„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016408
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 25 ნოემბერი

დაბა თიანეთი

 ​„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილებისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ტრანსპორტის განყოფილებისაგან.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ტრანსპორტის განყოფილების ფუნქციები.

სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ტრანსპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების  პროექტების  განხორციელების  ხელშეწყობას;

ბ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული  უწყებისათვის/პირებისათვის   მიწოდებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;

დ) მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;

ე) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას;

ვ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;

თ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების გამოკვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით;

მ) მის კომპეტენციის ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.


მუხლი 2.             
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისოსო მამულაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.2019.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.11.2019. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.154.016408.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 25.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016408 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4712458/