ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანი სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №20/ნ
სარეგისტრაციო კოდი საპროექტო ობიექტი – კოტეჯების კომპლექსი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა; ობიექტის მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი დამკვეთი/მენაშენეს განაცხადი: 2019 წლის 5 ნოემბერი №9435/01
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2019
matsne.gov.ge 946 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
7. მიწის ნაკვეთის ფართობი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 6336.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 98% 01.03.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13768.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 98% 06.02.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 29.11.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2625.00 კვ./მ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 01.03.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 3958.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 31.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანი სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №20/ნ 2019 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანი სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით №64.30.12.045) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ  გეგმარებითი არეალის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით №64.30.12.045)   განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საპროექტო ობიექტი – კოტეჯების კომპლექსი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა; ობიექტის მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი დამკვეთი/მენაშენეს განაცხადი: 2019 წლის 5 ნოემბერი №9435/01 მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 64.30.12.045; გრგ-ის საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 4591.00 მ​2 ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები საპროექტო  არეალი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობია 4591.00კვ.მ და მოიცავს ერთ საკადასტრო ერთეულს,  კოდით: 64.30.12.045; ტერიტორია თავისუფალია შენობა-ნაგგბობებისაგან; ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური  ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად; განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) პროექტით შესაძლებელია  განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე  მიწის ნაკვეთებად  გამიჯვნა  საერთო ფართობის უცვლელად. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან. ტერიტორიის რელიეფიდან და არსებული ნარგავების მდებარეობიდან განისაზღვროს ახალი შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი კომპოზიცია; კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში; იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგბობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, ასევე მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ​2 -ზე, მაგრამ არანაკლებ   1 ბინაზე -1 ავტოსადგომისა; გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები; გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №20/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,ბაკურიანი სარეკრეაციო ტერიტორიის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო"-ს მიერ 2-44/19 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები; მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგბობების დანგრევა და გადატანა, ან მათისივრცით გეგმარებითი წყობის შეცვლა განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით. მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა) განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) შენობების განთავსებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას. ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარემოს დაცვის პირობები მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში მიღებულ იქნეს თანხმობა შესაბამისი უწყებიდან; წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები; გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები; ტერიტორიისა და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით  უზრუნველყოფა პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები; ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისა და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის; განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად. 7. მიწის ნაკვეთის ფართობი 4591.00 მ​2 ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 კ1=0,2 ცალკე მდგომი საზოგადოებრივი შენობისთვის კ1=0,1 ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2 კ2=0,2 ცალკე მდგომი საზოგადოებრივი  შენობისთვის კ2=0,1 ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე 7.5 მეტრი ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ3 0,4 ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით, ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა,  განისაზღვროს  გრგ-ის პროექტით. შენობის მაქსიმალური სართულიანობა 2 სართული მანსარდით განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განაცხადი ტერიტორიის გრგ-ის პროექტი და  გეგმარებითი დავალება საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა ზოგადი გეოლოგია გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000 ტოპოგეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500 ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში) განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000 ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში) მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში) ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000 ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500 მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში) შენიშვნები: გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნები; გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს; გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები მიწის ნაკვეთის საზღვრები განაშენიანების რეგულირების ხაზები შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში) განაშენიანების კოეფიციენტი კ1 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2 გამწვანების კოეფიციენტი კ3 ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები მითითებული იყოს გაბარიტული ზომები. დამატებითი მოთხოვნები საპროექტო ტერიტორიის გრგ-ის დამუშავებული საპროექტო  დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.