„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №132, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 1 – 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი.

2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზ. მელიქიშვილს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს გ. მელაძეს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლ. ბეჟაშვილს, ქალაქ თბილისის მერს გ. უგულავასა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გ. ქადაგიძეს, რომ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ წევრის სტატუსით.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2011 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური