⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2012)
გაუქმებულია:

„წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 12.08.1996
ძალის დაკარგვა 03.07.2012
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.145
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,885 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.1996 მიღება
03.07.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ინგრედიენტები
1. შეწონილი ნაწილაკები
2. ჟბმსრ
3. მინერალიზაცია
ღონისძიებების დასახელება ეტაპების ჩვენებით საორიენტაციო ღირებულება (ლარი)
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.145 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №105 1996 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს “წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკა”. ნ. ჩხობაძე წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკა 1. ზოგადი დებულებები 1.1. წყალსატევებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (შემდგომში ზ.დ.ჩ.) ნორმატივების დადგენა აუცილებელია მოქმედი, საპროექტო, მშენებარე და სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის (საკუთრების და ორგანზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც აწარმოებენ წყალსატევებში სამეურნეო-საყოფაცხოვრებო,სანიაღვრე და სადრენაჟო ჩამდინარე წყლების, აგრეთვე სამელიორაციო სისტემების ნარჩენი წყლების ჩაშვებას. 03.05.47 1.2. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების პროექტი შეიძლება დამუშავებული იქნეს როგორც თვით წყალმოსარგებლე ობიექტის მიერ, ასევე მისი დაკვეთით საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა, ამ სფეროში კომპეტენტური, ორგანიზაციის მიერ. 1.3. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივებს თითოეული წყალმოსარგებლისათვის ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის სამმართველო. 1.4. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩამდინარე წყლების ჩაშვება ხდება სასმელ-სამეურნეო ან სარეკრეაციო მიზნებისათვის გამოყენებულ წყალსატევებში, ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების პროექტები უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ორგანოებთან. 2. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების დადგენის პრინციპები 2.1. წყალსატევებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვება განისაზღვრება, როგორც ჩამდინარე წყლებში არსებულ ნივთიერებათა ის მაქსიმალური მასა, რომლის ჩაშვება დროის ერთეულში წყალსატევის მოცემულ კვეთში დასაშვებია წყალ-სატევის დადგენილი რეჟიმის და წყლის ნორმატიული ხარისხის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. 2.2. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივი დგინდება თითოეულ საკონტროლო მაჩვენებელზე ფონური კონცენტრაციის, წყალსარგებლობის კატეგორიის,წყალსატევში არსებული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების და მისი ასიმილაციის უნარიანობის გათვალისწინებით. 2.3. წყალსატევში ნივთიერების ფონური კონცენტრაცია არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს წყალსატევზე კონკრეტული წყალმოსარგებლის ზემოქმედებამდე მასში არსებული წყლის მდგომარეობას. 2.4. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების პროექტი მუშავდება წყალსარგებლობის ცალკეული კატეგორიის წყალსატევისათვის, მათთვის დადგენილი წყალდაცვითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.  წყალსარგებლობის კატეგორიებია:  – სასმელ-სამეურნეო წყალსარგებლობა; –  სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგერბლობა; – თევზსამეურნეო წყალსარგებლობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა უმაღლეს, პირველ და მეორე კატეგორიებად. სასმელ-სამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყალსატევები, რომელთა წყლის რესურსები გამოიყენება სასმელ-სამეურნეო მიზნებისთვის. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყალსატევები, რომელთა წყლის რესურსებით სარგებლობა წარმოებს სარეკრეაციო მიზნებისათვის, ან დასახლებული პუნქტების ფარგლებში. თევზსამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან  წყალსატევები, ან მათი ნაწილები, რომლებიც გამოიყენება  თევზის მარაგის აღწარმოებისათვის, თევზრეწვისა და თევზის მიგრაციისათვის, მათ შორის: – უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნებიან წყალსატევები, ან მათი უბნები, სადაც არსებობს საქვირითე ადგილები, გამოსაზამთრებელი ორმოები განსაკუთრებულად ძვირფასი ჯიშის თევზებისათვის, აგრეთვე დაცული ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს ხელოვნური მოშენება; – პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან წყალსატევები, რომლებიც გამოიყენებიან ისეთი ძვირფასი ჯიშის თევზების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი მგრძნობიარობა წყალში ჟანგბადის შემცველობაზე; – მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან წყალსატევები, რომლებიც გამოიყენებიან სხვა თევზ-სამეურნეო მიზნებისათვის. 2.5. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალსატევში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფონური კონცენტრაციები აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, ზ.დ.ჩ-ის ნორმატივები დგინდება აღნიშნულ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე. 2.6. თუ წყალსარგებლობის ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტიური რაოდენობა ნაკლებია გაანგარიშებულ ზ.დ.ჩ-ზე, მაშინ ზ.დ.ჩ-ის ნორმატივად მიიღება ფაქტიური ჩაშვება. 2.7. დასახლებული პუნქტების ფარგლებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაციები ჩამდინარე წყლებში არ უნდა აღემატებოდეს წყალ-სარგებლობის შესაბამისი კატეგორიის წყალსატევისათვის დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, ზ.დ.ჩ-ის ნორმატივები დგინდება აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2.8. ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო ქსელში ჩაშვებულ სამრეწველო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებისათვის ზ.დ.ჩ-ის ნორმატივები არ დგინდება.აღნიშნული ჩამდინარე წყლების ტექნიკური პირობები განისაზღვრება ადგილობრივი კომუნალური სამსახურების მიერ. 2.9. თბოელექტროსადგურებისა და სხვა ისეთი ობიექტებისათვის, სადაც წყალი გამოიყენება აგრეგატების გასაცივებლად, მოხმარებული წყლის წყალსატევში ჩაშვებისას ზ.დ.ჩ-ის ნორმატივები დგინდება იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ჩამდინარე წყლებში არსებულ ნივთიერებათა კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს წყალაღების ადგილზე არსებულ შესაბამის ფონურ კონცენტრაციებს. 2.10. წყალსატევში რამოდენიმე დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვებისას, რომლებსაც აქვთ მავნეობის ერთნაირი ლიმიტირებული მაჩვენებელი და ისინი მიეკუთვნებიან საშიშროების 1 და 2 კლასს, დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობა:               (1) სადაც C1 ,C1 ,....Cn , –  წყალსატევში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაციებია, ხოლო ზ.დ.კ.1 ,ზ.დ.კ.2 ...ზ.დ.კ.n – შესაბამისად ამ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები. 3. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების გაანგარიშება ცალკეული დამაბინძურებელი ნივთიერებისათვის 3.1.        ცალკეული დამაბინძურებელი ნივთიერების ზ.დ.ჩ-ის ნორმატივი წყალსარგებლობის ყველა კატეგორიისათვის განისაზღვრება ფორმულით:                    (1) სადაც   q – ჩამდინარე წყლის დამტკიცებული ხარჯია მ​3/სთ-ში Cზ.დ.ჩ. –  ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია მგ/ლ-ში (გ/მ​3-ში) 3.2. ჩამდინარე წყლის ხარჯის (q) გაანგარიშება. q-ს გაანგარიშება ხდება  მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებისათვის პროდუქციის ერთეულზე დადგენილი წყლის გამოყენებისა და ჩაშვების დარგობრივი ნორმების მიხედვით. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ხარჯი იანგარიშება სამშენებლო  ნორმებისა და წესების "კანალიზაცია. გარე ქსელები და ნაგებობები" მიხედვით. სანიაღვრე და სადრენაჟო წყლების ხარჯი იანგარიშება არსებული შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით. ყველა შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამდინარე წყლის ჩაშვების უთანაბრობის კოეფიციენტი და q განისაზღროს როგორც მაქსიმალური საათური ხარჯი. 3.3.   ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაციების (Cზ.დ.ჩ. ) განსაზღვრა. Cზ.დ.ჩ. – იანგარიშება ჩამდინარე წყლის წყალსატევებში ჩაშვების შემდეგ განზავების ჯერადობის გათვალისწინებით. გამოიყენება შემდეგი ფორმულები: – შეწონილი ნაწილაკებისათვის:              (2) სადაც n – მდინარეში (არხში) ჩამდინარე წყლების განზავების ჯერადობაა. Q – მდინარეში (არხში) საანგარიშო ხარჯია მ3 /წმ (მიიღება მდინარის საშუალო წლიური წყლიანობის 95%-იანი უზრუნველყოფის შესაბამისი წლის უმცირესი საშუალო თვიური ხარჯი). q – ჩამდინარე წყლის მაქსიმალური ხარჯია მ3 /წმ-ში. P – მდინარეში (არხში) შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის შესაძლებელი ზრდა ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემდეგ მგ/ლ-ში (დადგენილია „ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესებით"). Cფ – მდინარეში (არხში) შეწონილი ნაწილაკების ფონური კონცენტრაციაა მგ/ლ-ში. – ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილებისათვის (ჟბმსრ ):                  (3) სადაც Ct – მდინარესთან ჩამდინარე წყლის შერევის შემდეგ საანგარიშო კვეთში ჟბმსრ -ის                             ზღვრულად დასაშვები მაჩვენებელია მგ/ლ-ში. Cწ - მდინარეში (არხში) ჟბმსრ -ის ფონური მაჩვენებელია მგ/ლ-ში. 10-kt – კოეფიციენტია, რომელიც განსაზღვრავს წყალსატევში ორგანული ნივთიერებების დაჟანგვის სიჩქარეს. – სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებებისათვის:                (4) სადაც Cზ.დ.კ. – წყალსატევის კატეგორიის მიხედვით დადგენილი დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა მგ/ლ-ში. Cფ -– წყალსატევებში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების ფონური კონცენტრაცია მგ/ლ-ში. n – მდინარეში (არხში) ჩამდინარე წყლების განზავების ჯერადობაა და განისაზღვრება:                (5) სადაც a – კოეფიციენტია, რომელიც გვიჩვენებს ჩამდინარე და მდინარის (არხის) წყლების    შერევისა და განზავების დონეს. Q – მდინარის საანგარიშო ხარჯია მ​3/წმ-ში (მიიღება მდინარის საშუალო წლიური წყლიანობის 95%-იანი უზრუნველყოფის შესაბამისი წლის უმცირესი საშუალოთვიური ხარჯი). q – ჩამდინარე წყლების ხარჯია მ​3/წმ-ში. ი.როძილერის ფორმულის მიხედვით: (6) სადაც   –შუალედური კოეფიციენტია და ისაზღვრება:                  (7) L – მანძილია ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან საანგარიშო კვეთამდე მდინარის    დინების მიმართულებით მეტრებში.  –კოეფიციენტია, რომელიც ითვალისწინებს შერევის ჰიდრავლიკურ ფაქტორებს და განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:              (8) 1 – კოეფიციენტია, რომელიც არის დამოკიდებული მდინარეში ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილისაგან. ნაპირთან ჩაშვებისას იგი უდრის 1.0-ს, ხოლო წყლის მაქსიმალური სიჩქარეების ადგილას ჩაშვებისას-1.5-ს. i – მდინარის სიმრუდის კოეფიციენტია და უდრის:                  (9) Lფ – მანძილია ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან საანგარიშო კვეთამდე მდინარის დინების მიმართულებით მეტრებში. L სწ  – უმოკლესი მანძილი ამ ორ პუნქტს შორის (სწორის მიხედვით). E – არის ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტი, რომელიც უდრის:            (10) Vსშ , Hსშ – საანგარიშო მონაკვეთზე მდინარის საშუალო სიჩქარე და სიღრმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანგარიშის დროს ჯერ ისაზღვრება E,, – სიდიდეები და შემდეგ – a. წყალსაცავებში (ტბებში) ჩაშვებისას ჩამდინარე წყლის განზავება ხდება ორ სტადიად: საწყისი განზავება nსაწ -რომელიც მიმდინარეობს უშუალოდ ჩაშვების ადგილას და ძირითადი განზავება nძირ -რომელიც ხდება ჩამდინარე და წყალსატევის წყლების შერევის შედეგად. სრული განზავება წარმოდგენილია შემდეგი ნამრავლით: nსრ=nსაწnძირ                                     (11) საწყისი განზავების ანგარიშისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა:                 (12) სადაც q – ჩამდინარე წყლების ხარჯია მ​3/წმ; Hსშ – წყალსაცავის საშუალო სიღრმეა ჩამდინარე წყლების ჩაშვების კვეთში, რომელიც იზომება 250 მეტრიან მონაკვეთზე წყალსაცავის ნაპირიდან მისი ცენტრის მიმართულებით. საწყისი განზავების გაანგარიშების შემდეგ ვპოულობთ სრული განზავების მნიშვნელობას ნომოგრამის მიხედვით (ნახ.1). ამისათვის აბსცისას ღერძზე ვპოულობთ წერტილს, რომელიც შეესაბამება L მანძილს ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან ნაპირზე განლაგებულ  უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე. ამ წერტილიდან გაგვყავს ვერტიკალური ხაზი დახრილ ხაზთან (რომელიც შეესაბამება Hსშ ) გადაკვეთამდე, შემდეგ მიღებული წერტილიდან გაგვყავს ჰორიზონტალური ხაზი დახრილ ხაზთან (რომელიც შეესაბამება nსაწ ) გადაკვეთამდე. ამ წერტილიდან გაგვყავს ვერტიკალური ხაზი ზედა აბსცისის გადაკვეთმდე, სადაც ვპოულობთ სრული  განზავების მნიშვნელობას (nსრ ). 3.4. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები Cზ.დ.კ. შესაბამისი კატეგორიის წყალსატევებისათვის დადგენილია „ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესებით". ფონური კონცენტრაციები Cფ მიიღება ჰიდრომეტსამსახურის მონაცემების  მიხედვით. თუ წყალსატევის აღნიშნულ კვეთში ჰიდრომეტსამსახურის მიერ არ ტარდება დაკვირვებები, მაშინ Cფ-შეიძლება  მიღებული იქნას სხვა სპეციალიზირებული ლაბორატორიის მონაცემების მიხედვით. 4. ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების პროექტის შემადგენლობა დასამტკიცებლად წარმოდგენილი ზ.დ.ჩ-ს ნორმატივების პროექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: 1.   სატიტულო ფურცელი (დანართები 2,3) 2. წყალსატევის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი დახასიათება. 3. მოკლე ცნობები საწარმოს შესახებ (ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულის და გამოშვებული პროდუქციის დასახელება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.) 4. საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათება, ჩამდინარე წყლების წყაროების აღწერა, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. 5. გამწმენდ ნაგებობათა დახასიათება (საპროექტო და ფაქტიური სიმძლავრე, გაწმენდის მეთოდი, ტექნიკური მდგომარეობა, მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებლები ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით, მომსახურე პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, გაწმენდის ტექნოლოგიური სქემა). 6. ზ.დ.ჩ-ს ნორმატივების გაანგარიშება. 7. ჩამდინარე წყლების ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებები. 8. ზ.დ.ჩ-ს ნორმატივების დაცვაზე (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხები, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრები და პერიოდულობა). 10. დანართები: 10.1. საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებისა და ჩამდინარე წყლების წყაროების დატანით. 10.2.      საწარმოს განლაგების რაიონის სიტუაციური სქემა ჩამდინარე წყლების მიმღები წყალ-სატევის და ჩაშვების წერტილების დატანით. 10.3.      ჩამდინარე და წყალსატევის წყლების ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები (შესრულებული ლაბორატორიის ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით). 10.4.      სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმება (პ.1.3-ის მიხედვით). დანართი 1 ნახ. 1. ნომოგრამა სრული განზავების განსაზღვრისათვის ჩამდინარე წყლების წყალსატევის ზედაპირულ ფენებში ჩაშვებისას დანართი 2 „ვამტკიცებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფროსი -------------------------------------   (ხელმოწერა, გვარი, სახელი) ბ.ა.                "----" -------------- წ. ზ.დ.ჩ. დამტკიცებულია "----" -------------- წ.                    "----" -------------- წ. ვადამდე     გაგრძელებულია  "----" -------------- წ-მდე სარეგისტრაციო ნომერი ------------------- წყალმოსარგებლის რეკვიზიტები: 1.  დასახელება ---------------------------------------------------------------- 2.  სამინისტრო, უწყება --------------------------------------------------------- 3. წყალმოსარგებლის საფოსტო მისამართი, წყალსარგებლობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირის გვარი,სახელი, თანამდებობა და ტელეფონი ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------ ზ.დ.ჩ. დამტკიცებულია და შეთანხმებულია ჩამდინარე წყლების ჩაშვების    ----------                                                                                                                            (რაოდენობა) წერტილისათვის (ჩაშვების სქემა თან ერთვის) 5.  ზ.დ.ჩ. პროექტის დამამუშავებელ ორგანიზაციის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------ დანართი 3 წყალსატევში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივები 1. საწარმო (ორგანიზაცია) ------------------------------------------------------- 2. ჩაშვების წერტილის № ---- ჩამდინარე წყლის კატეგორია ------------------------- 3. მიმღები წყალსატევის კატეგორია და დასახელება --------------------------------- ------------------------------------------------------------------------------ 4. ჩამდინარე წყლის ხარჯი ------მ​3 /სთ ------------ ათას მ3 /წელ. 5. დამტკიცებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივები /სხვა ნივთიერებების ჩაშვება აკრძალულია/: № ინგრედიენტები ფაქტიური კონცენტრაცია მგ/ლ ფაქტიური ჩაშვება გ/სთ ტ/წელ დასაშვები კონცენტრაცია მგ/ლ დამტკიცებული ზ.დ.ჩ. გ/სთ ტ/წელ 1.                         შეწონილი ნაწილაკები 2.                         ჟბმსრ 3.                         მინერალიზაცია სპეციფიკური ინგრედიენტები 4. 5. 6. 7. 8. 6.  ჩამდინარე წყლის ფიზიკური თვისებების დამტკიცებული მაჩვენებლები: ა) მცურავი მინარევები-                                                   ე) pH - ბ) შეფერილობა-                                                              ვ) კოლი-ინდექსი- გ) სუნი-                                                                                               ზ) წყალში გახსნილი ჟანგბადი- დ) ტემპერატურა, C​0 - ბ.ა საწარმოს ხელმძღვანელი    ----------------- დანართი 4 ზ.დ.ჩ-ს ნორმატივების მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებათა გეგმა ღონისძიებების დასახელება ეტაპების ჩვენებით საორიენტაციო ღირებულება (ლარი) რეალიზაციის ვადები (წელი) შემსრულებელი ორგანიზაცია და პასუხისმგებელი პირი მიღწეული წყალდაცვითი შედეგი (ეფექტი) 1 2 3 4 5 საწარმოს ხელმძღვანელი (ორგანიზაცია, დაწესებულება) --------------- (გვარი, სახელი) (ხელმოწერა)