შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღების დებულების ძალაში შესვლის შესახებ

მიღების თარიღი 19.09.1996
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №750
სარეგისტრაციო კოდი 410.012.000.137
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 01/10/1996
matsne.gov.ge 4,350 სიტყვა · ~22 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
N გვარი, სახელი, მამის სახელი
თარიღი დაკავებულთა გვარი და ინიციალები
სამუშაოზე გაყვანის სამუსაოდან დაბრუნების

დოკუმენტის ტექსტი

შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღების დებულების ძალაში შესვლის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №750 1996 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებული, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღების დებულების ძალაში შესვლის შესახებ იმის გამო, რომ ამჟამად მოქმედი დებულება ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებთან მუშაობის შესახებ ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს და ხელს უშლის ამ ხაზით საქმიანობის გაუმჯობესებას ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: I. დამტკიცდეს შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებული, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღების დებულება და ძალაში შევიდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ. 2. შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ პატიმრობამისჯილ პირებთან მუშაობისას იხელმძღვანელონ მხოლოდ ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1992 წლის I8 დეკემბრის №710ბრძანება. მ ი ნ ი ს ტ რ ი გენერალ ლეიტენანტი                                                  კ. თარგამაძე დანართი დ ე ბ უ ლ ე ბ ა შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებული, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი I. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა მოსათავსებელი სპეციალური მიმღები (ტექსტში შემდგომ "სპეცმიმღები) იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ერთი ან რამდენიმე შინაგან საქმეთა ორგანოს (პოლიციის) მომსახურებისათვის. 2. სპეცმიმღების შტატებს ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ დაწესებულებების ტიპობრივი შტატების შესაბამისად. 3. სპეცმიმღების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 4. შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებულ სპეცმიმღებს გააჩნია ბეჭედი, საქ. სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით. 5. სპეცმიმღებში, ამ დაწესებულებების შენობების ტიპობრივი პროექტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს, როგორც მინიმუმი შემდეგი სახის სათავსოები: ა) საკნები მამაკაცების და ქალების ცალ-ცალკე განთავსებისათვის; ბ) იზოლატორი ახლად მიღებული პირებისათვის, რომლებსაც არ აქვთ გავლილი სანიტარული დამუშავება და ავადმყოფებისათვის ცალ-ცალკე; გ) ოთახები სპეცმიმღების მორიგესათვის, უფროსისათვის, მედმუშაკისათვის, ინსპექტორებისათვის და მომსახურე პერსონალისათვის; დ) საშხაპე, სადეზინფექციო საკანი, საშრობი, ოთახი კვების პროდუქტების გაცხელებისა და ჭამისათვის, გარეცხვისა და შენახვისათვის საკუჭნაო დაკავებულთა პირადი ნივთების შენახვისათვის და სხვა სამეურნეო საგნების შესანახად, სანიტარიული კვანძი; სპეცმიმღებს უნდა ჰქონდეს შემოღობილი ეზო. 50 და მეტი ადგილის მქონე სპეცმიმღებისათვის მოეწყობა საკონტროლო გამშვები პუნქტიც. 6. სპეცმიმღების საქმიანობაზე ხელმძღვანელობას და კონტროლს ახორციელებს იმ შინაგან საქმეთა ორგანოს დანაყოფი, რომელთანაც იგი არის შექმნილი, აგრეთვე შს სამინისტროს, შს სამმართველოს და შს განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის სამსახური. 7. სპეცმიმღებში მყოფ პირებთან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოები, ამ მუშაობას ორგანიზაციას უწევს სისხლის სამართლის სამძებროს აპარატი. 8. კონტროლს სპეცმიმღების სანიტარიულ მდგომარეობაზე ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახური. სპეცმიმღებში მყოფ პირებს უშუალოდ სამედიცინო მომსახურებას უწევს ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. 9. სპეცმიმღებში კონტროლი საფინანსო სამეურნეო საქმიანობაზე, საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებაზე, აგრეთვე რევიზიის ჩატარებაზე ევალებათ შს სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. 10. დაკავებულები ვალდებულნი არიან სპეცმიმღებში ყოფნის დროს გადაიხადონ ყოველდღიური შენახვისა და კვებისათვის თანხა იმ დროისათვის არსებული ფასების შესაბამისად. 16 ‒ დან 18 წლის ასაკის პირების მაგივრად, რომლებსაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი, აღნიშნულ თანხას იხდიან მშობლები ან მათი შემცვლელი პირები. ამ თანხების გადახდა ხდება სპეციალური ანგარიშის მიხედვით (დანართი №1) სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. იმ დაკავებულ პირთა შენახვისა და კვების თანხების ჩამოწერა, რომელთაგან შეუძლებელია ფულის ამოღება, ხდება სპეცმიმღების უფროსის მიერ, კვარტალში ერთხელ შესაბამის საფინანსო ორგანოებთან შეთანხმებით. თავი 2. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიღება და რეგისტრაცია 11. სპეცმიმღები დაკავებულ პირებს ღებულობს დღე-ღამის განმავლობაში შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ა) მოსამართლის დადგენილება დაპატიმრების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია და ბეჭედდასმულია მოსამართლის მიერ; ბ) პირადი ჩხრეკის ოქმი ამოღებული ფასეულობებით და ნივთებით; გ) დაკავებულის პირადობის დამადასტურებელი საბუთი. 12. სპეცმიმღების მორიგე, დაპატიმრებულის მიღებისას ადარებს მოსამართლის დადგენილების ჩანაწერისა და წარმოდგენილი პიროვნების მონაცემების სიზუსტეს და ამოწმებს ოქმში ჩამოთვლილი ნივთების არსებობას. 