„ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესი“ (დანართი №1) და „ჰიგიენურ სერთიფიკაციასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა“ (დანართი №2)

მიღების თარიღი 14.08.1996
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №374/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.000.158
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/1996
matsne.gov.ge 1,420 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესი“ (დანართი №1) და „ჰიგიენურ სერთიფიკაციასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა“ (დანართი №2) საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №374/ო 1996 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი „ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესი“ (დანართი №1) და „ჰიგიენურ სერთიფიკაციასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა“ (დანართი №2) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და რეალიზებული ნედლეულისა და პროდუქციისადმი / მათ შორის იმპორტულის/ შემდგომში პროდუქცია, მწარმოებელ მარეალიზებული და სხვა სამეურნეო ობიექტებისადმი / საკურების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად/ სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მიღწევის მიზნით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის № 380 ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის, პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ“ და 1996 წლის 1 აგვისტოს კოლეგიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესი / დანართი № -1/. ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა /დანართი № -2 /. 2. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის განყოფილება გადაკეთდეს ამავე დეპარტამენტის ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის სამმართველოდ იურიდიული პირის სტატუსით და იგი განლაგდეს ცენტრალური ინსპექციის შენობაში ყაზბეგის ქ. № 23. 3. დაევალოს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ ნ. შავდიას უზრუნველყოს: 3.1. 10 დღის ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს დებულება; 3.2. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 ბრძანებულების I პუნქტის შესაბამისად ა/წლის 1 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და იმპორტული ალკოჰოლიანი უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ჰიგიენური სერტიფიკაცია და რეგისტრაცია. 3.3. ორი თვის ვადაში შეიმუშაოს: - საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულისა და პროდუქციის მწარმოებელი, მარეალიზებელი და სხვა სამეურნეო ობიექტების / საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად / სავალდებულო სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესი; - ნედლეულისა და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის ღირებულების გადახდის პირობები და წარმოადგინოს დასამტკიცებლად დადგენილი წესით; - საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის / საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად / ლაბორატორიების ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის წესი და ღირებულების გადახდის პირობები, რომლებიც აწარმოებე, პროდუქციისა და სხვათა კვლევას მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის დადგენის მიზნით. 3.4. ორი თვის ვადაში განსაზღვროს და წარმოდგინოს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის იმ ლაბორატორიების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის ეტაპობრივი აღჭურვის გეგმა, რომლებიც დაკავებულნი იქნებიან ჰიგიენური სერტიფიკაციით. 3.5. საქართველოს კანონის „ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადახდის შესახებ“ /1995 წლის 4 აპრილი/ და მის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1996 წლის 30 ივნისის №389 დადგენილების საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და საქართველოში რეალიზაციისათვის დაწესებული გადასახადების შეტანისა და ხარჯვის წესების შესახებ“ შესრულებაზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლის გაძლიერების მიზნით, სანიტარულ-საკარანტინო საზედამხედველო განყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოს ყველა მარკის სიგარეტის, პაპიროსის, სიგარის, თამბაქოს შუალედური ნაწარმის, მაგარი ალკოჰოლიანი სასმელების /არაყი, კონიაკი, ვისკი, ლიქიორი და სხვა/, აბსენტის პროდუქციის სახელმწიფო საზღვარზე შემოტანისას აღრიცხვა, რეგისტრაცია და ინფორმაციის მოწოდება ჯანდაცვის სამინისტროსათვის. 3.6. მომზადდეს საერთაშორისო და არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანებისადმი თხოვნა ჰიგიენური სერტიფიკაციის წარმოებისათვის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორიების აღსაჭურვად დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. 4. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სახელწმიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხებიდან სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის სამმართველოს 1996 წლის აგვისტოს თვეში მიზნობრივად გამოუყოს რეაქტივების, დიაგნოსტიკუმების და საკვები ნიადაგების შესაძენად 200 ათასი ლარი. 5. დაევალოს სამინისტროს პრესცენტრს უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 ბრძანებულების „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის, პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო რეგისტრაციის და სერტიფიკაციის შემოღების შესახებ“ და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანებულების, დებულებების და წესების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება. 6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქვეყნის საზღვარზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის, საკარანტინო დაავადებათა შემოტანის აღკვეთის, მოსახლეობის ჯანმრთელობის და გარემოს ჰიგიენის დაცვის მიზნით დაშვებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის და ვეტერინარიის დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ერთობლივი ბრძანება, „საქართველოს სასაზღვრო ზონაში ტვირთის შემოწმებისას საკარანტინო დაავადებების, ცხოველებისა და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციების, მცენარეთა მავნებლების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის გატანისა და შემოტანის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ“ № 55/53/309/ო 03/04/05 16 ივლისი 1996 წელი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში / №106 19.07.96 წ./. 7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად. მინისტრი                                                                                 ა. ჯორბენაძე  დანართი №1 ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესი საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის № 380 ბრძანებულების „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის, პროდუქციის და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ“ თანახმად ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეული და პროდუქცია ექვემდებარება აუცილებელ ჰიგიენურ სერტიფიკაციასა და რეგისტრაციას, რომლის შესრულებასაც არეგულირებს წინამდებარე დროებითი წესი. 1. იკრძალება იმ პროდუქციის წარმოება, იმპორტი, გამოყენება და რეალიზაცია, რომელიც არ არის რეგისტრირებული და არ გააჩნია ჰიგიენური სერტიფიკატი. 2. რეგისტრაცია შეთანხმებული და დამტკიცებული ან სხვა მისი შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ჰიგიენური სერტიფიკაცია - შესაბამისი დოკუმენტების განხილვა და პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა. ჰიგიენურ სერტიფიკაციას და რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ზემოთ აღნიშნულ საქმიანობაზე უფლებამოსილი დაწესებულებები დადგენილი წესით. 3. რეგისტრაციისათვის აუცილებელია წარმოდგენილი იქნეს: ა. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციისათვის: - განცხადება-მომართვა პროდუქციის დასახელების და მწარმოებელი ორგანიზაციის რეკვიზიტების ჩვენებით; აღნიშნულთან უნდა დაერთოს ამ პროდუქციის სამეურნეო ობიექტის სტანდარტი ან სახელმწიფო სტანდარტი. ბ. იმპორტული პროდუქციისათვის: - განცხადება მომართვა პროდუქციის დასახლების, მწარმოებელი და შემომტანი ორგანიზაციის რეკვიზიტების ჩვენებით; აღნიშნულს თან უნდა დაერთოს მწარმოებელი ფირმის და ექსპორტიორი ქვეყნის ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული ამ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი / დოკუმენტები/. რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მასში მოცემული მაჩვენებლები თუ აკმაყოფილებს ამ პროდუქციისათვის წაყენებულ აუცილებელ ჰიგიენურ მოთხოვნებს, იგი ტარდება რეგისტრაციაში და გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა დადგენილი ფორმით და მოქმედების ვადის ჩვენებით. 4. ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს: ა. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციისათვის: - განცხადება-მომართა, პროდუქციის დასახელება და მწარმოებელი ორგანიზაციის რეკვიზიტების ჩვენებით, თან უნდა დაერთოს, მოცემული პროდუქციის სახეობაზე გაცემული რეგისტრაციის მოწმობა, ამ პროდუქციის სამეურნეო ობიექტის სტანდარტი ან სახელმწიფო სტანდარტი და პროდუქციის ნიმუში. ბ. იმპორტული პროდუქციისათვის: - განცხადება-მომართვა პროდუქციის დასახელებით, მწარმოებელი და შემომტანი ფორმის რეკვიზიტების ჩვენებით, თან უნდა დაერთოს მოცემული პროდუქციის სახეობებზე გაცემული ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის, მწარმოებელი ფორმის და ექსპორტიორი ქვეყნის ოფიციალური ორგანოს ამ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატები /დოკუმენტები/ და პროდუქციის ნიმუში. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში თუ ამ პროდუქციაზე წარმოდგენილი დოკუმენტები და ლაბორატორიული კვლევის შედეგები აკმაყოფილებენ ამ პროდუქციისათვის წაყენებულ აუცილებელ ჰიგიენურ მოთხოვნებს. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა დადგენილი ფორმითა და მოქმედების ვადის ჩვენებით - მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის ხელის მოწერით. 5. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი და მისი შესაბამისი სამსახურები უფლებას იტოვებენ მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები, ჩაატარონ დამატებითი გამოკვლევები, ხარჯები გადახდილი უნდა იქნეს განაცხადის წარმოდგენილი ფორმის მიერ. 6. ჰიგიენური სერტიფიკაცია და რეგისტრაცია შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად და გაიცეს რეგისტრაციის მოწმობა და ჰიგიენური სერტიფიკატი პ. პ. 2 და 3-ში აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში. 7. ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის პროდუქციის ნიმუშის აღება შეიძლება მოხდეს, როგორც სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებების სპეციალისტების ასევე, მწარმოებლის /შემომტანის/ მიერ დადგენილი წესით. 8. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა პროდუქციის სახეობაზე, წარმოებული ან შემოტანილი პროდუქციის ყოველი პარტიის ჰიგიენურ სერტიფიკატთან შესაბამისობაზე კი / პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების გარანტია / პასუხისმგებელია მწარმოებელი / შემომტანი/ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის რეცეპტურის საიდუმლოება, მისი დაუცველობის შემთხვევაში პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ჰიგიენური სერტიფიკატი და რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შესაბამისი ღირებულების გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. 11.ჰიგიენური სერტიფიკატი წარმოადგენს საფუძველს საქართველოს სახსტანდარტის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატისა და იგი თან უნდა ახლდეს ამ უკანასკნელს. - ჰიგიენური სერტიფიკატის ასლი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიალურად; 12. ჰიგიენური სერტიფიკატის ვადის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამა თუ იმ პროდუქციის პოტენციური საშიშროება, ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა, აგრეთვე წარმოების სტაბილურობა, ტექნოლოგიური პროცესების საიმედობა და საუწყებო ლაბორატორიული კონტროლის დონე და ა.შ. საქსახსტანდარტის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენური სერტიფიკატის მოქმედების ვადას.  დანართი №2 ჰიგიენური სერტიფიკაციასა და რეგისტრაციის დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა 1. საკვები ნედლეული, კვების პროდუქტები, საკვები დანამატები, კონსერვატორები, მათი მასალები და ნაწარმი, რომელიც კონტაქტში არიან კვების პროდუქტებთან. 2. საბავშვო საქონელი: სათამაშოები და ტანსაცმელი / მ.შ. ლოგინის თეთრეული/ ფეხსაცმელი. წიგნები და სასწავლო თვალსაჩინოებანი, ავეჯი, საბავშვო ეტლები, ჩანთები და ზურგჩანთები, ხელოვნური, პოლიმერული და სინთეტური მასალები, საბავშვო საქონლის დასამზადებელი მასალები; 3.მასალები, მოწყობილობა, ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებიან საყოფაცხოვრებო სასმელ წყალმომარაგებაში; 4. პარფიუმერულ-კოსმეტიკური საშუალებები; 5. საწარმოო დანიშნულების ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქცია, საყოფაცხოვრებო ქიმიის საქონელი, სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის საშუალებები მ.შ. მინერალური სასუქები, სადეზინფექციო საშუალებები; 6. პოლიმერული და სინთეტიკური მასალები, რომლებიც გამოიყენებიან მშენებლობაში, ტრანსპორტში, ასევე საოჯახო ავეჯი და სხვა საგნები, ქიმიური ბოჭკო, ძაფები, საფეიქრო, სამკერვალო და ტრიკოტაჟის მასალები, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ბოჭკოებს და საფეიქრო დამხმარე ნივთიერებებს, ფეხსაცმლის ხელოვნური და სინთეტიკური ტყავი და საფეიქრო მასალები; 7. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის ნაწარმი; 8. ნაწარმი, რომელიც შეხებაშია ადამიანის კანთან; 9. თამბაქო და მისი ნაწარმი; 10. ალკოჰოლიანი სასმელები; 11. აბსენტი და მისი შემცველი პროდუქცია; შენიშვნა: აღნიშნული პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის ეტაპობრიობა განისაზღვრება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ნუსხაში ცვლილებების შეტანასა და პროდუქციის ახალ ნუსხას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი.