„საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ნორმების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 08.07.1996
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №585
სარეგისტრაციო კოდი 370.012.000.109
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 08/07/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ნორმების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №585
1996 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ნორმების დამტიცების
შესახებ
დამტკიცდეს და შემოღებული იქნეს სამოქმედოდ 1996 წლის 1 ივლისადან თანდართული საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ნორმები:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახუროს ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებისა და დამტიცების წესი“ (დანართი №1).
„მშენებლობისათვის მოედნების (ტრასების) შემრჩევი კომისიების მუშაობაში საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოთა მონაწილეობის წესი“ (დანართი №2).
„საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებთან მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების წესი“ (დანართი №3).
„საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ფირმების მიერ მშენებარე ობიექტებზე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესი“ (დანართი №4) დამთავრებული ობიექტების საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიის მუშაობაში საქართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოთა მონაწილეობის წესი (დანართი №5).
მინისტრი გენერალ-მაიორი კ. თარგამაძე