„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №91

2019 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25.04.2018; სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამორიგეო განყოფილება (ქ. თბილისი);

ბ) II სამორიგეო განყოფილება (რეგიონული);

გ) შეიარაღების განყოფილება.

2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულ მიწოდებას;

ბ) დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსს, ასევე მონაწილეობს სამინისტროს რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსის შედგენაში;

გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ან სამართალდარღვევაში შესაძლო მონაწილე, გატაცებული და დაკარგული პირების მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, აგრეთვე მითითებული პირების/სატრანსპორტო საშუალებების დაკავების/ძებნის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის ორგანიზებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს, ინახავს და დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებზე გასცემს დეპარტამენტზე რიცხულ შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და სპეციალურ საშუალებებს/აღჭურვილობას. ასევე, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრების მიზნით ამზადებს დოკუმენტაციას;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობაზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მოვლა-შენახვას,  სამხრე კამერების მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მუდმივ დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვას და ჩაწერილი ინფორმაციის სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გადაწერას, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) მოსამსახურეებზე სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის  მიმაგრებას;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამოღებული ცეცხლსასროლი, ცივი და პნევმატური იარაღის დროებით შენახვას;

ზ) შეიმუშავებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული შეტყობინებისა და შეკრების გეგმებს, ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილ გეგმებზე მეთოდურ დახმარებას და პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახების ორგანიზებას;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების სამორიგეო განყოფილებებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას და საქმიანობის კოორდინაციას;

ი) დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ამოწმებს პიროვნებებისა და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივ მდგომარეობას;

კ) უზრუნველყოფს ნაპოვნი სახელმწიფო სანომრე ნიშნების მიღებას, აღრიცხვას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაგზავნას;

ლ) ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დაფიქსირებული ბირთვულ-რადიაქტიული რეალური განგაშის შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამის ორგანოებზე გაცემას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახავს ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შესახებ;

ნ) უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნით, გადაუდებელ შემთხვევაში, მათ შორის კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში დაუყოვნებლივ ასახავს დანაშაულის ან სამართალდარღვევის შესაძლო მონაწილე, ძებნაზე დასაყენებელ ან/და სავიზო რეჟიმის დამრღვევ პირებს, მათი შესაძლო მიმალვის ან/და საზღვრის კვეთის თავიდან აცილების მიზნით;

ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით პერიოდულად ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სალექციო კურსს ძალის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;

პ) აწარმოებს ყოველდღიურ სტატისტიკას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გამოვლენილი დანაშაულის ან სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი შემთხვევების შესახებ;

ჟ) დაუყოვნებლივ აგზავნის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერებს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოებსა და ქ. თბილისის პროკურატურაში, ასევე, საჭიროების  შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სოციალური მომსახურების სააგენტოში;

რ) უზრუნველყოფს დეპარტამენტსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „112“-ს (შემდგომში – „112“) შორის კოორდინირებულ მუშაობას. კომპეტენციის ფარგლებში, „112“-ის ერთიანი ინფორმაციული სისტემის მეშვეობით მიღებული შეტყობინებების დამუშავებას და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რეაგირების ეფექტიანობის კონტროლს;

ს) ახორციელებს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვას, შენახვას, გაცემა-მიღებას, ასევე დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა შემთხვევაში მონაწილეობისას შესაბამისი ცნობების მიღებას და დამუშავებას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მოსამსახურეთათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) უზრუნველყოფს რეგიონებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესრულებას;“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა და უკონტაქტო პატრულირების სამმართველო;“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ფოტოფირზე/ვიდეოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევათა განყოფილება.“;

ბ) მესამე პუნქტის:

ბ.ა) „ვ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანაზე თანხმობის გაცემა;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევათა განხილვა, გადაწყვეტა და აღრიცხვა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 16 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.11.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.11.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №91. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016916.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №91, 19.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016916 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4706923/