13. თითოეული დაკავებული გამოიკითხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პირები, რომლებსაც აღმოაჩნდებათ დაავადების ნიშნები, შემოწმდება მედ პერსონალის მიერ და მისი დასკვნით მოთავსდება იზოლატორში, ხოლო აუცილებელი კვალიფიციური დახმარებისათვის გადაიგზავნება სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. სპეცმიმღების ხელმძღვანელობა დაკავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაგზავნის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მოსამართლეს. ამ პირთა გამოჯანმრთელების შემდეგ, თუ მას არ მოყვა მოსამართლის სხვა გადაწყვეტილება, ისინი თავსდებიან სპეცმიმღებში სასჯელის მოსახდელად. 14. საკანში მოთავსებამდე დაკავებულები იჩხრიკებიან. ჩხრეკას აწარმოებს სპეცმიმღების თანამშრომელი არანაკლებ ერთ მოწმის თანხლებით. ქალის ჩხრეკას აწარმოებს სპეცმიმღების თანამშრომელი ქალი ან ამისთვის მოწვეული ქალები, მათთან სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ. 15. ჩხრეკისას ამოღებას ექვემდებარება: ა) იარაღი, ფეთქებადი და ნარკოტიკული ნივთიერებები; ბ) ფული, ფასიანი ქაღალდები და საიუველირო ნაწარმი; გ) წიწაკა, მარილი, სპირტიანი სასმელები, ჩაი, თამბაქო, ასანთი; დ) მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება მედიცინის მუშაკის მიერ აკრძალულია; ე) შარფები, ქამრები, ზონარები, აჭიმი; ვ) მინის ჭურჭელი, მჩხვლეტავი, სახერხი და მჭრელი საგნები; ზ) საბუთები. ჩატარებული ჩხრეკის შესახებ კეთდება ჩანაწერი პირადი ჩხრეკის ოქმში (დანართი 2) ამოღებული ფასეულობანი და საგნები დაწვრილებით აიწერება დამახასიათებელი ნიშნებისა და ნომრების მიხედვით. საგნები, ნივთები, ფასეულობანი და საბუთები, რომლებიც ჩამოთვლილია „ბ" – „ზ" პუნქტებში და ამოღებულია დაკავებულისაგან ინახება სპეცმიმღების კარადებში, რომლის გასაღები აქვს სპეცმიმღების მორიგეს. ქვითარი საგნების, ნივთების, ფასეულობების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ ეძლევა დაკავებულს ხელზე. 16. სპეცმიმღებში მოყვანილი პირები ექვემდებარებიან ჟურნალში რეგისტრაციას (დანართი 3), სპეცმიმღებში, რომელთა შევსების ლიმიტი აღემატება 100 კაცს, სარეგისტრაციო ჟურნალის მაგივრად, შეიძლება შეიქმნას ალფავიტური სააღრიცხვო კარტოთეკა, იმ პირთა ბარათებიდან, რომლებიც იხდიან ადმინისტრაციულ სასჯელს (დანართი 4). ასეთ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათების გარდა წარმოებს სადღეღამისო უწყისი ახლად მიღებულთა აღრიცხვისათვის (დანართი 5). იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში ან იძებნებიან, მათ შეიძლება გადაუღონ სურათი და გაუკეთონ დაქტილოსკოპირება. 17. სპეცმიმღებში მოთავსებულ ყველა დაკავებულზე იქმნება საქმე, რომელსაც თან ერთვის მოსამართლის გადაწყვეტილება დაკავების შესახებ, ჩხრეკის ოქმი და სხვა საჭირო მასალები, რომლებიც ახასიათებენ დაკავებულს. დაკავებულთა საქმეები ინახება და ნადგურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 18. სპეცმიმღებში დაკავებულთა მოთავსების ან სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ სპეცმიმღების ხელმძღვანელობა პირველი დღე-ღამის განმავლობაში ატყობინებს მის ნათესავებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თავი 3. სპეცმიმღებში დაკავებულ პირთა ყოფნის რეჟიმი, მათი ძირითადი მოვალეობები და უფლებები 19. დაკავებულები, რომლებიც მოთავსებული არიან სპეცმიმღებში უნდა იმყოფებოდნენ კლიტით ჩაკეტილ საკნებში მუდმივი დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშ: მამაკაცები და ქალები ცალცალკე, არასრულწლოვანები უფროსებისაგან ცალკე. ავადმყოფები, რომლებსაც აღმოაჩნდებათ ფილტვების ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა, ვენერიული ან სხვა გადამდები სენი, უნდა იყვნენ იზოლირებულნი სხვა დაკავებულებისაგან, საჭიროების შემთხვევაში ამ სახის ავადმყოფები იგზავნებიან სამედიცინო გამოკვლევაზე. 20. დაკავებულები განთავსდებიან ნარებზე, ერთ კაცზე დადგენილია ფართის ნორმა 2,5 მ​2. გასეირნებაზე ისინი არ გაყავთ. 21. სპეცმიმღების საკნებში აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს წინასწარი პატიმრობის საკნების მოთხოვნილებებს. საკნის კარებს უნდა ჰქონდეს სათვალთვალო ნახვრეტი, ფანჯრებზე რკინის გისოსები. დაკავებულთა დაცვის საგუშაგოებზე უნდა იყოს ხმოვანი ან ოპტიკურ-გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია, რომელთა ხელსაწყოები იდგმება სპეცმიმღების მორიგის ოთახში. 22. სპეცმიმღებში დაკავებულ პირთა დასაცავად განწესებაში მყოფ პოლიციის თანამშრომლებზე იარაღი არ გაიცემა. სპეცმიმღებიდან გაქცეული პირის დაკავებისას იარაღი არ გამოიყენება. პოლიციელების მიერ სამსახურის შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. 23. დაკავებულებზე საჭმელი გაიცემა იმ ნორმით, რომელიც დადგენილია ციხეებში საერთო რეჟიმზე მყოფი პატიმრებისათვის. დაკავებულებს კვების პროდუქტები გაეცემათ უწყისის მიხედვით. დანართი 6 დაკავებულ პირთა ცხელი საკვებით უზრუნველყოფისათვის სპეცმიმღების ხელმძღვანელობა აფორმებს ხელშეკრულებას საზოგადოებრივი კვების საწარმოსთან. კმაყოფის დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს კერძების სავარაუდო ასორტიმენტი, დღიური რაციონის ღირებულება, პროდუქტის ფასნამატი და კვების ღირებულების გადახდის წესი. 24. სპეცმიმღებში მოთავსებული პირები ექვემდებარებიან სანიტარიულ დამუშავებას, მედმუშაკის დასკვნის საფუძველზე დაკავებული მამაკაცები ექვემდებარებიან თმის გადაპარსვას, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა საქმეში. თუ სპეცმიმღებს არ გააჩნია სანიტარიული გასატარებელი, დაკავებულთა სანიტარიული დამუშავება, უნდა მოხდეს საქალაქო სანიტარიულ გასატარებელში ან აბანოში. დაკავებულთა გაყვანა ბუნებრივი საჭიროებისათვის, როგორც წესი, უნდა მოხდეს დღის საათებში. 25. სპეცმიმღებში მოთავსებული პირები ვალდებულნი არიან შეასრულონ ამ დებულებით დადგენილი დაკავებულთა ქცევისა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელიც დამტკიცებულია შს ორგანოს უფროსის მიერ. დაკავებულთა ქცევის და სპეცმიმღების შინაგანაწესი (დანართი 7) დაბეჭდილი ფორმით უნდა გამოიკრას ყველა საკანში. დაკავებულები ამ მოთხოვნებს უნდა გაეცნონ საკანში მოთავსებამდე. 