⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2021)

ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2019
ძალის დაკარგვა 04.08.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016322
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 174 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2019 მიღება
04.08.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №27 2019 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №1). 2. დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №2). 3. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი №1 – დანართი №6-ის, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესისა“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და დანართი №1 – დანართი №6, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. კომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიმაია მელიქიძესაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია