სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/ 15153-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა; 2. გაკოტრების მმართველის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა ;
1.2. გაკოტრების მმართველის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
3. დაევალოს სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი