„ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №04.04.134 |
|
2006 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. განხორციელდეს ცვლილებები ქ. თბილისის 2006 წლის 14 მარტის №05.11.28 დადგენილებით დამტკიცებულ ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესში და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქ. თბილისის მერიის მოადგილეს გ. მელაძეს.
ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა
ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესი
წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მერის წარმომადგენლის საკრებულოში, ქ. თბილისის რაიონული გამგეობის საქალაქო სამსახურების, კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის და მერიის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების მექანიზმს.
1. საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქ. თბილისის ბიუჯეტი.
2. ქ. თბილისის მერიის მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე პრემიების გაცემა ხორციელდება ქ. თბილისის შესაბამისი წლის ბიუჯეტით ამ მიზნით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
3. მოსამსახურეზე პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ყოველთვიურად. პრემიის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მუშაობის ბიუჯეტში შეტანილი თითოეული მოსამსახურის პირადი წვლილის შესაბამისად მაქსიმალური სიდიდით არ იზღუდება.
1. ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მერის წარმომადგენლის საკრებულოში, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების (არქივის), კანონიერების დაცვის გენერალური სამმართველოს უფროსის, ქ. თბილისის რაიონის გამგებლებისა და მერის ადმინისტრაციის უფროსის პრემირებას ახორციელებს ქ. თბილისის მერი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განკარგულებით).
2. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების (არქივის) საჯარო მოსამსახურეთა პრემირებას ახორციელებს სამსახურის უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
3. ქ. თბილისის მერის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა პრემირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (განკარგულებით).
4. ქ. თბილისის რაიონული გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პრემირებას ახორციელებს გამგებელი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (განკარგულებით).
5. კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა პრემირებას ახორციელებს კანონიერების დაცვის გენერალური დირექციის უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი _ ქ. თბილისი. დოკუმენტის ნომერი — №04.04.134. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.37(1).010.009722.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანეობის საჯარო მოსამსახურეტა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 20006 წლის 14 მარტის №05.11.128. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №04.04.134, 26.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 010320010.37(1).010.009722 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4710542/