დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 07.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/4/1366
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016463
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2019
matsne.gov.ge 3,701 სიტყვა · ~19 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 07.12.2018 გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 14.12.2023 ინგა მუშეგიანც, მერი რიაუზოვა, ალბერტ ვართანოვი და ინესა ჩალკატრიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 19.09.2025 გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2024 მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 30.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/4/1366 2019 წლის 7 ნოემბერი  ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა : მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე ; ევა გოცირიძე – წევრი ; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი , მომხსენებელი მოსამართლე ; მაია კოპალეიშვილი – წევრი . საქმის დასახელება : დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე . დავის საგანი : საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების და 412-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით . I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ზილფიმიანმა . კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 26 ნოემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2019 წლის 7 ნოემბერს . 2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე -2 პუნქტი , მე -15 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები და მე -16 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები . 3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას , გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე . ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები . კერძოდ , აღნიშნული ნორმის მიხედვით , საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ : (ა ) „საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი , რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა “ ან (ბ ) „არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები , გარდა აღნიშნული მუხლის „გ “ და „ე “ ქვეპუნქტებისა “. 4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . დასახელებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ყოველ ადამიანს უფლება აქვს , თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია . 5. №1366 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა , რომ მოსარჩელეს საქართველოს საერთო სასამართლოებში ჰქონდა სამოქალაქო დავა . მის წინააღმდეგ წარდგენილ იქნა სამოქალაქო სარჩელი , რომელიც შეეხებოდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას . მოსარჩელე აღნიშნავს , რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარემ შეცვალა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და მიუთითა , რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით , სარჩელი არ დაკმაყოფილდა . სასამართლომ აღნიშნა , რომ საქმეში დასტურდებოდა მხოლოდ ფულადი თანხის გადარიცხვის ფაქტი და არ დგინდებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა . სასამართლომ ასევე მიუთითა , რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , მხარეებს შეზღუდული ჰქონდათ ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და ახალ გარემოებებზე მითითების შესაძლებლობა , თუ ამის შესახებ არ ყოფილა მითითებული სარჩელში , შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე . შესაბამისად , სასამართლომ არ გაიზიარა მხარის პოზიცია სამართლებრივი საფუძვლის შეცვლასთან დაკავშირებით . 6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით , თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება , ხოლო 2018 წლის 19 თებერვალს საკასაციო სასამართლომ , ზეპირი მოსმენის გარეშე , მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება . საკასაციო სასამართლომ მიუთითა , რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი . კერძოდ , საკასაციო სასამართლოს განმარტებით , ფულადი გადარიცხვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში , მოპასუხე ვალდებულია , გააქარწყლოს „მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობების არსებობის პრეზუმფცია “, რომელიც განხილულ საქმეზე არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენის პირობებში არ გაქარწყლებულა . ასევე , იმ შემთხვევაში , თუკი გაზიარებული იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა , რომ სასესხო ურთიერთობის არსებობა ვერ მტკიცდებოდა , მოპასუხის მხრიდან თანხის მიღების სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის პირობებში ამოქმედდებოდა პრეზუმფცია , რომელიც უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით , ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას . 7. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას , რომელიც საკასაციო სასამართლოს ანიჭებს უპირობო , აბსოლუტურ დისკრეციას , გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენისა და ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოხმობის შემთხვევაში მხარეთათვის მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე . 8. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებაზე , რომელშიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილი კონსტიტუციის შესაბამისად არის მიჩნეული . მოსარჩელე მხარის პოზიციით , მითითებული გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი , რადგან გადაწყვეტილება შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში არსებული სამი სადავო საკითხიდან მხოლოდ ერთს და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება არსებითად განსხვავდება დასახელებულ საქმეზე გადაწყვეტილი საკითხისაგან . ამასთან , გადაწყვეტილება მიღებულია დაახლოებით 15 წლის წინ , რის შემდგომაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა საქმის ზეპირი მოსმენის უფლებასთან დაკავშირებით რამდენადმე განვითარდა . მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებაზე , თავიდან განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე გადაწყვეტილი სადავო საკითხი . 