შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნუგზარ ხუბულაშვილი M843)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2019 წლის 1 4 ნოემბერი

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ „რეზონანსში“, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრ ი სათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან„ს აკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება , განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს , რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს .

შენიშვნა: მესაკუთრე ნუგზარ ხუბულაშვილი პ/ნ 59001066085 ფიქსირდება მოვალეთა რეესტრში.

ნუგზარ ხუბულაშვილი (59001066085) გორი სტალინის გამზ . N 31 . 57 №427563 11/02/2016 12:53

აღმასრულებელი : მუხრან გოგატიშვილი ; სუბიექტის დამატება მოვალეთა რეესტრში A16012268-004 11/02/2016 12:53 ; სააღსრულებო საქმე : A16012268 (08/02/2016 11:17)

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 843

უძრავი ნივთის მესაკუთრ ს სახელი და მისამართი : ნუგზარ ხუბულაშვილი პ/ნ 59001066085 მის: საქართველო, გორის მუნიციპალიტეტი, ქალაქი გორი, სტალინის გამზირი, №31, ბინა 57

აუქციონის ჩატარების დრო : 25/11/2019 წლის 14:00 სთ_დან 28/11/2019 წლის 11 :00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი :

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 25 976,21 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობაა 8550,83 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი შეადგენს 2.9618 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 13 ნოემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), აუქციონის საზღაური - 259,76 ლარი, სპეციალისტის საზღაური - 390.6 ლარი. მეორე აუქციონზე ხარჯებს დაემატება 100.6 ლარი. მესამე აუქციონზე ხარჯებს დაემატება ისევ 100.6ლარი.

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი გორი, ქუჩა სტალინი, N31, სართული 5, ბინა N57, ფართი: 61.30 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 66.45.18.167.01.057

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება მეორე რიგის იპოთეკა. იპოთეკარი: ვალერიანი მამულაშვილი პ/ნ 31001019039; მესაკუთრე: ნუგზარ ხუბულაშვილი პ/ნ 59001066085; საგანი: ფართი 61.30 კვ.მ.; სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით, რეესტრის ნომერი N150212891, დამოწმების თარიღი 05/03/2015, ნოტარიუსი ლ. გოგიაშვილი;

აუქციონის პირობები :

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე

3. eAuction.ge-ს ვებ გვერდიდან პლასტიკური ბარათით

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარ იანი ბიჯის ოდენობით .

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი . აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე . აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი , ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს .

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

  სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე .