროგრამების კანდიდატების მიერ გავლის ორგანიზებას. 4. ამ ბრძანების მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები ასევე ვრცელდება სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. 5. სპეციალური მომზადების პროგრამებს, სწავლის, სწავლების და შეფასების პროცედურებსა და სისტემას ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ცენტრის უფროსის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან. თავი II სამსახურში ზოგიერთი სპეციალური მომზადება/გადამზადების პროგრამა/კურსის გავლას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა მუხლი 4🔗. სამსახურში სამუშაოდ მისაღები და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების და სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1. სამსახურში სამუშაოდ მისაღები და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების და სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება: ა) სამსახურში კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური შემოწმებაგავლილი, ასევე შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშნული წვევამდელები, თუ განიხილება მათი საშტატო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი;  ბ) სამსახურში მისაღები ან მიღებული წვევამდელები; გ) სამსახურში საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მისაღები უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატები; დ) საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე წარდგენილი ან დანიშნული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე სპეციალური ან სამსახურის მოხელეები, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება; ე) უმაღლესი განათლების არმქონე შტატგარეშე მოსამსახურეები, თუ განიხილება მათი საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.  შენიშვნა: ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობად ითვლება: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს № 1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობები. 2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. პროგრამის მიზანია იმ ძირითადი საკითხების გაცნობა და ცოდნის ამაღლება, რომელიც აუცილებელია სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად.  4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანების გამოცემას. 6. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 7. სამსახურის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მისაღები ან მიღებული წვევამდელი, რომელსაც სხვა უწყებაში მინიჭებული აქვს საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდება, გადის ამ მუხლით გათვალისწინებულ პროგრამას. 8. პროგრამის გასავლელად წვევამდელის წარდგენა უნდა მოხდეს სამსახურში მიღებამდე ან მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. 9. პროგრამის გავლის შემდგომ, შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მოსამსახურეს მიენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება, გარდა წვევამდელის პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა. 10. პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში, სამსახურის საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე წარდგენილი, ხოლო სამსახურში მისაღები წვევამდელის შემთხვევაში, მათი დანიშვნის საკითხის განხილვა შეწყდება. 11. პროგრამის დასრულებიდან უახლოესი 6 თვის განმავლობაში იმ პირის (გარდა საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული სამსახურის მოსამსახურისა ან სპეციალური მოხელისა) ხელახლა წარდგენა, რომელმაც ვერ გაიარა პროგრამა, დაუშვებელია. 12.  პროგრამის ვერ გავლის შემთხვევაში საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული სამსახურის მოსამსახურის ხელახლა წარდგენა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო სპეციალურ მოხელედ მიღებული წვევამდელის შემთხვევაში, ხელახლა წარდგენა შესაძლებელია პროგრამის დასრულებიდან არაუადრეს ერთი და არაუგვიანეს 3 თვისა. 13. პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში, სამსახურის საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული სამსახურის მოსამსახურე ან სამსახურში მიღებული წვევამდელი, შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 14. პროგრამა გავლილად ეთვლება პირს: ა) თუ მას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) გავლილი აქვს პოლიციაში სამუშაოდ მისაღები და სამუშაოზე მიღებული წვევამდელებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა; ბ) თუ მას აკადემიაში გავლილი აქვს პატრულ-ინსპექტორთა მომზადების, უბნის ინსპექტორთა მომზადებისა და დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  გ) თუ მას გავლილი აქვს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში – სპეციალური მომზადების ცენტრში სპეციალური მომზადების პროგრამები სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით, გარდა ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისა. 15. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 16. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 5🔗. სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1.  სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება სამსახურის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე წარდგენილი ან სამსახურის მოსამსახურედ დანიშნული საშუალო ან უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების ან/და უმცროს ან უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდების მქონე პირები, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება. შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობად ითვლება: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს № 1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობები. 2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანების გამოცემას. 5. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 6. პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში სამსახურის საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე წარდგენილი პირის დანიშვნის საკითხის განხილვა შეწყდება. 7. პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში სამსახურის საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე წარდგენილი პირის ან სამსახურის მოსამსახურის ხელახლა წარდგენა პროგრამის გასავლელად უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებიდან არაუადრეს 1 და არაუგვიანეს 3 თვისა. 8. პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში სამსახურის საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული სამსახურის მოსამსახურე  შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. პროგრამა გავლილად ეთვლება პირს: თუ მას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში – სპეციალური მომზადების ცენტრში გავლილი აქვს სპეციალური მომზადების პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით, გარდა ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისა. 10. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 11. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება: ა) სპეციალური მოხელე; ბ) სამხედრო მოსამსახურე; გ) სამსახურის მოხელე. 2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანების გამოცემას. 5. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 6. პროგრამის მიზანია სამსახურის მოსამსახურეთა მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, მოვლის, ტარების და გამოყენების წესების შესწავლა, ასევე კურსდამთავრებულმა შეძლოს უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც დაეხმარება პრაქტიკულ საქმიანობაში.   7. პროგრამის გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 8. პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში სამსახურის მოსამსახურის ცენტრში ხელახლა წარდგენა პროგრამის გასავლელად უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებიდან არაუადრეს 3 თვისა, გარდა საპატიო მიზეზით ვერგავლის შემთხვევისა.  9. პროგრამა გავლილად ეთვლება პირს: ა) თუ მას აკადემიაში ან მის სტრუქტურულ ერთეულში – სპეციალური მომზადების ცენტრში გავლილი აქვს ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალურ საშუალებებში მომზადების საგანი; ბ) თუ მას გავლილი აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (აგრეთვე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომდე და შინაგან საქმეთა სამინისტრომდე არსებული, შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების) შესაბამის სასწავლო დაწესებულებებში საცეცხლე მომზადება და საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გავლილი აქვს პროგრამა /კურსი, რომელიც მოიცავს (მოიცავდა) ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული სროლის წესებს და თეორიულ სწავლებას კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მის გამოყენებასთან დაკავშირებით (იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები). 10. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 11. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა სპეციალური მომზადებისა და გადამზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს:       ა) სპეციალური მოხელე; ბ) სამხედრო მოსამსახურე; გ) სამსახურის მოხელე.  2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 4. სამსახურის ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანების გამოცემას. 5. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 6. პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში მოსამსახურის ხელახლა წარდგენა პროგრამის გასავლელად უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. 7. პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 9. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 8🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ თანამშრომელთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ თანამშრომელთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება სამსახურის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებით ან/და უმცროს ან უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული: ა) სპეციალური მოხელეები; ბ) სამხედრო მოსამსახურეები; გ) სამსახურის მოხელეები. 2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. პროგრამის მიზანია იმ ძირითადი საკითხების გაცნობა და ცოდნის ამაღლება, რომელიც აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში  სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას. 6. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 7. პროგრამის გასავლელად პირის წარდგენა უნდა მოხდეს სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მიღების შემდეგ. 8. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია პროგრამის გასავლელად სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა გაგზავნა. 9. პროგრამის დასრულებიდან უახლოესი 1 წლის განმავლობაში იმ მოსამსახურის (გარდა სპეციალური მოხელისა და სამხედრო მოსამსახურისა) ხელახლა წარდგენა, რომელმაც ვერ გაიარა პროგრამა, დაუშვებელია. 10. არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პროგრამის ვერგავლის  შემთხვევაში დადგება თანამდებობაზე დანიშნული სპეციალური მოხელის, სამხედრო მოსამსახურის, სამსახურის მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. 11. პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში დანიშნული სპეციალური მოხელე, სამხედრო მოსამსახურე, სამსახურის მოხელე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. პროგრამა გავლილად ეთვლება პირს, თუ მას ყოფილი სახელმწიფო უშიშროების (სამინისტროს) აკადემიაში გავლილი აქვს ოპერატიულ თანამშრომელთა მომზადების პროგრამა. 13. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 14. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 9🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი) სამსახურის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებით ან/და უმცროს ან უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული: ა) სპეციალური მოხელეები; ბ) სამხედრო მოსამსახურეები; გ) სამსახურის მოხელეები.  2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას. 5. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 6. პროგრამის მიზანია იმ ძირითადი საკითხების გაცნობა და ცოდნის ამაღლება, რომელიც აუცილებელია სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად. 7. პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში მოსამსახურის ხელახლა წარდგენა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 6 თვისა. 8. არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პროგრამის ვერგავლის  შემთხვევაში დადგება თანამდებობაზე დანიშნული სპეციალური მოხელის, სამხედრო მოსამსახურის, სამსახურის მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. 9. პროგრამის ხელმეორედ ვერ გავლის შემთხვევაში დანიშნული სპეციალური მოხელე, სამხედრო მოსამსახურე, სამსახურის მოხელე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 11. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 10🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა განსაზღვრა და ცენტრში გაგზავნა 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების პროგრამის გავლას ექვემდებარება სამსახურში მიღებული: ა) სპეციალური მოხელეები; ბ) სამხედრო მოსამსახურეები; გ) სამსახურის მოხელეები.  2. პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებას ახორციელებს ცენტრი. 3. პროგრამის მიზანია იმ ძირითადი საკითხების გაცნობა და ცოდნის ამაღლება, რომელიც აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის. 4. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროგრამის გავლას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა შესახებ მონაცემების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოსათვის მიწოდებას. 5. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, კადრების მთავარი სამმართველო განიხილავს პროგრამის გავლის საკითხს და უზრუნველყოფს სათანადო ბრძანების პროექტის მომზადებას. 6. კადრების მთავარი სამმართველო პროგრამის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის  უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებას უგზავნის ცენტრს. 7. პროგრამის გასავლელად პირის წარდგენა უნდა მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მისი მიღების შემდეგ. 8. პროგრამის გავლის შემთხვევაში ცენტრი კადრების მთავარ სამმართველოს უგზავნის შესაბამის დოკუმენტს. 9. პროგრამის დასრულებიდან უახლოესი 6 თვის განმავლობაში იმ მოსამსახურის ხელახლა წარდგენა, რომელმაც ვერ გაიარა პროგრამა, დაუშვებელია. 10. არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პროგრამის ვერგავლის  შემთხვევაში დადგება თანამდებობაზე დანიშნული სპეციალური მოხელის, სამხედრო მოსამსახურის, სამსახურის მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. 11. პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში სპეციალური მოხელე, სამხედრო მოსამსახურე, სამსახურის მოხელე შეიძლება  დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. ამ მუხლით გათვალისწინებულ პროგრამაზე მოსამსახურის გაგზავნა და სწავლის ორგანიზება ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 13. პროგრამის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ცენტრის მიერ. 14. პროგრამის თემატური შემადგენლობა, სწავლების მეთოდიკა და საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.