აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2005
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.040.000017
გამოქვეყნების წყარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 24/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,121 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ აფხაზეთის მთავრობის დადგენილება №11 2005 წლის 22 თებერვალი  ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით: 1. შეიქმნას აფხაზეთის მთავრობის აპარატი და დამტკიცდეს აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანდართული დებულება. 2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ „აფხაზეთის 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარე                                                  ი. ალასანია აფხაზეთის მთავრობის აპარატის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება   1. აფხაზეთის მთავრობის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით. 2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში. 4. აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ბიუჯეტი. 5. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №29. მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები   1. აფხაზეთის მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატი უზრუნველყოფს: ა) აფხაზეთის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნას; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას; გ) აფხაზეთის მთავრობის მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; დ) კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას; ე) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას; ვ) აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ზ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; თ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ი) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას; კ) აფხაზეთის მთავრობის სხდომების (განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადება) ორგანიზებას; ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობისადმი ხელშეწყობას; მ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს; ნ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობის კოორდინაციას; ო) აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას; პ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; ჟ) დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მასთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას; რ) აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელებას; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვას და მიღებას; ტ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას; უ) აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ წინადადებების წარდგენას. 2. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე. მუხლი 3🔗. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო-ეკონომიკური და რეგიონალური მართვის დეპარტამენტი; ბ) სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; გ) განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი. მუხლი 4🔗. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. 2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. 3. აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა მოსამსახურეებს; გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას აპარატის მოსამსახურეთა, ხოლო აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მომსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) განკარგავს მთავრობის აპარატის ფინანსურ სახსრებს; ვ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; თ) სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით; ი) კორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები; კ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები 1. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. 2. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეების და აპარატის უფროსის დავალებების, აპარატის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმანტაციას; გ) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია; დ) შუამდგომლობს აპარატის უფროსის წინაშე თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე; ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. აპარატის თანამშრომლები აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. მუხლი 7🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1. საფინანსო-ეკონომიკური და რეგიონალური მართვის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) სისტემატური კონტროლი საკურატორო სფეროში შემავალი უწყებებისა და მათი საქვეუწყებო ორგანოების მუშაობაზე. მიიღოს ზომები რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს, მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად; ბ) სისტემატური კონტროლი მთავრობის და სხვა ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების და განკარგულებების შესრულებაზე საკურატორო უწყებების მხრივ და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს სათანადო წინადადებები მთავრობაში. 2. სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) სახალხო დიპლომატიის როლის ამაღლებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში და უშუალო კავშირების დამყარებას აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან; ბ) აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისათვის აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და კურატორი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის დავალებათა შესრულებას. 3. განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად განახორციელოს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროებისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი; ბ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოახდინოს მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის და კურატორი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს შესაბამისი მითითებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და უწყებებს, მოითხოვოს მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ხელი შეუწყოს აპარატის მუშაობას სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს; კრიზისული სიტუაციების მოწესრიგების კონცეპტუალური გეგმებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებების მართვასა და კოორდინაციას, აგრეთვე სტრატეგიის შემუშავებას სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, შიდა კონფლიქტის მოწესრიგების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში. 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს აპარატში ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც მოიცავს იურიდიულ, საკადრო, ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს; ბ) განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, აფხაზეთის მთავრობის სხდომების და მთავრობის თავმჯდომარის თათბირების მომზადების ორგანიზება; გ) კონტროლი გაუწიოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ფუნქციონირებას.