⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.08.1997)
გაუქმებულია:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ“

მიღების თარიღი 11.10.1996
ძალის დაკარგვა 30.08.1997
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 360.012.000.141
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,133 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.1996 მიღება
30.08.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №281 1996 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ „აქციზური პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში არსებული რეზერვების გამოვლენისა და ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებაა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 სექტემბრის № 633 ბრძანებულების და „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შემოტანის დროებით /ექსპერიმენტული/ წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 24 სექტემბრის № 251 ბრძანების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ“ ინსტრუქცია. 2. ამ ინსტრუქციის განსაზღვრული წესების კონტროლის განხორციელება დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ თ. აბულაძეს. 3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინსტრუქცია გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში. მინისტრი                                                                       დ. იაკობიძე  ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „აქციზური პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში არსებული რეზერვების გამოვლენისა და ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის № 633 ბრძანებულების და „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შემოტანის დროებითი (ექსპერიმენტული) წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 24 სექტემბრის №251 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით:  თავი I საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის * შემოტანის ნებართვის მიღების და აღრიცხვის წესი 1.1. ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის იმპორტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია მიიღოს თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ნებართვა (ნიმუში მოცემულია №1 დანართში). 1.2. შემოტანის ნებართვის გაცემა ხდება ყოველთვიურად, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. შენიშვნა: * შემდგომში მოიხსენიება „შემოტანის ნებართვა“ 1.3. შემოტანის ნებართვის მისაღებად მეწარმე სუბიექტი იხდის 10000 (ათი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხის გადახდა წარმოებს საქართველოს ეროვნული ვალუტით როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 1.4. შემოტანის ნებართვის გაცემას აწარმოებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი, მისი მიღება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის შემოტანამდე. 1.5. შემოტანის ნებართვის მისაღებად იმპორტიორმა საბაჟო დეპარტამენტში უნდა წარადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 1.6. საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოტანის ნებართვის გაცემა ხდება შესაბამისი მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე. შემოტანის ნებართვის გაცემის დროს საბაჟო დეპარტამენტში ივსება ქვითარი ორ პირად. ქვითრის ნიმუში მოცემულია № 2 დანართში. 1.7. ქვითრის პირველი პირი გადაეცემა იმპორტიორს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო მეორე პირი მინდობილობასთან და შესასყიდი თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადასახადო დავალებასთან ან სალაროს შემოსავლის ორდერთან და შემომტანის ვალდებულებასთან (დანართი №3) ერთად ინახება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში. 1.8. საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ შემოსული საბუთები ტარდება რეგისტრაციაში და კეთდება ჩანაწერი თამბაქოს ნაწარმის შემომტანი ორგანიზაციების აღრიცხვის ჟურნალში. 1.9. შემოსული თანხების ერთი პროცენტი რჩება საბაჟო დეპარტამენტის განკარგულებაში, შემოტანის ნებართვის გაცემის მომსახურებისათვის, ხოლო დანარჩენი თანხა გადაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში აქციზით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დადგენილი წესის შესაბამისად. 1.10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსატანად, შემოტანის ნებართვის მფლობელი, საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარადგენს წერილობით ვალდებულებას (ვალდებულების ფორმა მოყვანილია დანართი № 3-ში). წერილობითი ვალდებულება ფორმდება სამ პირად, საიდანაც პირველი პირი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, მეორე პირი გადაეცემა შესაბამის საბაჟო ორგანოს, ხოლო მესამე პირი საქონლის მფლობელს. 1.11. საბაჟო გამშვები პუნქტების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტული ტვირთების გატარება ხდება ნებართვის და ვალდებულების წარდგენის შემდეგ. 1.12. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აიყვანება საბაჟო კონტროლზე და ავტომანქანა ტვირთით მოთავსდება საბაჟო ტერმინალში „ლილო-1“. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლა და ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტომანქანაში ხორციელდება მხოლოდ საბაჟო ტერმინალში საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ნებართვის საფუძველზე. 1.13. საბაჟო ტერმინალში სატრანზიტო ტვირთის გაფორმების შემდეგ შიდა საბაჟო სატრანზიტო ფორმის იმ პირზე, რომელიც საბაჟო დეპარტამენტში გასაგზავნად არის განკუთვნილი საბაჟო ორგანოს მიერ ეკვრება ჰოლოგრამული მარკა. 