„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2019 წლის 28 ნოემბერი ქ.თელავი |
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამა:
ზამთრის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსების მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსების გაცემა მოხდება ოჯახის სარეიტინგო ქულის მიხედვით:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
გ.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.
|