„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010100000.72.084.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №13

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23.05.2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016001) დამტკიცებულ დებულებაში და დებულების:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, არსებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და გაუმჯობესების (პრაქტიკულ საქმიანობასთან  მორგება, ხარვეზების აღმოფხვრა) მიზნით სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; მიღებული საკანონმდებლო აქტების შესახებ სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებების მიერ შემუშავებული  ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;“;

2. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამსახურის იურიდიულ მისამართზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის საკუთრების დაცვა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში  განახორციელოს სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით.“;

3. 191 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი, ასევე  ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენა;

ბ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებების, საჩივრებისა და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;“;

 

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში პირების უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით   ინსპექტორისთვის და სამსახურის მოსამსახურეებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

თ) ინსპექტორის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის, დისციპლინური გადაცდომის, ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეუსრულებლობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს იურიდიული და ფიზიკური პირების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრებზე, განცხადებებზე და მასალებზე;

გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამსახურის მოსამსახურეს მიმართოს  გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით, ასევე წერილობითი ან ზეპირი ფორმით აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით;

დ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურის მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;

ვ) დაათვალიეროს  სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ოთახი და ინვენტარი;

ზ) ისარგებლოს საქმისწარმოებისა და სხვა ელექტრონული პროგრამით, ასევე სამსახურის მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი;

თ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული   ერთეულისგან/მოსამსახურისგან;

ი) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, ინსპექტორთან შეთანხმებით, მოითხოვოს მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;

კ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ინსპექტორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ან მისთვის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის შესახებ;

ლ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გაანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები, ასევე ინსპექტორსა და სამსახურის მოსამსახურეებს  წარუდგინოს  რეკომენდაციები;

მ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, ინსპექტორთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

ნ) ინსპექტორის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;

ო) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე;

პ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში განახორციელოს მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით;

ჟ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;

რ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია გენერალურ ინსპექციაზე (დეპარტამენტზე) დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;

ს) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია