„საქართველოში ელექტროშოკის აპარატურის თევზის საჭერად გამოყენების აკრძალვის შესახებ“
მიღების თარიღი 05.09.1996
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.142
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში ელექტროშოკის აპარატურის თევზის საჭერად გამოყენების აკრძალვის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.142
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №126
1996 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ელექტროშოკის აპარატურის თევზის საჭერად გამოყენების აკრძალვის შესახებ
ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის, საზღვაო ასოციაცია „პოსეიდონისა“ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მასალები ნათელყოფენ ელექტროშოკის აპარატების თევზსაჭერად გამოყენების არამიზანშეწონილობას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მას მოსდევს თევზის ტრამვირება, მისი დაზიანება და დაღუპვა. ელექტოდენის მოქმედების არეალში ხვდება ყველა ასაკისა და ზომის თევზი. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში მასიური ხასიათი მიიღო კუსტარული წესით დამზადებული ელექტროშოკის აპარატების გამოყენებამ, რომელთა ელექტრული პარამეტრები ნორმებს აღემატება, რაც კიდევ უფრო ზრდის თევზის დაღუპვის შესაძლებლობებს.
გარდა აღნიშნულისა, დღემდე არ არის ცნობილი ელექტროშოკის ზეგავლენა სხვა ბიონტებზე, უხერხემლო ცხოველებზე და ფლორაზე, რომლებიც თევზის ძირითად საკვებ ბაზას წარმოადგენენ: არ არის დამუშავებული აღნიშნული აგრეგატებით მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკა და სხვა.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ვბრძანებ:
1. აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნებრივ წყალსატევებში ელექტროშოკის აპარატების გამოყენება სამრეწველო თევზჭერის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინიტროში ამ ბრძანების რეგისტრაციის დღიდან. ელექტროშოკის აპარატის გამოყენება, როგორც გამონაკლისი, შესაძლებლად ჩაითვალოს მხოლოდ სატბორე თევზის მეურნეობაში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივ წყალსატევებზე სამეცნიერო-კვლევითი და სამელიორაციო მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
2. ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ბ-ნი ა.კომახიძე) 1996 წლის 31 დეკემბრამდე წარმოადგინოს დასკვნა ელექტრო ველის ზემოქმედების შესახებ წყლის სხვა ბიონტებზე (უხერხემლო ცხოველებზე და ფლორაზე), რომლებიც თევზის საკვებს წარმოადგენენ.
3. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალურმა (საქალაქო) სამმართველოებმა გააძლიერონ კონტროლი ელექტრო შოკის აპარატების ბუნებრივ წყალსატევებში და წყალსაცავებში თევზსაჭერად გამოყენების ფაქტების გამოვლენისა და აკრძალვის მიზნით.
4. ეთხოვოს შსს ეკოპოლიციის მთავარ სამმართველოს (ბ-ნ ო.ფოფხაძეს) მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებამდე დაიყვანოს ეს ბრძანება და გააძლიეროს მუშაობა ელექტრო შოკის აპარატების ბუნებრივ წყალსატევებში გამოყენების ძირეულად აღკვეთის უზრუნველსაყოფად.
5. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ზ.თავართქილაძეს.
ნ. ჩხობაძე