განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13635-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ

საქმე №2/13635-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული

უსწორობის გასწორების შესახებ

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე –
თინა ვაშაყმაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „გეო ტრანს“ (ს/კ 434159929)

წარმომადგენელი – ზვიად გადელია

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ გამოარკვია:

2019 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნა განცხადება შპს „გეო ტრანსის“ გადახდისუუნარობის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „გეო ტრანსის“ (ს.ნ.: 434159929) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2019 წლის 30 ივლისს 12:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით მოვალის წარმომადგენლის შუამდგომლობა კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს მიღებულ იქნა განჩინება კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მორიგი სხდომის მოწვევის თაობაზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების საკითხის განხილვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უზუსტობა და კრედიტორთა კრების დაწყების დროდ ნაცვლად 2019 წლის 6 დეკემბერი 16:30 -ისა მითითებულ იქნა 2019 წლის 6 დეკემბერი 15:30 სთ.

მოცემულ შემთხვევაში განჩინებაში შესწორების შეტანა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებულ პრინციპებს და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში უსწორობათა გასწორების პროცესუალურ შესაძლებლობას, რაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგნაირად: ნაცვლად მითითებულისა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 6 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), სხდომის დარბაზი №56, შემდეგი დღის წესრიგით:

მეურვის ანგარიშის მოსმენა;

კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა;

გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

უნდა მიეთითოს:

კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 6 დეკემბერს, 16:30 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), სხდომის დარბაზი №56, შემდეგი დღის წესრიგით:

მეურვის ანგარიშის მოსმენა;

კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა;

გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                                                    თინა ვაშაყმაძე