1.14. საბაჟო გამშვები პუნქტების მიერ დაუშვებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან იმ სატრანზიტო ტვირთების გატარება, რომელთა შიდა საბაჟო სატრანზიტო ფორმაზე არ არის დაკრული ჰოლოგრამული მარკა. მარკირებული შიდა სატრანზიტო ფორმა იგზავნება საბაჟო დეპარტამენტში. 1.15. ჰოლოგრამული მარკების გაცემა ხდება საბაჟო დეპარტამენტის მიერ იმ პასუხისმგებელ პირზე, რომელიც უზრუნველყოფს მარკების შენახვას და მათი მოძრაობის სრულყოფილ აღრიცხვას.  თავი 2 * საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის მოწმობა, მისი შეძენის და აღრიცხვის წესი 2.1. ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია მიიღოს გადაზიდვის ნებართვა (გადაზიდვის ნებართვის ნიმუში მოცემულია №4 დანართში). 2.2. გადაზიდვის ნებართვის გაცემა ხდება ყოველთვიურად, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი თვის ვადით. შენიშვნა: * შემდგომი - გადაზიდვის მოწმობა 2.3. გადაზიდვის ნებართვისათვის მეწარმე სუბიექტი ვალდებულია გადაიხადოს - საქართველოს მეწარმე სუბიექტმა - 2500 ლარი - უცხოელმა მეწარმე სუბიექტმა - 5000 ლარი გადახდა წარმოებს საქართველოს ეროვნული ვალუტით, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 2.4. გადაზიდვის ნებართვის მისაღებად გადამზიდველი საბაჟო დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს: - წერილობით ვალდებულებას საბაჟოს მიერ მითითებულ ადგილამდე ტვირთის მიტანაზე (წერილობითი ვალდებულების ფორმა თან ერთვის დანართი №5); - შესაბამის ანგარიშზე გადაზიდვის მოწმობის შესაძენი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2.5. წერილობითი ვალდებულება გადაზიდვაზე ფორმდება სამ პირად, საიდანაც პირველი პირი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, მეორე იგზავნება ყველა საბაჟო ორგანოში, ხოლო მესამე ხელზე ეძლევა გადამზიდველს. 2.6. გადაზიდვის ნებართვის გაცემიდან 3 დღის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის ყველა საბაჟო ორგანოებს აცნობებს გადაზიდვის უფლების მქონე პირების მონაცემებს. გადაზიდვის ნებართვის გაცემასა და მიღებული თანხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე ვრცელდება შემოტანის ნებართვაზე გათვალისწინებული პირობები. თავი 3 თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება 3.1. საბაჟო გამშვები პუნქტების და ტერმინალების ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია თამბაქოს ნაწარმის შემოტანა და საბაჟო გაფორმება, მოცემულია ამ ინსტრუქციის დანართში (დანართი №6). 3.2. შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი საბაჟო ორგანოს მეირ იგზავნება იმ საბაჟო ორგანოში, რომელიც მითითებულია იმპორტიორის ვალდებულებაში. რის შესახებაც ოპერატიული სამსახურის მეშვეობით მონაცემები იმავდროულად გადაეცემა საბაჟო დეპარტამენტს. 3.3. დეკლარანტი საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელ საბუთებთან ერთად საბაჟო ორგანოში წარადგენს შემოტანის და გადაზიდვის ნებართვებს. 3.4. სსდ-ს შევსების დროს გრაფა 44-ის 1 -ელ პუნქტში მიეთითება იმ შემოტანის ნებართვის ნომერი, თარიღი და ვადები, რომლითაც შემოტანილია საქონელი. 3.5. სსდ-ს შევსების დროს 47-ე გრაფაში 1-ელი პუნქტი მიეთითება კოდი-14, გრაფა 33-ში სასაქონლო კოდის მე-9 გაშიფვრა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: მაღალი ხარისხის სიგარეტზე მე-9 ციფრის ადგილზე მიეთითოს ციფრი - 1, საშუალო ხარისხი სიგარეტზე ციფრი - 2, დაბალი ხარისხის სიგარეტზე ციფრი - 3, დსთ-ში წარმოებულ და შემოტანილ სიგარეტზე ციფრი - 4. 31-ე გრაფას მარჯვენა ქვედა უჯრედში მიეთითოს კოლოფების რაოდენობა. 47-ე გრაფის 1 უჯრედში „ВИД” მიეთითოს კოდი - 14, II უჯრედში „начисление”- მიეთითოს კოლოფების რაოდენობა, მესამე უჯრედში მიეთითება ტარიფები ხარისხების მიხედვით. 3.6. შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება ხდება საქონლის საბაჟო გაფორმებისათვის დადგენილი საერთო წესის შესაბამისად. თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პარალელურად საბაჟო ორგანოს მიერ ოპერატიული სამსახურის მეშვეობით ეცნობება საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურ სამსახურს, რის შედეგადაც ჟურნალის შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების თარიღის და გადახდილი თანხის მითითებით. თავი 4 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის შესაბამისი ნებართვის მიღების წესი 4.1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შესაბამის ნებართვებს, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული რეჟიმით გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმისა, რომლის მესაკუთრე-მეწარმე სუბიექტი დაფუძნებულია მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს საბაჟო ორგანოში წარადგენს კანონიერი დაფუძნებისა და მიმღები ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ გაცემულ თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმებისა და დაბეგვრის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 4.2. შესაბამისი ნებართვის განაკვეთები შეადგენს: უცხოეთიდან შემოტანილ დაბალი ხარისხის სიგარეტზე - 5 თეთრი ერთი კოლოფზე, საშუალო ხარისხის სიგარეტზე 7 თეთრი ერთ კოლოფზე, მაღალი ხარისხის სიგარეტზე - 10 თეთრი ერთ კოლოფზე. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წარმოებულ და საქართველოში შემოტანილ სიგარეტზე - 3 თეთრი ერთ კოლოფ სიგარეტზე (თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალი ხარისხების მიხედვით მოცემულია №7 დანართში). თამბაქოს ნაწარმზე ერიცხება აგრეთვე საბაჟო პროცედურებზე და მომსახურებაზე მოსაკრებელი 0,3 პროცენტის ოდენობით საბაჟო ღირებულების მიხედვით. 4.3. შესაბამისი ნებართვების გაცემისათვის მიღებული თანხები გადაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში, აქციზზე დადგენილი წესის შესაბამისად.