„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- მედიაციის შესახებ 18.09.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი, თუ იგი იყო/არის იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურე, მედიატორი ნოტარიუსი ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე.
4. პირს უფლება არ აქვს, იყოს საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობა მიიღოს საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურემ, მედიატორმა ნოტარიუსმა ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულმა მედიატორმა, თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრად ასარჩევი/დასანიშნი პირი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი და მხარეები არბიტრაჟში დავის დაწყების შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის არბიტრად არჩევაზე/დანიშვნაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 2 იანვრიდან.
თბილისი, 11 დეკემბერი 2019 წ. N5503-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5503-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 060000000.05.001.019684.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5503-Iს, 11.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019684 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4716818/