ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.11.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის
განთავსების წესის დამტკიცების შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების
წესის დამტკიცების თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2019 წლის 6 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ტ“ პუნქტის, მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“ მე-19 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება.
3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება), ობელისკი, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან. ამავე დროს, პროექტი არ უნდა ეწინააღმდებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე, მიზნად არ უნდა ისახავდეს დისკრიმინაციასა და პიროვნების შეურაცხყოფას.
თავი II
მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ( ქანდაკების ) განთავსების წესი
მუხლი 2🔗
1. თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების, ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფნის ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფნის მიზნით, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების (20 წლის გასვლამდე) მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით.
2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა.
4. მიმართავში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საჭირო მოთხოვნებს.
5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ-დიზაინერული) პროექტი, მიახლოებითი ზომების აღნიშვნით. მიმართვაში აღნიშნული უნდა იყოს ქანდაკების განთავსების მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება და დაფინანსების წყარო.
მუხლი 3🔗
1. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება, მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ჩართულობით.
3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, ასეთ შემთხვევაში საკითხი დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, აგრეთვე ეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლებიც ვალდებული არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების განთავსების პროექტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ასეთი დასკვნები, დადგენილი წესით, გადაეცემა საკრებულოს კომისიას.
4. საკრებულოს კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით კომისიის შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულებები, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ, მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 5🔗
1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ქანდაკების განთავსების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ, მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით.
2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარე ,,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასალებს შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
3. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, რომელიც დადგენილი წესით ეგზავნება ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს, ასევე განკარგულება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, აღნიშნულის თაობაზე მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით.
მუხლი 6🔗
1. ქანდაკების განთავსებისათვის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, ასევე კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
თავი III
ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი
მუხლი 7🔗
1. ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის) უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფის განთავსება (დადგმა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან ან/და შესაბამისი ღირსშესანიშნავი მოვლენიდან (ფაქტის დადგომიდან) 15 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 15 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით. მემორიალური დაფა შეიძლება შედგებოდეს ტექსტური ნაწილისა ან/და პიროვნების გამოსახულებისაგან. მემორიალური დაფის ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფნის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე ასეთი პირისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-2 თავით დადგენილი პროცედურების მიხედვით, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთოდეს:
ა) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
გ) ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ.
თავი IV
სხვა დებულებები
მუხლი 8🔗
1. ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.