„პურპროდუქტების მრეწველობის სისტემის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების დროს სახელმწიფო ქონების პასიური ნაწილის აფასებისას მარეგულირებელი კოეფიციენტის გამოყენების თაობაზე“

მიღების თარიღი 06.11.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №52.12.1086
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.163
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 06/11/1986
matsne.gov.ge 178 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„პურპროდუქტების მრეწველობის სისტემის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების დროს სახელმწიფო ქონების პასიური ნაწილის აფასებისას მარეგულირებელი კოეფიციენტის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება  ოქმი №52.12.1086 1995 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი სამინისტროს კოლეგია აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში თავისუფალი საბაზრო ფასების დამკვიდრების გათვალისწინებით, "საპრივატიზაციო საწარმოების (ობიექტების) ღირებულების შეფასების დროებითი მითითებანი, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს საპრივატიზაციო კომისიების ერთადერთ სახელმძღვანელო დოკუმენტს ობიექტის გასაყიდი ფასის განსაზღვრის დროს, რიგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს პურპროდუქტების მრეწველობის სისტემის ქონების პასიური ნაწილის (არასაცხოვრებელი საწარმოო ფართის) რეალური ღირებულების შეფასებას და ხშირად თავისუფალ საბაზრო ფასებზე მნიშვნელოვნად ნაკლები გამოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს კოლეგია ადგენს: პურპროდუქტების მრეწველობის სისტემის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების დროს სახელმწიფო ქონების პასიური ნაწილის აფასებისას საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უზრუნველყოფს საპრივატიზაციო ობიექტების მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი, საწარმოო ფართის 1 მ​2-ს გასაყიდ ფასს, არანაკლებ: ა) 30 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხისა ეროვნულ ვალუტაში -  ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში განთავსებული ობიექტებისათვის; ბ) 20 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხისა ეროვნულ ვალუტაში -  დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში განთავსებული ობიექტებისათვის. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში მიზანშეწონილად ჩაითვალოს უფრო მაღალი კოეფიციენტების გამოყენება საპრივატიზაციო ობიექტების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. კოლეგიის თავმჯდომარე მინისტრი                                                                                ა. სილაგაძე კოლეგიის მდივანი                                                                   ნ.მეტრეველი