26. დაკავებულებს აქვთ უფლება: ა) მიიღონ საკვები და მატერიალურ ‒ საყოფაცხოვრებო მომსახურება დადგენილი ნორმის მიხედვით; ბ) ჰქონდეთ დასაძინებელი ადგილი; გ) სპეცმიმღების ადმინისტრაციის მეშვეობით გაგზავნონ განცხადებები და საჩივრები; დ) იკითხონ გაზეთები და ჟურნალები; ე) ისარგებლონ პირადი ტანსაცმლით სეზონის მიხედვით; დაკავებულებს უფლება აქვთ თან იქონიონ: 50 სმ-მდე სიგრძის პირსახოცი, საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი ან პასტა, სავარცხელი, ცხვირსახოცი, სათვალეები, პროტეზები ან ყავარჯნები (ინვალიდებისათვის), მედმუშაკის მიერ ნებადართული მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები. ჩამოთვლილი საგნებისა და ნივთების მიღება დაკავებულს შეუძლია მიიღოს თავისი ნათესავების მეშვეობით. პირადი ნივთების ასაღებად მათი სახლში გაშვება აკრძალულია. დაკავებულებს აქვთ უფლება თან იქონიონ ჩაბარებული ფულის, ფასეულობებისა და ნივთების ქვითარი. ტუალეტისათვის განკუთვნილი ნივთების შესანახად უნდა მოეწყოს კარადები ან თაროები სპეციალურ ადგილას საკნის გარეთ. 27. დაკავებულებს ეკრძალებათ: ა) დაარღვიონ დადგენილი წესრიგი და სიწყნარე საკანში აგრეთვე სპეცმიმღების სხვა სათავსოებში, სპეცმიმღების თანამშრომლებთან კამათი; ბ) ყვირილი, საკნებიდან რაიმეს გადაგდება, ფანჯრის რაფაზე ასვლა, სარკმელში თავის გაყოფა, კარის სათვალთვალო ნახვრეტის დაფარვა; გ) სპეცმიმღების კედლებზე, აგრეთვე საგნებზე და ნივთებზე რაიმე წარწერებისა და აღნიშვნების გაკეთება; დ) თან იქონიონ ფული და შესანახად აკრძალული საგნები; ე) მიიღონ სპირტიანი სასმელები და ნარკოტიკული ნივთიერებები. 28. იმ დაკავებულების მიმართ, რომლებიც ურჩობენ, უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას ან სჩადიან სხვა სახის ძალადობას, გამოიყენება ხელბორკილები ან ხდება მათი შებოჭვა არაუმეტეს 2 საათისა. შებოჭვა უნდა მოხდეს ისეთი საშუალებებით,რომლებიც დაკავებულს არ მიაყენებენ სხეულის რაიმე დაზიანებას. ხელბორკილების გამოყენება ან შებოჭვა შეიძლება მოხდეს სპეცმიმღების უფროსის ან მისი მოადგილის განკარგულების საფუძველზე, მათი არყოფნის შემთხვევაში, მიმღების მორიგის მითითებით. ხელბორკილების ან შებოჭვის საშუალებების გამოყენების ყველა შემთხვევაში, უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება ასეთი ღონისძიების საფუძველი და მათი გამოყენების ხანგრძლივობა. პირი, რომლის მიმართ გამოყენებული იქნება ხელბორკილები ან შებოჭვა უნდა იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. 29. ინვენტარის, მოწყობილობების და სხვა ქონების განზრახ დაზიანებისათვის დაკავებულებს ეკისრებათ მატერიალური პასუხისმგებლობა მიყენებული ზარალის ოდენობით. მიყენებული ზარალის ოდენობაზე დგება ოქმი. მატერიალური ზარალის ანაზღაურება ამ პირების მიერ ხდება სარჩელის წესით. 30. იმ შემთხვევაში, როდესაც დაკავებული თავს არიდებს სასჯელის მოხდას ან უხეშად არღვევს დადგენილ რეჟიმს, სპეცმიმღების ხელმძღვანელობა შუამდგომლობს შს ორგანოს უფროსთან, რომ გაკეთდეს წარდგინება სასამართლოში, სპეცმიმღების ადგილმდებარეობის მიხედვით, რათა გაუგრძელდეს მას პატიმრობაში ყოფნის ვადა, მაგრამ არაუმეტეს 30 დღე-ღამემდე ვადით. წარდგინებაში უნდა უჩვენოთ: როდის,რის საფუძველზე, რისთვის და რამდენი ხნით იქნა დაკავებული ეს პირი, სად იხდის სასჯელს, რეჟიმის დარღვევის ხასიათი. თავი 4. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა გამოყენება ფიზიკურ სამუშაოზე 31. დაკავებულები, როგორც წესი გამოიყენებიან ფიზიკურ სამუშაოებზე, მრეწველობის საწარმოებში, მშენებლობებზე, მეურნეობებსა და ორგანიზაციებში, ამ უწყებების ხელმძღვანელთა განაცხადის საფუძველზე. 32. დაკავებულთა შრომის ანაზღაურება ფიზიკურ სამუშაოზე ხდება სამეურნეო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფაქტიური შესრულებული, სამუშაოს მოცულობისა და იმ ნორმებისა და ფასდებულის გათვალისწინებით, რომლებიც მოქმედებენ შესაბამის დარგებში ან საათობრივი ტარიფების ღირებულების მიხედვით. 33. საწარმოსა და ორგანიზაციებიდან დაკავებულთა მიერ შესრულებული სამუშაოსათვის შემოსული სახსრები ჩაირიცხება სპეცმიმღების ანგარიშზე. 34. დაკავებულები ფულადი ანაზღაურების გარეშე შეიძლება იქნენ გამოყენებული ქუჩების, ეზოების, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაგვისა და დასუფთავებისათვის და სხვა ფიზიკურ სამუშაოზე. სპეცმიმღების ხელმძღვანელობას შეუძლია დაკავებულები ამუშაონ ამ უწყების კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. 35. დაკავებულთა შრომის ორგანიზაცია ხდება მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის წესების გათვალისწინებით. მათთვის დგინდება 8 ‒ საათიანი სამუშაო დღე, ხოლო არასრულწლოვანებისათვის 6 ‒ საათიანი. გამომუშავებული თანხა დაკავებულებს არ მიეცემათ. 36. დაკავებულების ფიზიკურ სამუშაოზე გაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. სამუშაო ადგილიდან დაკავებულის გაქცევის შემთხვევაში სპეცმიმღების ხელმძღვანელობა ღებულობს ზომებს მისი ადგილსამყოფლის დასადგენად. ამავდროულად ყველა ფაქტზე იგზავნება შეტყობინება გაქცევის შესახებ იმ შს ორგანოში, რომელმაც გააფორმა მასალები მისი პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გაქცეულის ადგილსამყოფლის დადგენის შემთხვევაში მას აბრუნებენ სპეცმიმღებში, ამასთანავე წყდება საკითხი მისი დასჯის შესახებ ამ დებულების 30-ე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. 37. დაკავებულთა სამუშაოზე გაყვანასა და მის დროულად დაბრუნებაზე კონტროლს ახორციელებს სპეცმიმღების ხელმძღვანელობა. სამუშაოზე გაყვანის აღრიცხვა ხდება სპეცმიმღებში მოთავსებულთა ფიზიკურ სამუშაოზე გამოყენების აღრიცხვის წიგნში (დანართი 8). 38. ფიზიკურ სამუშაოზე გაყვანილ პირებს, სპეცმიმღების ხელმძღვანელობის მიერ სპეციალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ მიეცემათ. 39. დაკავებულთა მხრიდან მუშაობისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ყველა შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ბადრაგირებას უწევდა მას, პატაკით ახსენებს სპეცმიმღების უფროსს სათანადო ზომების მისაღებად. თავი 5. სპეცმიმღებიდან დაკავებულთა განთავისუფლება 40. სპეცმიმღებიდან დაკავებულები განთავისუფლდებიან მოსამართლის მიერ დადგენილი ვადის მოხდის შემდეგ. 41. განთავისუფლებულებს ხელწერილით უბრუნდებათ სპეცმიმღებში მოთავსების დროს ჩამორთმეული ყველა ფასეულობანი, დოკუმენტები, ნივთები და საგნები, გარდა იმ საგნების დოკუმენტებისა და ნივთებისა, რომლებსაც ისინი ინახავდნენ უკანონოდ. არაკანონიერად შენახული საგნების, ნივთების და დოკუმენტების ამოღება უნდა გაფორმდეს ოქმით მოწმეთა თანდასწრებით. 42. პირი, რომელიც უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, ფეთქებად ნივთიერებას, ძლიერ მოქმედ ან შხამიან ნივთიერებას, მის საკითხს წყვეტს შს ორგანო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. 43. მოქალაქემ, რომელმაც მოიხადა ადმინისტრაციული სასჯელი და გათავისუფლდა სპეცმიღებიდან, მასზე გაიცემა ცნობა (დანართი 9). 44. სპეცმიმღების ხელმძღვანელობა ვალდებულია დაკავებულთან ჩაატაროს პროფილაქტიკური ხასიათის საუბრები, რა დროსაც უხსნის ანტისაზოგადოებრივი ქმედების შეწყვეტის აუცილებლობას, აცნობს კანონს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის შესახებ. თავი 6. სპეცმიმღების თანამშრომელთა მოვალეობები 45. სპეცმიმღების თანამშრომლებს ეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა კანონიერების დაცვაზე და ამ დებულების მოთხოვნილებათა შესრულებაზე. დაკავებულებთან ურთიერთობაში ისინი უნდა იყვნენ თავდაჭერილები და ყურადღებიანნი. 46. სპეცმიმღების ატესტირებული თანამშრომლები მონაწილეობას ღებულობენ რეიდებში, შემოვლებში და სხვა სახის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროფილაქტიკურ ღონისძიებებში. მათ მიერ გამოვლენილი საზოგადოებრივი წესრიგის ყველა დამრღვევი პირი წარედგინება შინაგან საქმეთა განყოფილების (სამმართველოს) სამორიგეო ნაწილს, ტერიტორიულად და გატარდება არსებული წესის მიხედვით. 47. სპეცმიმღების უფროსი ემორჩილება იმ შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსს, რომელთანაც არის ორგანიზებული ეს სპეცმიმღები. ის აგებს პასუხს სპეცმიმღების მუშაობის ორგანიზაციაზე, დისციპლინის მდგომარეობაზე, პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებაზე და კანონიერების დაცვაზე. სპეცმიმღების უფროსი ვალდებულია: ა) კონტროლი გაუწიოს ხელქვეითების მიერ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ დებულებით, დაგეგმოს სპეცმიმღების მუშაობა; ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს და პირადად ჩაატაროს მეცადინეობები სპეცმიმღების თანამშრომლებთან აღმზრდელობით, სამსახურეობრივ, საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებაში; გ) შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამოქმედო ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცების მიზნით მუშაობის დაგეგმვაში და მის განხორციელებაში; დ) ანალიზი გაუკეთოს სპეცმიმღებში მუშაობის მდგომარეობას, ამ ანალიზის მიხედვით შეიტანოს წინადადებები შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელებთან მუშაობის გაუმჯობესების მიზნით; ე) უზრუნველყოს დაკავებულთა კვება დადგენილი ნორმის მიხედვით; ვ) შეიმუშაოს ნუსხა სპეცმიმღების შენახვისათვის: უზრუნველყოს მისი მომარაგება საჭირო ინვენტარით, მიიღოს ზომები შენობის შეკეთებისათვის და იქ წესრიგის დასამყარებლად; ზ) დაკავებულების მიერ სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ, მათ სამუშაო (სასწავლო) ადგილებზე, ან სოცუზრუნველყოფის ორგანოებში, (სასამართლოს აღმასრულებელთან) გაგზავნოს ანგარიშები დაკავების პერიოდში მისი შენახვისა და კვების ღირებულების დაქვითვის მიზნით. მიაღწიოს ამ თანხების დროულად გადარიცხვას შესაბამის ბიუჯეტში; თ) სპეცმიმღებში დაკავებულ პირებთან ჩაატაროს აღმზრდელობითი და პროფილაქტიკური მუშაობა; ი) დადგენილ ვადებში განიხილოს დაკავებულთა და სხვა მოქალაქეთა საჩივრები, წერილები და განცხადებები. პროკურორის სახელზე დაწერილი საჩივრები და განცხადებები განხილვას არ ექვემდებარებიან და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ადრესატს. ყველა საჩივარი და განცხადებები სპეცმიმღების უფროსის მიერ იგზავნება ქვემდებარებისამებრ კანონით დადგენილი წესით. საჩივრები სპეცმიმღების ხელმძღვანელების ქმედობაზე მოხსენდება იმ შინაგან საქმეთა დანაყოფის უფროსს, რომელთანაც შექმნილია ეს დაწესებულება; კ) ორგანიზაციას უკეთებს და უტარებს ინსტრუქციას განწესებაში მყოფ თანამშრომლებს შს ორგანოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით სპეცმიმღების თანამშრომლების ძალებით სამოქმედო ტერიტორიაზე აწყობს შემოვლებსა და რეიდებს, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და დაკავების მიზნით; ლ) უზრუნველყოს საფინანსო დისციპლინის დაცვა, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების შენახვა, დროულად წარადგინოს ანგარიშები; მ) ორგანიზაცია გაუკეთოს ავტოტრანსპორტისა და სხვა ქონების სწორ გამოყენებასა და რემონტს. 48. სპეცმიმღების უფროსის მოადგილე პასუხს აგებს დაკავებულთა დაცვის რეჟიმზე და შრომით გამოყენებაზე, მათ შორის, ძებნილი პირების ჩადენილი დანაშაულის გახსნისათვის ღონისძიების გატარებაზე. უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. სპეცმიმღების უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) უზრუნველყოს დაკავებულთა დაცვა, ბადრაგირება და დადგენილი რეჟიმის შესრულება; ბ) სპეცმიმღების პირად შემადგენლობასთან ჩააბაროს მეცადინეობები სამსახურეობრივ მომზადებაში. ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს სამსახურში გამავალ თანამშრომლებს, გააკონტროლოს სამსახურის შესრულება; გ) შეიმუშაოს და განახორციელოს დაკავებულთა შრომითი გამოყენების ღონისძიებები, ჩაატაროს განმარტებითი მუშაობა; დ) ორგანიზაცია გაუკეთოს დაკავებულთა შორის იმ პირების გამოვლენას, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მათ მიერ ადრე ჩადენილ დანაშაულებათა გახსნას; ე) გააკონტროლოს სპეცმიმღებში რეჟიმის დამრღვევ პირებზე შედგენილი საბუთების სისწორე და უზრუნველყოს მისი დროული გაგზავნა შს ორგანოს უფროსთან; ვ) თვალყური ადევნოს სპეცმიმღების პირადი შემადგენლობისა და დაკავებულების მიერ ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვას; ზ) კონტროლი გაუწიოს სპეცმიმღებში წარმოდგენილი დაკავებულ პირებზე დოკუმენტაციის სწორ წარმოებას. 49). სპეცმიმღების მორიგე ემორჩილება სპეცმიმღების უფროსს და მის მოადგილეს. იგი ხელმძღვანელობს მორიგე განწესების მუშაობას, ხოლო სპეცმიმღების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში პასუხს აგებს სპეცმიმღების საქმიანობაზე. მორიგე ვალდებულია: ა) ჩაატაროს სპეცმიმღებში ადმინისტრაციული დაკავებისათვის მოსათავსებლად მოყვანილი პირების რეგისტრაცია და აღრიცხვა, ჩაუტაროს მათ ჩხრეკა, ტანსაცმლის და ნივთების შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში გადაუღოს სურათი და ჩაატაროს დაკტილოსკოპირება, გაანაწილოს დაკავებულები საკნებში, მათ შორის, ერთ-ერთი დანიშნოს მორიგედ, უზრუნველყოს დაკავებული პირებისაგან ჩამორთმეული ნივთების, ფულის, დოკუმენტების და სხვა ფასეულობების დაცვა, გასცეს ისინი განთავისუფლების შემდეგ; ბ) დროულად უზრუნველყოს დაკავებულთა სამედიცინო შემოწმება, სანიტარიული დამუშავება, მათი კვება და ადუღებული წყლით მომარაგება; გ) შეამოწმოს დაკავებულთა რაოდენობა, საკნების მდგომარეობა, საკეტების გამართულობა, უზრუნველყოს მათთვის დადგენილი რეჟიმის დაცვა. გადაუდებელ შემთხვევაში ბოროტი დამრღვევი გადაიყვანოს ცალკე საკანში და დააწესოს მასზე გაძლიერებული მეთვალყურეობა, ინფორმაცია გაუკეთოს ახალ განწესებას, რეჟიმის დამრღვევებზე და იმ პირების შესახებ, რომელთა მოქმედებაც საჭიროებს გაძლიერებულ ზედამხედველობას; დ) აცნობს მედიცინის მუშაკს ავადმყოფი პირების შესახებ, მათი არყოფნის შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მიიღოს ზომები, რათა სპეცმიმღებში მოთავსებულ პირმა არ ჩაიდინოს თვითმკვლელობა ან არ მიიღოს სხეულის დაზიანება. სპეცმიმღებში მომხდარ ყველა საგანგაშო შემთხვევაზე, აგრეთვე დაკავებულ საზღვარგარეთელ მოქალაქეზე დაუყოვნებლივ აცნობოს სპეცმიმღების უფროსს ან მის მოადგილეს, მათი არყოფნის შემთხვევაში შს ორგანოს მორიგეს; ე) ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი განწესებაში გამავალ პირად შემადგენლობას და გააკონტროლოს მისი მუშაობა. მოითხოვოს განწესებისაგან სამსახურეობრივი მოვალეობის ზუსტი შესრულება, დადებული ფორმის ტარების წესების დაცვა, დაკავებულების მიმართ ყურადღებიანი მოპყრობა; ვ) საჭიროების შემთხვევაში შეამოწმოს ოპერატიული აღრიცხვით სპეცმიმღებში დაკავებული პირები, მათი საგნები და ნივთები, რომლებსაც გააჩნიაო ნომრები ან სხვა ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშანი; ზ) ყურადღება მიაქციოს, რომ გამართულად მუშაობდეს სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის და სხვა დამცავი საშუალებები; თ) დროულად მოახსენოს სპეცმიმღების უფროსს, დაკავებულების მხრიდან ყველა საჩივრისა და განცხადების შესახებ და მათზე მიიღოს შესაბამისი ზომები. საჩივრისა და განცხადების დასაწერად დაკავებულებს მიეცეს საწერი საშუალებანი; ი) უზრუნველყოს დაკავებულთა მომზადება სამუშაოზე გასაყვანად და მოახდინოს მათი მიღება და ჩხრეკა სპეცმიმღებში დაბრუნებისას; კ) სპეცმიმღებიღან განთავისუფლებულ პირებს მისცეს ცნობა (დანართი 9) და ჩაატაროს მოკლე პროფილაქტიკური საუბარი, რათა მომავალში მათი მხრიდან არ მოხდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედობების ჩადენა; ლ) აწარმოოს და შეინახოს შემდეგი დოკუმენტები: - სპეცმიმღებში მყოფ პირთა აღრიცხვის ჟურნალი; - სამსახურის განწესების წიგნი; - ტელეფონოგრამების წიგნი; - მორიგეობის მიღებისა და ჩაბარების წიგნი; - საჩივრებისა და წინადადებების წიგნი.; - შემმოწმებლის შენიშვნების ჩასაწერი წიგნი; - სპეცმიღების თანამშრომელთა მისამართების და ტელეფონების სია; - სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებულ შინაგან საქმეთა ორგანოების ტელეფონების სია. 50. შრომითი გამოყენების ინსპექტორი ემორჩილება სპეცმიმღების უფროსს და მის მოადგილეს. იგი ვალდებულია: ა) დაკავებულები დაიყოს ბრიგადებად და მათი რიგებიდან დანიშნოს ბრიგადები; ბ) ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან მომზადოს ხელშეკრულების პროექტები დაკავებულთა შრომითი გამოყენების შესახებ; გ) კონტროლი გაუწიოს სამუშაო ობიექტებზე დაკავებულთა შრომის ორგანიზაციას; დ) განიხილოს შესრულებული სამუშაოს უწყისები, შეამოწმოს ღირებულებების სიზუსტე და ეს შესრულებული სამუშაოს მოცულობა; ე) აწარმოოს გამომუშავებული ნორმის შესრულების აღრიცხვა და ყოველთვიურად შეადგინოს დაკავებულთა შრომითი გამოყენების ანგარიში; ვ) აწარმოოს დაკავებულ პირთა ფიზიკურ სამუშაოზე გამოყენების წიგნის აღრიცხვა; ზ) სამუშაო ობიექტებზე დაკავებულთა უბედური შემთხვევისას საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად შეადგინოს ოქმი დადგენილი ფორმის მიხედვით. 51. სპეცნაწილის ინსპექტორები ემორჩილება სპეცმიმღების უფროსს და მის მოადგილეს. იგი ვალდებულია: ა) აწარმოოს იმ პირთა საქმეები, რომლებიც იმყოფებიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში, თვალყური ადევნოს მათ დროულ განთავისუფლებას სასჯელის მოხდის შემდეგ. იმ სპეცმიმღებში, სადაც შევსების ლიმიტი დიდია, აწარმოოს ალფავიტური კარტოტეკის აღრიცხვა; ბ) ადმინისტრაციულად დაკავებულ პირებზე გააფორმოს ანგარიში მათი შენახვისა და კვების თანხების ამოღების შესახებ, კონტროლი გაუწიოს მათ დროულ აღსრულებას. 52. ათეულის მეთაური ემორჩილება სპეცმიმღების უფროსს და მის მოადგილეს. იგი ითვლება ათეულის პირაღი შემადგენლობის უშუალო უფროსად და პასუხს აგებს ხელქვეითების სწავლებაზე, აღზრდაზე, დისციპლინაზე, სამწყობრო შემართებაზე და მათ გარეგნულ სახეზე. ათეულის მეთაური ვალდებულია: ა) ასწავლოს და აღზარდოს ათეულის პოლიციელები; ბ) მოთხოვოს მათ სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულება და კანონიერების მკაცრი დაცვა; გ) ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს სამსახურში გამავალ პოლიციელებს, მიაღწიოს მათი მხრიდან ფუნქციონალური მოვალეობის მყარ ცოდნას; დ) შეამოწმოს განწესების მუშაობა და ადგილზევე აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები. უშუალოდ საგუშაგოზე და სამუშაო ობიექტებზე ასწავლოს პოლიციელებს სამსახურის შესრულების ხერხები; ე) აწარმოოს ათეულის პოლიციელთა მუშაობის აღრიცხვა და ყოველდღიურად შეაჯამოს მათი მუშაობის შედეგები; 53) საკნების მცველი გუშაგი პოლიციელი ემორჩილება სპეცმიმღების მორიგეს და ათმეთაურს. იგი ვალდებულია: ა) საგუშაგოზე დადგომისთანავე სიით მიიღოს დაკავებულები; ბ) საკნებში მოთავსებულ დაკავებულებს ჩაუტაროს ჩხრეკა; გ) აწარმოოს მუდმივი მეთვალყურეობა დაკავებულებზე, უზრუნველყოს მათი მხრიდან დაკავების დადგენილი რეჟიმისა და შინაგანაწესის შესრულება მიიღოს ზომები დაკავებულთა მხრიდან თვითმკვლელობის ან სხეულის დაზიანების აღკვეთა -აცილებისათვის; დ) შემცვლელ პოლიციელთან ან მორიგესთან ერთად შეამოწმოს საკნების, საწოლების, ფანჯრების, იატაკის, ჭერის, ღუმელის, კარების, საკეტების მდგომარეობა და ინვენტარის არსებობა; ე) შეამოწმოს სიგნალიზაციისა და კავშირის გამართულობა; ვ) ყურადღება მიაქციოს რომ ღამის საათებში, საკნები იყოს განათებული; ზ) დაუყონებლივ მოახსენოს სპეცმიმღების მორიგეს დაკავებულთა გაქცევის და სხვა დარღვევების ჩადენის ან განზრახვის შემჩნევის შემთხვევაში; თ) დაკავებულის ავად გახდომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მედ. მუშაკსა და სპეცმიმღების მორიგეს. 54. საკონტროლო გამშვები პუნქტის მორიგე-პოლიციელი ემორჩილება სპეცმიმღების მორიგეს და ათმეთაურს. იგი მოვალეა: ა) სპეცმიმღებში განახორციელოს საბავშვო რეჟიმი, არ დაუშვას სპეცმიმღების ტერიტორიიდან დაკავებულთა თვითნებური გასვლა და უცხო პირების შემოსვლა; ბ) გამშვებ პუნქტში გაუშვას განთავისუფლებული პირები მხოლოდ დადგენილი ნიმუშის ცნობის მიხედვით; გ) შეამოწმოს გამშვებ პუნქტში გამავალი ტრანსპორტი, არ დაუშვას სპეცმიმღებში აკრძალული საგნების შემოტანა; დ) მიიღოს მონაწილეობა სამუშაოდან დაბრუნებული დაკავებულების მიღებასა და ჩხრეკაში. 55. ბადრაგი პოლიციელი ემორჩილება შრომითი გამოყენების ინსპექტორს, სპეცმიმღების მორიგეს და ათეულის მეთაურს. იგი ვალდებულია: ა) სპეცმიმღების მორიგისაგან მიიღოს დაკავებულები სიის მიხედვით, გადაიყვანოს ისინი სამუშაოზე და დააბრუნოს უკან, უზრუნველყოს დაკავებულთა დაცვა სამუშაო ობიექტზე; ბ) უზრუნველყოს დაკავებულების მხრიდან საწარმოო დავალების შესრულება; გ) მოახსენოს პატაკით სამუშაო ადგილზე და გადაადგილებაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, აგრეთვე იმ დაკავებულებზე, რომლებიც თავს არიდებენ საწარმოო დავალების შესრულებას; დ) სამუშაო ობიექტიდან დაბრუნებისას სპეცმიმღების მორიგეს ჩააბაროს დაკავებულები სიის მიხედვით და მათ მიერ შესრულებული სამუშაო უწყისი; ე) მიიღოს მონაწილეობა სამუშაოდან დაბრუნებისას დაკავებულთა ჩხრეკაში. 56). ექიმი (ფელშერი) ემორჩილება სპეცმიმღების უფროსს და მის მოადგილეს, მათი არყოფნის შემთხვევაში სპეცმიმღების მორიგეს, პასუხს აგებს სპეცმიმღებში მოთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებაზე. იგი ვალდებულია: ა) ჩაუტაროს დაკავებულებს სამედიცინო შემოწმება სპეცმიმღებში მიღებისას; ბ) თვალყური ადევნოს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მათ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში დაუყონებლივ გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება; გ) თვალყური ადევნოს სპეცმიმღების შენობის სანიტარიულ მდგომარეობას, აგრეთვე იქ ჰაერის ტემპერატურის დადგენილი ნორმების დაცვას. უზრუნველყოს დაკავებულების, მათი ტანსაცმლის და ნივთების დროული სანიტარიული დამუშავება. დ) დაესწროს დაკავებულის დასაწყნარებელ შებოჭვას; ე) უზრუნველყოს სპეცმიმღების მომარაგება მედიკამენტებით; ვ) ჩაატაროს ეპიდემიის საწინააღმდეგო საჭირო ღონისძიებები; ზ) აწარმოოს დადგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია. 57. უფროსი ბუღალტერი (ბუღალტერი) ემორჩილება სპეცმიმღების უფროსს, ასრულებს თავის მოვალეობას და სარგებლობს უფლებებით, რომელიც დადგენილია ამ კატეგორიის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. გარდა ამისა იგი ვალდებულია: ა) აწარმოოს იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სპეცმიმღებიდან განთავისუფლების შემდეგ უნდა გამოეწეროს ანგარიშები, მიმღებში შენახვისა და კვებისათვის თანხების გადახდაზე; ბ) თვალყური ადევნოს ამ თანხების დადგენილ ვადაში გადახდას და მათ დროულ გადარიცხვას შესაბამის ბიუჯეტში; გ) გადახდის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში ან თანხების გადახდისაგან თავის არიდების შემთხვევაში, ღებულობს ზომებს ამ თანხების კანონით დადგენილი წესით ამოღებისათვის. 58. სხვა თანამშრომლების ფუნქციონალური მოვალეობანი შემუშავდება სპეცმიმღების უფროსის მიერ და დამტკიცდება იმ შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ, რომელთანაც შექმნილია ეს დაწესებულება. შსს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო დანართი №1 ანგარიში №....................... სპეცმიმღები                                                                                                                                           ქალაქი ------------------------------------ „-----„ -----------------------------199 წ. გვარი ---------------- სახელი ------------------მამის სახელი --------------------------------- დაბადების წელი და ადგილი ------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ საცხოვრებელი ადგილი ------------------------------------------------------------------------ სად მუშაობს (სწავლობს) ---------------------------------------------------------------------- კანონის შესაბამისად თქვენ ვალდებული ხართ 10 დღის ვადაში გადაიხადოთ სპეცმიმღებში ყოფნისა და კვებისათვის ------------------------------------------- ლარი. ------------------ თეთრი. თანხა უნდა შეიტანოთ ანგარიშზე № ----------------------------- -------------------------------------------------- ბანკში. თუ 10 დღის ვადაში არ გადაიხდით ამ თანხას, მაშინ იგი ამოღებული იქნება იძულებითი წესით. სპეცმიმღების უფროსი -------------------------------------------------- ანგარიში მივიღე -------------------------------------------------------- ბ.ა                                           იბეჭდება და აიკინძება                                           ორ ეგზემპლარად. დანართი №2 პირადი ჩხრეკის ო ქ მ ი 199.... წლის „-------„ ----------------------            „-------„ საათი მე --------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, წოდება, გვარი და ინიციალები) მოწმეების -------------------------------------------------------------------------------------- (გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------თანდასწრებით ჩავატარე დაკავებულის --------------------------------------------------------------------------       (გვარი, სახელი, მამის სახელი) ------------------------------------------------------------------------------- პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს აღმოჩნდა და ამოღებულია შესანახად: 1. ---------------------------------------------------------------------------------------------- 2. ---------------------------------------------------------------------------------------------- 3. ---------------------------------------------------------------------------------------------- 4. ---------------------------------------------------------------------------------------------- 5. --------------------------------------------------------------------------------------------- 6. --------------------------------------------------------------------------------------------- 7. --------------------------------------------------------------------------------------------- ამ ოქმის...... პუნქტებში აღნიშნული ნივთები და ფასეულობა ჩაბარებულია ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მიეთითოს სად ჩაბარდა და ჩაბარების ქვითრების №№) დაკავებულს ეცვა -------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციის მუშაკის ხელიმოწერა ------------------------------------------------------------------------- დაკავებულის ხელიმოწერა ----------------------------------------------------------------- მოწმეთა ხელიმოწერა I. ---------------------------------------------------------------------                                      2. ---------------------------------------------------------------------- ჩხრეკის ჩამტარებელი სპეცმიმღები მუშაკის ხელმოწერა----------------------------------------------- ხელწერილი ---------------- ამ ოქმში ჩამოთვლილი, ჩხრეკის დროს ამოღებული საგნები მთლიანად მივიღე ------------------------------------------------------------------------------ (გვარი, სახელი) 199 -------------- წლის „------------„ ------------------------------                                                      --------------------                                                     (ხელიმოწერა) ჩხრეკის დროს ამოღებული საგნები დაბრუნე -----------------------------------------------------------------------------                                 (თანამდებობა, წოდება, გვარი) -----------------------------------------------------------------------------------------------------                                                              --------------------                                                               (ხელიმოწერა) ხელწერილი იბეჭდება პირადი ჩხრეკის ოქმის მეორე მხარეს. დანართი №3 -------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------- სპეცმიმღებში მოთავსებული პირების აღრიცხვის ჟურნალი -------------- დაიწყო: -------------------- დაამთავრდა: ---------------- N გვარი, სახელი, მამის სახელი დაბადების წელის მისამა რთი სამუშაო (სწავლის ადგილი, თანამ დებობა) როდის და რომელი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული როდის და რა ვადით არის დაკავე ბული სპეც მიმღებში მოთავ სების თარიღი და საათი სპეცმიმ ღებიდან განთა ვისუ ფლების შესახებ თარიღი და მისამართი შენახვისა და კვების ღირებ ულება გადაიხადა (თანხა და თარიღი) შენი შვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დანართი №4 ბარათი --------------- სპეცმიმღებში ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე I. გვარი, სახელი, მამის სახელი 2. დაბადების წელი --------------------------- საცხოვრებელი ადგილი -------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- 3. სამუშაო (სწავლის) ადგილი და თანამდებობა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------- 4. როდის და რომელი შს ორგანოს მიერ იყო დაკავებული ------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- 5. როდის, რამდენი ხნით დაკავება მიუსაჯა სასამართლომ ----------------------------- 6. სპეცმიმღებში მოთავსების თარიღი და საათი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------- 7. სპეცმიმღებიდან განთავისუფლების თარიღი და საათი ------------------------------------------------------------------------------------------ 8. სპეცმიმღებში ყოფნისა და კვების თანხა ---------------------------------------------------------------------------------- გადახდილია. სპეცმიმღების მორიგე --------------------------------------------------------------------------- (წოდება, გვარი) --------------------------------------         (ხელიმოწერა) სააღრიცხვო ბარათი უნდა ჩაიდოს კართოტეკაში ალფავიტის მიხედვით. დანართი №5 სადღეღამისო უწყისი სპეცმიმღებში ადმინისტრაციულად დაკავებულ პირთა სასჯელის მოსახდელად ახლად მიღებული პირების აღრიცხვისა N გვარი, სახელი, მამის სახელი დაბადების წელის რომელი შს ორგანოს მიერ და როდის იქნა დაკავებული როდის და რა ვადით იქნა დაკავებული მოსამართლის მიერ სპეცმიმღებში მოთავსების თარიღი და საათი განთავის უფლების თარიღი და საათი რომელ ნომერ საკანში იქნა მოთავსებული შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 იყო ადმინისტრაციულად დაკავებული -----------------------------------------------------------ადამიანი შემოვიდა -----------------------------------------------------------------------------------------------ადამიანი განთავისუფლდა ---------------------------------------------------------------------------------------ადამიანი სახეზეა ----------------------------------------------------------------------------------------------------ადამიანი სპეცმიმღების მორიგე ------------------------------------------------------------------------------------- (ხელიმოწერა) დანართი №6 უწყისი სპეცმიმღებში მყოფ პირებზე კვების პროდუქტების გაცემაზე 199....... წლის „ -----„ ---------------------- N გვარი, სახელი, მამის სახელი პროდუქტის დასახელება საერთო ღირებულება დაკავებულის ხელმოწერა პროდუქტების მიღებაზე პური (გრამი) პირველი კერძი მეორე კერძი შაქარი (გრამ) ჩაი სპეცმიმღების უფროსი ------------------------------------------------------------------------- (ხელიმოწერა) დანართი №7 შინაგან საქმეთა ორგანოებთან არსებულ სპეციალურ მიმღებში ადმინისტრაციულად დაპატიმრებულ პირთა ყოფნის წ ე ს ე ბ ი I. საერთო დებულება I. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდისათვის სპეციალურ მიმღებში მიყვანილი პირები იჩხრიკებიან და გადიან სანიტარიულ დამუშავებას. საჭირო შემთხვევაში დაპატიმრებულებს უკეთდება ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. 2. დაპატიმრებულნი იმყოფებიან სპეციალურ მიმღებში საკეტებით ჩაკეტილ საკნებში მუდმივი დაცვის ქვეშ. 3. სპეციალურ მიმღებში მყოფ პირებს არ ეძლევათ ქვეშაგებელი. 4. სპეციალურ მიმღებში მყოფი პირების მიმართ, რომლებიც იჩენენ ურჩობას, უწევენ მიმღების მუშაკებს ფიზიკურ წინააღმდეგობას ან სჩადიან სხვა სახის ძალადობას, გამოიყენება ხელბორკილები ან შებოჭვა. 5. ადმინისტრაციულად დაპატიმრებული პირები სპეციალური მიმღების ხელმძღვანელობის დანიშნულებით იგზავნებიან ფიზიკურ სამუშაოებზე. მათთვის დადგენილია 8 საათიანი სამუშაო დღე, არასრულწლოვნებისათვის კი ‒ 6 საათიანი. 6. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებზე კვების პროდუქტები გაიცემა დადგენილი ნორმის მიხედვით. 7. დაპატიმრებულები უდავო წესით იხდიან სპეციალურ მიმღებში ყოფნისა და კვების ღირებულებას მიღებული ულუფის და შენახვის საბაზრო საფასურს. II. სპეციალურ მიმღებში მყოფი დაპატიმრებულების ძირითადი მოვალეობანი 8. დაპატიმრებულები ვალდებულნი არიან ზუსტად დაიცვან სპეციალურ მიმღებში დადგენილი წესრიგი და შეასრულონ სპეც. მიმღების მუშაკის კანონიერი მოთხოვნები. დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, იქონიონ გარეგნული შეხედულება, დაიცვან სისუფთავე საკანში. თავაზიან ურთიერთობაში იყვნენ სპეციალური მიმღების მუშაკებთან და ერთმანეთთან, გაუფრთხილდნენ სახელმწიფო ქონებას. ადმინისტრაციის მითითების საფუძველზე რიგრიგობით იმორიგეონ საკანში, დაიცვან უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის წესები. 9. საკნის მორიგე ვალდებულია: ა)თვალყური ადევნოს საკანში სისუფთავის დაცვას, დაგავოს და გარეცხოს საკნის იატაკი, გარეცხოს სასმელი წლის ავზი; ბ) მიიღოს დაპატიმრებულებისათვის ჭურჭელი, თვალყური ადევნოს საკნის ინვენტარის და სხვა ქონების დაცვას; გ)იზრუნოს, რომ საღამოს და ღამის საათებში საკანში იყოს შუქი. დ)გაწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთოს ტუალეტს. III. სპეციალურ მიმღებში მოთავსებულ პირთა უ ფ ლ ე ბ ე ბ ი 10. დაპატიმრებულებს აქვთ უფლება: ა) მიიღონ კვება და მატერიალურ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფა დადგენილი ნორმების შესაბამისად; ბ) იქონიონ დასაძინებელი ადგილი; გ)სპეცმიმღების ადმინისტრაციის მეშვეობით შეიტანონ განცხადებები და საჩივრები; დ/ წაიკითხონ გაზეთები, ჟურნალები; ე) ისარგებლონ საკუთარი ტანსაცმლით სეზონის მიხედვით, თან იქონიონ პირსახოცი არა უმეტეს 50 სანტიმეტრის სიგრძისა, საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი ან პასტა, სავარცხელი, ცხვირსახოცი, სათვალეები ან პენსნე, პროტეზები ან ყავარჯნები /ინვალიდებისათვის/ სამედიცინო მუშაკის მიერ ნებადართული მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებანი. ჩამოთვლილი ნივთებისა და საგნების მიღება დაპატიმრებულებს შეუძლიათ თავისი ნათესავებისაგან. ვ/ თან იქონიონ ჩაბარებული ფულის, ფასეულობისა და ნივთების ქვითრები. 4. სპეციალურ მიმღებში მყოფ დაპატიმრებულებს ე კ რ ძ ა ლ ე ბ ა თ: II. დადგენილი წესრიგისა და სიჩუმის დარღვევა საკანში და სპეციალური მიმღების სხვა სათავსოებში, მიმღების მუშაკებთან შეკამათება. 12. ყვირილი, საკნებიდან რაიმე საგნების გადაგდება, ფანჯრის რაფაზე ასვლა, სარკმელში თავის გაყოფა, კარების "ჭუჭრუტანას“ დახურვა. 13. რაიმე წარწერებისა და ნიშნების გაკეთება კედლებზე ან მიმღებში არსებულ საგნებზე და ნივთებზე. 14. თან იქონიონ ფული და შენახვისათვის აკრძალული საგნები; მიიღონ სპირტიანი სასმელები ან ნარკოტიკული ნივთიერებები. თარიღი დაკავებულთა გვარი და ინიციალები ორგანიზაციის დასახელება, სადაც მუშაობდნენ დაკავებულები დრო (საათი, წუთი) ხელისმოწერები შენიშვნა სამუშაოზე გაყვანის სამუსაოდან დაბრუნების დაკავებულთა მიღებაზე პასუხისმგებელი პირის მორიგის, რომელმაც მიიღო სამუშაოდან დაბრ. დაკავებული 1 2 3 4 5 6 7 8 დანართი №8 სპეცმიმღებში მყოფ პირთა ფიზიკურ სამუშაოებზე გამოყენების აღრიცხვის წიგნი -------------------- დაიწყო ---------------------------- დამთავრდა ------------------------- დანართი №9 ცნობა ------------------- მიეცა მოქალაქე ---------------------------------------------------------------------------------- (გვარი, სახელი, მამის სახელი) მასზედ, რომ I99... წლის „----„ ---------------------------------------------------- 199.....წ. „-----------------„ ----------------------------- მდე ---------------------------------------------------- რაიონის მოსამართლის (დასახელება) დადგენილების შესაბამისად იხდიდა პატიმრობას --------------------------------------------------------------------------------- (სპეცმიმღების დასახელება) სპეცმიმღების უფროსი, --------------------------------------------                                  (წოდება,                        -----------------------------------------------------------------                                            გვარი და ხელიმოწერა) ბ.ა. I99.... წლის „----------„ ---------------------------