ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2019
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №77 03
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ჯიჯეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მლაშეში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №77 03
2019 წლის 22 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის –
ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 18/11/2019 წლის N01/5362 წერილის შესაბამისად:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე ტერიტორიას ეწოდოს „კარლ რამმის“ სახელობის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).
2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი