„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5467-Iს
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.019691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„კ) კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით:

ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აქტი;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოციალური მომსახურების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 წ.

N5467-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2019.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5467-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 280060000.05.001.019691.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5467-Iს, 11.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.019691 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4716878/