საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.11.2019
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| გემის სახელი Name of Ship | განმასხვავებელი ნიშნები Distinctive Number or Letters |
| რეგისტრირებული მესაკუთრის სახელი Name of registered owner | რეგისტრირებული მესაკუთრის სათავო დაწესებულების სრული მისამართი Full Address of registered owner |
| უზრუნველყოფის ტიპი. Type of Security | უზრუნველყოფის ხანგრძლივობა. Duration of Security |
| სახელი. Name | მისამართი. Address |
| დასახელება. Name | მისამართი. Address |
| რეგისტრირებული მესაკუთრის სახელი Name of registered owner | რეგისტრირებული მესაკუთრის სათავო დაწესებულების სრული მისამართი Full Address of registered owner |
| უზრუნველყოფის ტიპი/ Type of Security | უზრუნველყოფის ხანგრძლივობა/Duration of Security |
| სახელი/ Name | მისამართი/Address |
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მ.შ. ივანე აბაშიძე | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მ.შ. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“
დამტკიცების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№09
2019 წლის 28 ნოემბერი
ქ. ბათუმი
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საზღვაო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 231-ე და 304-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმების და ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაციების აღიარების პირობებს.
2. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილია განიხილოს და შეამოწმოს ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაცია, აღიაროს და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი, საზღვაო კოდექსისა და ამ წესში მოცემული პირობების შესაბამისად.
3. სააგენტო აღიარებული ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე – www.mta.gov.ge.
4. სააგენტო ახორციელებს ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაციის საქმიანობის აღიარებას, მათი აღიარების შეჩერების, გაუქმების და განახლების ჩათვლით, საზღვაო კოდექსისა და ამ წესების შესაბამისად.
5. ეს წესი შემუშავებულია და მასში გამოყენებული ტერმინები უნდა განიმარტოს საზღვაო კოდექსისა და შემდეგი კონვენციების პირობების გათვალისწინებით:
ა) „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია;
ბ) „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია;
გ) „ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია, 1976 და 1992 წლის ოქმების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗. გავრცელების სფერო
აღნიშნული წესი ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემებზე შემდეგი პირობებით:
ა) ყველა 1000 და მეტი რეგისტრული ტონის გემი ვალდებულია ჰქონდეს ბუნკერის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევას ან ნებისმიერ სხვა გარანტიას, რომელიც მოიცავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას გემებისგან საბუნკერო საწვავით გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით;
ბ) ყველა ტანკერი, რომელსაც გადააქვს 2000 ტონა ან მეტი ნავთობი ვალდებულია ჰქონდეს ბუნკერის, ასევე CLC სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევას ან ნებისმიერ სხვა გარანტიას, რომელიც მოიცავს გემებისგან ნავთობის დაბინძურების ზიანის შესახებ სამოქალაქო პასუხისმგებლობას;
გ) ნებისმიერ საზღვაო გემს, გარდა საჰაერო ბალიშებზე მცურავი გემისა, რომელსაც გადაჰყავს 12 მგზავრი და მეტი, ასევე გადააქვს მათი ბარგი, უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევას ან ნებისმიერ სხვა გარანტიას, რომელიც დაფარავს პასუხისმგებლობას ზღვაზე მგზავრების და ბარგის გადაადგილების შემთხვევაში.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
1. დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი - „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციის, „ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციის და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 2002 წლის კონვენციის საფუძველზე, საზღვაო კოდექსისა და ამ წესების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი.
2. ლურჯი ბარათი (Blue Card) – მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გაცემული დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
3. P&I CLUB – გემთფლობელთა პასუხისმგებლობის საერთაშორისო კლუბი(International Group of P&I);
4. საბუნკერო კონვენცია – „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია;
5. CLC კონვენცია - „ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია;
6. ათენის კონვენცია – „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 2002 წლის კონვენცია.
მუხლი 4🔗. სააგენტოს უფლებამოსილება
1. სააგენტო, საქართველოს საზღვაო კოდექსის საფუძველზე, გასცემს დაზღვევის ან სხვა ფინანსური გარანტიების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
2. სააგენტო უფლებამოსილია ასაღიარებელი ორგანიზაციიდან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
მუხლი 5🔗. სადაზღვევო კომპანიების აღიარების პირობები
1. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავტომატურად აღიარებს P&I საერთაშორისო კლუბის წევრებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის გადამოწმება შეიძლება P&I კლუბის ვებგვერდზე (http://www.igpandi.org).
2. სააგენტოს მიერ შესაძლებელია აღიარებულ იქნეს P&I არაწევრი კომპანიის მიერ გაცემული დაზღვევა ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა.
3. სააგენტოს მიერ აღიარების მისაღებად P&I საერთაშორისო კლუბის (International group of P & I) არაწევრმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) კომპანიის ფინანსური სტაბილურობის და გადახდისუნარიანობის სათანადო დოკუმენტაციის არსებობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბოლო ერთი წლის ფინანსური აუდიტის შედეგებს და დამოწმებული იყოს აუდიტორის მიერ;
ბ) კომპანიის მარეგისტრირებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამავე კომპანიის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას და რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია/ნებართვა;
გ) სათანადო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წინამდებარე წესში მოცემული კონვენციებით გათვალისწინებული რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაზღვევას;
დ) წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პასუხისმგებლობის დაფარვას განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს მიყენებული ზარალის შედეგად;
ე) სადაზღვევო კომპანიის ან გადამზღვევი კომპანიის რეიტინგი, რომელიც გამოცემულია დამოუკიდებელი, საერთაშორისო რეიტინგული/აუდიტორული კომპანიის მიერ;
ვ) სადაზღვევო კომპანიის ან მფლობელი კომპანიის მიერ (Parent Company), ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაცემული გარანტია, რომელიც ფარავს წინამდებარე წესით გათვალისწინებული მე-3 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი კონვენციებით წარმოშობილი ლიმიტირებული პასუხისმგებლობის ხარჯებს იმ ზღვრამდე, რაც დადგენილია ამავე კონვენციებით ან „საზღვაო საჩივრებზე პასუხისმგებლობის შეზღუდვის“ 1976 წლის საერთაშორისო კონვენციით, ცვლილებათა გათვალისწინებით.
4. აღიარების მაძიებელი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების წარმოდგენა საკმარისია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმატის სახით.
5. სააგენტოს შეუძლია წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-4, მე-5, და მე-6 პუნქტებით დადგენილი საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული სერტიფიკატების გაცემა გადასცეს/დაავალოს აღიარებული ორგანიზაციას საზღვაო კოდექსის II1 თავისა და ზემოაღნიშნული კონვენციის მოთხოვნათა თანახმად, რაზედაც IMO-ს გენერალურ სამდივნოს აწოდებს ინფორმაციას:
ა) მის მიერ აღიარებული ორგანიზაციის კონკრეტული ვალდებულებებისა და მათთვის უფლებამოსილებათა გადაცემის პირობათა შესახებ, თარიღის მითითებით;
ბ) ამგვარ უფლებამოსილებათა ჩამორთმევის შესახებ, თარიღის მითითებით.
გადაცემული უფლებამოსილება ძალაში შედის გენერალური სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენიდან სამი თვის ვადაში.
6. აღიარებული დაწესებულება ან ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი რეესტრი და შეატყობინოს სააგენტოს თითოეული სერტიფიკატის გაცემის შესახებ.
მუხლი 6🔗. სერტიფიკატის ფორმა
სააგენტო გასცემს ამ წესის №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრულ სერტიფიკატებს.
მუხლი 7🔗. სერტიფიკატის გაცემის წესი და პროცედურა
1. გემთმფლობელი ან უფლებამოსილი პირი სააგენტოს მატერიალური ან ელექტრონული ვერსიის სახით წარუდგენს სერტიფიკატის გაცემის შესახებ განცხადებას და შემდეგ საბუთებს:
ა) სადაზღვევო ლურჯ ბარათს;
ბ) მომსახურების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. სერტიფიკატის გაცემის საფასური და გაცემის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანები შესაბამისად.
3. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სადაზღვევო ორგანიზაციის /გარანტორის მიერ გაცემული ლურჯი ბარათის მოქმედების ვადის შესაბამისად.
დანართი №1
საქართველო
GEORGIA
დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი, საბუნკერო საწვავით
დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალით წარმოშობილ სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკაშირებით
CERTIFICATE OF INSURANCE OR OTHER FINANCIAL SECURITY IN RESPECT OF CIVIL LIABILITY FOR
BUNKER OIL POLLUTION DAMAGE
გაცემულია „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალით წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ 2001 წლის საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლის დებულებათა შესაბამისად
Issued in accordance with the provision of Article 7 of the International Convemtion on Civil Liability for Bunker Oil Pollution Damage 2001
გემის სახელი
Name of Ship
განმასხვავებელი ნიშნები
Distinctive Number or Letters
მიწერის ნავსადგური
Port of Registry
IMO ნომერი
IMO number
რეგ. ნომერი
Official No.
რეგისტრირებული მესაკუთრის სახელი
Name of registered owner
რეგისტრირებული მესაკუთრის სათავო დაწესებულების სრული მისამართი
Full Address of registered owner
წინამდებარე დოკუმენტი ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული გემის მიმართ მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც პასუხობს საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლის მოთხოვნებს. This is to Certify that there is in force in respect of the above named ship, a policy of insurance or other financial security satisfying the requirments of Article 7 of the International Convemtion on Civil Liability for Bunker Oil Pollution Damage 2001
უზრუნველყოფის ტიპი. Type of Security
უზრუნველყოფის ხანგრძლივობა. Duration of Security
შედის ძალაში
Takes effect
ბოლო ვადა
Until
დროითი ზონა
Time Zone
დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის სახელი და მისამართი. Name and address of the Insurer(s) and/or Guarantor(s):
სახელი. Name
მისამართი. Address
სერტიფიკატის მოქმედების ვადა. This certificate valid till:
გაცემულია ან დამოწმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გაცემის ადგილი
ISSUED OR CERTIFIED BY GOVERNMENT OF GEORGIA AT
გაცემის თარიღი:
DATE OF ISSUE:
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი (ხელმოწერა, ბეჭედი)
DIRECTOR OF MARITIME TRANSPORT AGENCY (Signature, stamp)
Cert. No 00000
დანართი №2
საქართველო
GEORGIA
დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი
ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შედეგად მგზავრთა სიკვდილის ან ზიანის შედეგად გამოწვეული ზარალით წარმოშობილ პასუხისმგებლობასთან დაკაშირებით
CERTIFICATE OF INSURANCE OR OTHER FINANCIAL SECURITY IN RESPECT OF LIABILITY FOR
THE DEATH OF AND PERSONAL INJURY TO PASSENGERS
გაცემულია „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შედეგად მგზავრთა სიკვდილით ან ზიანით გამოწვეული ზარალით წარმოშობილი პასუხისმგებლობის შესახებ“ 2002 წლის ათენის საერთაშორისო კონვენციის 4bis მუხლის დებულებათა შესაბამისად
Issued in accordance with the provision of Article 4bis the Athens Convention relating to the Carriage of Passengers and their Luggage by Sea,2002
გემის სახელი
Name of Ship
განმასხვავებელი ნიშნები
Distinctive Number or Letters
მიწერის ნავსადგური
Port of Registry
IMO ნომერი
IMO number
რეგ. ნომერი
Official No.
სახელი და ძირითადი საწარმოს მისამართი გადამყვანისა, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს გადაყვანას
Name Full address of the principal place of business of the carrier who actually performs the carriage.
სერტიფიკატი გაიცემა იმის დასტურად, რომ ზემოაღნიშნულ გემთან მიმართებაში მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციის მე-4bis მუხლის მოთხოვნებს. This is to Certify that there is in force in respect of the above named ship, a policy of insurance or other financial security satisfying the requirments of Article 4bis of the Athens Convention relating to the Carriage of Passengers and their luggage by sea, 2002.
უზრუნველყოფის ტიპი. Type of Security
უზრუნველყოფის ხანგრძლივობა. Duration of Security
შედის ძალაში
Takes effect
ბოლო ვადა
Until
დროითი ზონა
Time Zone
დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის დასახელება და მისამართი. Name and address of the Insurer(s) and/or Guarantor(s):
დასახელება. Name
მისამართი. Address
სერტიფიკატის მოქმედების ვადა. This certificate valid till:
გაცემულია ან დამოწმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გაცემის ადგილი
ISSUED OR CERTIFIED BY GOVERNMENT OF GEORGIA AT
გაცემის თარიღი:
DATE OF ISSUE:
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი (ხელმოწერა, ბეჭედი)
DIRECTOR OF MARITIME TRANSPORT AGENCY (Signature, stamp)
Cert. No 00000
დანართი №3
საქართველო
GEORGIA
დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი, ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე წარმოშობილ სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან
დაკაშირებით
CERTIFICATE OF INSURANCE OR OTHER FINANCIAL SECURITY IN RESPECT OF CIVIL LIABILITY FOR
OIL POLLUTION DAMAGE
გაცემულია „ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების შესახებ“ 1992 წლის ლონდონის საერთაშორისო კონვენციის“ მე-7 მუხლის მოთხოვნათა და 1976 წლის პროტოკოლით მასში შეტანილი შესწორებების შესაბამისად
Issued in accordance with the provisions of article VII of the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1969, as modified by the Protocol of 1976 thereto and Article VII of the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1992
გემის სახელი
Name of Ship
განმასხვავებელი ნიშნები
Distinctive Number or Letters
მიწერის ნავსადგური
Port of Registry
IMO ნომერი
IMO number
რეგ. ნომერი
Official No.
რეგისტრირებული მესაკუთრის სახელი
Name of registered owner
რეგისტრირებული მესაკუთრის სათავო დაწესებულების სრული მისამართი
Full Address of registered owner
წინამდებარე დოკუმენტი ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული გემის მიმართ მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გაცემულია „ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების შესახებ“ 1992 წლის ლონდონის საერთაშორისო კონვენციის“ მე-7 მუხლის მოთხოვნათა და 1976 წლის პროტოკოლით მასში შეტანილი შესწორებების შესაბამისად. This is to Certify that there is in force in respect of the above named ship, a policy of insurance or other financial security satisfying the requirments of Article 7 of the International Convention on the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1969, as modified by the Protocol of 1976 thereto and Article VII of the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1992
უზრუნველყოფის ტიპი/ Type of Security
უზრუნველყოფის ხანგრძლივობა/Duration of Security
შედის ძალაში
Takes effect
ბოლო ვადა
Until
დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის სახელი და მისამართი. Name and address of the Insurer(s) and/or Guarantor(s):
სახელი/ Name
მისამართი/Address
სერტიფიკატის მოქმედების ვადა. This certificate valid till:
გაცემულია ან დამოწმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გაცემის ადგილი
ISSUED OR CERTIFIED BY GOVERNMENT OF GEORGIA AT
გაცემის თარიღი:
DATE OF ISSUE:
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი (ხელმოწერა, ბეჭედი)
DIRECTOR OF MARITIME TRANSPORT AGENCY (Signature,stamp)
Cert. No 00000
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მ.შ.ივანე აბაშიძე