9. მოსარჩელე განმარტავს , რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ არგუმენტაციას , რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში . ამასთან , აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში და არც მხარეებს წარმოუდგენიათ პოზიცია . შესაბამისად , მას არ მიეცა სასამართლოს არგუმენტაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების ზეპირად ან წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობა . 10. მოსარჩელის მითითებით , სადავო ნორმა არ არის განჭვრეტადი , რადგან განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს უპირობო დისკრეციულ უფლებამოსილებას , თავად გადაწყვიტოს , რა შემთხვევებში გამოიტანს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე და რა შემთხვევაში ჩაატარებს ზეპირ მოსმენას . საქმის ზეპირი მოსმენა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ -ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია , რომელიც შესაძლოა შეიზღუდოს ლეგიტიმური მიზნის არსებობისა და თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში . სადავო ნორმა ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს სრულ დისკრეციას და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს . მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ზეპირი განხილვისადმი მის სამართლებრივ ინტერესზე და აღნიშნავს , რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მოხმობილ დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით ზეპირი ან წერილობითი ფორმით არგუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში , მას შესაძლებლობა ექნებოდა სასამართლო მისი პოზიციის სისწორეში დაერწმუნებინა . 11. მოსარჩელე ასევე ითხოვს , არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა “ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი , რომლის თანახმადაც , საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას , არ აბრუნებს საქმეს სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად და თვითონ იღებს საქმეზე გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც კი , როდესაც დარღვეულია მატერიალური სამართლის ნორმები , ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ამავე ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი , რომლის თანახმადაც , საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას , არ აბრუნებს საქმეს სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად და თვითონ იღებს საქმეზე გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც კი , როდესაც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული . 12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელისთვის აუხსნელია , რატომ არ ვრცელდება სადავო ნორმით განსაზღვრული სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ვალდებულება ისეთ შემთხვევებზე , როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველია დაუსაბუთებლობა ან მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევები , რომელთა შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა . 13. მოსარჩელე აღნიშნავს , რომ ასეთი წესის არარსებობის უარყოფითი შედეგები ცხადად ჩანს უზენაესი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში . უზენაესი სასამართლო მოკლებულია საქმეზე დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას . შესაბამისად , აღნიშნულ დავაში საკასაციო სასამართლო ვერ დაადგენდა მოსარჩელის მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებების არსებობას . აქედან გამომდინარე , სადავო ნორმა არ ითვალისწინებს საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შესაძლებლობას და საკასაციო სასამართლო ვალდებულია , გადაწყვეტილება მიიღოს დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე , რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას . II სამოტივაციო ნაწილი 1. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების და 412-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . შესაბამისად , მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას , დასახელებული დებულების ნაცვლად , დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას . 2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება . საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით . შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1366 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს , რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების და 412-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის „დ “ ქვეპუნქტის თანახმად , კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად , თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ , გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 21​​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . 4. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით . აღსანიშნავია , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ). 5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების მოქმედი რედაქციის თანახმად , „საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე “. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი რედაქციით კი დადგენილი იყო : „თუ საკასაციო სასამართლოს საქმის განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ , მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე “. 6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური , რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-10). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის როგორც დღეს მოქმედი , ისე საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებით შეფასებული რედაქცია ტექსტობრივი და გრამატიკული სხვაობის მიუხედავად , არსებითად იდენტური შინაარსის არის და საკასაციო სასამართლოს აღჭურავს დისკრეციული უფლებამოსილებით , მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე . 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა , რომ საკასაციო სასამართლო ფაქტების დამდგენი სასამართლოსაგან განსხვავებით , ძირითადად , ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ნორმების დარღვევის საკითხებს განიხილავს . ამასთან , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს თანაზომიერების პრინციპს და სადავო ნორმა გამოიყენება გამონაკლისის სახით , მაშინ როდესაც ობიექტურად გამართლებულია გადაწყვეტილების ზეპირი განხილვის გარეშე მიღება . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილი მიიჩნია კონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ). 8. მოსარჩელე მიუთითებს , რომ კონსტიტუციურ სარჩელში დასმული საკითხი არ არის გადაწყვეტილი 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებით , ვინაიდან დასახელებულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ ნორმატიულ შინაარსზე . განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას , რომელიც საკასაციო სასამართლოს ანიჭებს უპირობო , აბსოლუტურ დისკრეციას , გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე და არ ავალდებულებს სასამართლოს , მისცეს მხარეებს გონივრული ვადა , წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები და მოსაზრებები ისეთ სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით , რომელიც სასამართლომ თავისი ინიციატივით მოიხმო , რომლის შესახებაც მხარეებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა ემსჯელათ დავის განხილვის პროცესში და რომელზედაც სასამართლო აპირებს დააყრდნოს თავისი გადაწყვეტილება . 9. აღსანიშნავია , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებით , 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა შეაფასა სრულად , რომელიმე ნორმატიული შინაარსის ან რომელიმე ნაწილის გამოყოფის გარეშე . შესაბამისად , საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეფასებული აქვს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაც და არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის არგუმენტი დავის საგნისა და შესაფასებელი მოცემულობის სხვაობის თაობაზე . 10. ამრიგად , განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის იმ რედაქციის კონსტიტუციურობა , რომელიც არსებითად იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის შესაბამისად ცნობილი ნორმის შინაარსს . ასევე ემთხვევა შესატყვისი კონსტიტუციური დებულების შინაარსიც . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ საკითხი არსებითად გადაწყვეტილია . 11. მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქმის პლენუმზე გადაცემისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის შეცვლის საჭიროებაზე . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , ასეთ შემთხვევებში , საქმის პლენუმისათვის განსახილველად გადაცემა ხდება დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების შეცვლის მოტივით . შესაბამისად , ამ კონტექსტში რელევანტურია გადაწყვეტილებაში ასახული კონსტიტუციური სტანდარტების მცდარობასთან /შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებული არგუმენტაცია (იხ . mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/1/1267,1268 განჩინება საქმეზე „საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-10). 12. მოსარჩელის განმარტებით , №2/6/205,232 გადაწყვეტილება მიღებულია საკმაოდ დიდი ხნის - 15 წლის წინ . მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები ზეპირი მოსმენის უფლების შესახებ , რაც ქმნის საქმის თავიდან განხილვის საჭიროებას . 13. მოსარჩელის არგუმენტაციით , სადავო ნორმა საკასაციო სასამართლოს ანიჭებს უპირობო და აბსოლუტურ დისკრეციას , თავად გადაწყვიტოს , რომელ შემთხვევაში განიხილავს საქმეს ზეპირი მოსმენით და რომელ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე . იგი მიუთითებს , რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის მიხედვით , ზეპირი მოსმენის საჭიროება არსებობს მაშინ , როდესაც ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა , შეფასება ან თავიდან შეფასება , აგრეთვე ისეთ შემთხვევებში , როდესაც გადაწყვეტილება მიიღება რთული იურიდიული საკითხების შესახებ . 14. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს , რომ კანონმდებლობის თანახმად , საკასაციო სასამართლო , როგორც წესი , არ ადგენს ფაქტებს და მისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა . შესაბამისად , მისი არგუმენტაცია უკავშირდება შემთხვევებს , როდესაც საკასაციო სასამართლოს მიერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ან რთული იურიდიული საკითხების გადაწყვეტა . 15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „როდესაც სასამართლო , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში , დგას ფაქტების დადგენის საჭიროების წინაშე , არსებობს მომეტებული ინტერესი , ჩატარდეს საქმის ზეპირი განხილვა , სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა , წარადგინონ მტკიცებულებები , ახალი ფაქტობრივი გარემოებები , გამოთქვან მოსაზრებები , გამოხატონ პოზიციები როგორც საკუთარი , ისე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე , საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში და , საბოლოო ჯამში , დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში , შედეგად , გავლენა მოახდინონ საკითხის გადაწყვეტაზე ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ”, II-75). ხოლო , იმ შემთხვევაში , როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ -სამართლებრივი საკითხების დადგენას , ნაკლებია ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი . ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი “jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი “) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ”, II-42). 16. ამრიგად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , იმ შემთხვევაში , როდესაც უკვე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები და საქმე ეხება მათ სამართლებრივ შეფასებას , მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს . ფაქტების დადგენის პროცესისგან განსხვავებით , ასეთ შემთხვევებში , ზეპირი მოსმენის თავისთავადი საჭიროება არ დგას . ამასთან , საკითხის ბუნებიდან გამომდინარე , სამართლებრივი შეფასებისას , გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარეთა მოსაზრებების ზეპირად მოსმენის საჭიროება ყველაზე უკეთ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოსათვის არის ცნობილი . 17. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის ფარგლებში , ზეპირი მოსმენის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკასაციო სასამართლო – საქართველოს უზენაესი სასამართლო . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო , უზენაეს ინსტანციას , რომელიც საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით . ამ მხრივ , საქართველოს უზენაესი სასამართლო ასრულებს უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას , ხელს უწყობს კანონის განმარტების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას , რომელიც სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-14). 18. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს , საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის იმის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას , რომ თავად გადაწყვიტოს , როდის არის მიზანშეწონილი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ან რთული იურიდიული საკითხების დადგენის პროცესში ზეპირი მოსმენის ჩატარება . საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს როლისა და ფუნქციების , ასევე გადასაწყვეტი საკითხის ბუნების გათვალისწინებით , კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია , რომელიც დაასაბუთებდა , რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ასეთი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება იმგვარად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას განაპირობებს . 19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე . 20. ამრიგად , №1366 კონსტიტუციური სარჩელი , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე -3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის „დ “ ქვეპუნქტის საფუძველზე . 21. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). 22. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მისი მითითებით , არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა “ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი , რომლის თანახმადაც , საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას , არ აბრუნებს საქმეს სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად და თვითონ იღებს საქმეზე გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც კი , როდესაც დარღვეულია მატერიალური სამართლის ნორმები , ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ამავე ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი , რომლის თანახმადაც , საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას , არ აბრუნებს საქმეს სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად და თვითონ იღებს საქმეზე გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც კი , როდესაც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული . 23. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით , სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია , რადგან არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას , საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს იმ შემთხვევებში , როდესაც დარღვეულია მატერიალური სამართლის ნორმები ან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული . 24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლებს . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა “ ქვეპუნქტის თანახმად , საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში , თუ „საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი , რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა “, ხოლო ამავე ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტის მიხედვით , „საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში , თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები , გარდა აღნიშნული მუხლის „გ “ და „ე “ ქვეპუნქტებისა “. 25. თავის მხრივ , საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით , რომლის თანახმადაც , „საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე , თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები “. 26. მოსარჩელის არგუმენტაციისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რელევანტური ნორმების ანალიზით ირკვევა , რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას . კერძოდ , მოსარჩელისთვის პრობლემურია არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები , არამედ – ამგვარი საფუძვლის არარსებობა ისეთ შემთხვევებში , როდესაც დარღვეულია მატერიალური სამართლის ნორმები ან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული . 27. ამრიგად , მოსარჩელე სადავოდ ხდის საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას , გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით იდენტიფიცირებულ შემთხვევებში თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება და არ დაუბრუნოს საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოს . თუ მოსარჩელე მიიჩნევს , რომ ასეთ შემთხვევებში საკასაციო სასამართლო ვალდებული უნდა იყოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს , მან უნდა მოითხოვოს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა , რომელიც ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას , ასეთი საფუძვლების არსებობისას თავად მიიღოს გადაწყვეტილება . მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას . იგი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მოქმედების ფარგლებს სხვა შემთხვევებში , როდესაც სასამართლო ვალდებულია , საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში . ამრიგად , მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება მის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმას . 28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1366 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტისა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე , არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად . III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე -2 მუხლის მე -4 პუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 27​1 მუხლის მე -2 პუნქტის , 31-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 31​2 მუხლის მე -8 პუნქტის , 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „დ “ ქვეპუნქტების , 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის პირველი , მე -2, მე -7, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს : 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1366 („დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “. კოლეგიის შემადგენლობა : მერაბ ტურავა ევა გოცირიძე გიორგი კვერენჩხილაძე მაია კოპალეიშვილი .