„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №347 |
|
2019 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. აგს-ის/აირსავსები სადგურის მოსარგებლის ცვლილების შემთხვევაში (თუ ამ მუხლით დადგენილი საერთო წესით არ ხორციელდება აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა), ახალი მოსარგებლისათვის აგს-ით/აირსავსები სადგურით სარგებლობის უფლების გადაცემამდე, ძველი მოსარგებლე ვალდებულია განცხადებით მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს აგს-ის/აირსავსები სადგურის მოსარგებლის ცვლილების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს ძველი და ახალი მოსარგებლის მიერ ხელმოწერილი, მხარეთა ნების დამადასტურებელი ერთობლივი დოკუმენტი. აღნიშნული განცხადება დადასტურებული უნდა იქნეს ახალი მოსარგებლის მიერ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსარგებლის ცვლილება არ იწვევს აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვის ვალდებულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|