კახი ბექაური - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის Nგ-19-
2/654 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა
შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B38 ლიცენზია, ცვლილება შევიდა კომისიის
2011 წლის 30 დეკემბრის №819/6
გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ე)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი ქ. ზესტაფონი, სიხშირე (მჰც)
102.0, მოდულაცია FM, პოლარიზაცია V/H V, გასხივება წრიული, გადამცემის სიმძლავრე (ვტ) 750, გეოგრაფიული კოორდინატები 42°6'1.45"N 42°59'38.9"E, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) 30, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) 4; ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით“.
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზი არგოს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის შესახებ“?
დიახ, განცხადება „შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზი არგოს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2011.
როდის იქნა მიღებული „შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზი არგოს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის შესახებ“?
„შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზი არგოს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის შესახებ“ მიღებულია 30.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №B38.
სად არის „შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზი არგოს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2011 მდგომარეობით.