„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 1 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №14 |
|
2019 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა (შემდგომში – თანამშრომელი) დისციპლინური გადაცდომების სახეებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, მათი შეფარდებისა და მოხსნის წესს, ასევე დისციპლინური წარმოების წესს.“;
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითებების/რეკომენდაციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;“;
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითებების/რეკომენდაციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ბ.ა) შენიშვნა;
ბ.ბ) საყვედური;
ბ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ბ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ბ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ბ.ვ) დაქვეითება;
ბ.ზ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.“;
4. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო, ასევე წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასკვნის განხილვის დრო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.“;
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინება;
ი) სამსახურში არსებული ელექტრონული პროგრამების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.“;
6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინური წარმოების ფარგლებში, სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი. სამსახურებრივი შემოწმებისას გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელი უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე თანამშრომელს მიმართოს გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით, ასევე წერილობითი ან ზეპირი ფორმით აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით;
ბ) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
დ) დაათვალიეროს თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი;
ე) ისარგებლოს საქმისწარმოებისა და სხვა ელექტრონული პროგრამით, ასევე სამსახურის მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი;
ვ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ზ) განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსთან შეთანხმებით, მოითხოვოს მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
თ) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემით მეშვეობით;
კ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა, განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეადგინოს დასკვნა და დასამტკიცებლად წარუდგინოს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსს;
ლ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.“;
7. მე-9 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას:
ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;
ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.“;
ბ) მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.“;
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„121. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შემთხვევაში გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დასკვნის გადამუშავებაზე.“;
დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის თანხმობით, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და სახელმწიფო ინსპექტორს.“;
8. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების ნაცვლად გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე;
დ) გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ.
7. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორს. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი) უბრუნებს დასკვნას გადასამუშავებლად.“;
9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ინსპექტორი, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს რეკომენდაციის მიღებიდან ან საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით გადამუშავებული გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.“.
|