სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
2019 წლის 02 დეკემბერს დღის 13.00 საათზე, გაიმართება სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ მიერ აქციათა გამოსყიდვის უფლების საზოგადოების დირექტორისათვის მინიჭების შესახებ.
2. სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ მიერ გამოსყიდული სახაზინო აქციების გაუქმებისა და საწესდებო კაპიტალის შემცირების შესახებ.
3. სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ ახალი წესდების დამტკიცება .
კრება ტარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, პუშკინის 1.
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 12.00 საათიდან.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილი იყო 2019 წლის 01 ნოემბერი.
კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მათ განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 74 ა.
დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ შემდეგ ტელეფონზე 599-94-96-00.
სამეთვალყურეო საბჭო