სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2019 წლის 3 დეკემბერი.
დღის წესრიგი:
1. ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ (ს/კ:212670082) დირექტორის დიმიტრი რუსაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (პირადი №60001007159), რომელიც შეეხება ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის №67-ში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 707,00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 03.04.06.112, მდებარე შენობა-ნაგებობის „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ საკუთრებაში არსებული ფართის განკარგვის (იჯარა, ქვეიჯარა გამოსყიდვის უფლებით, გაყიდვა), განხილვა და შეფასება.
2. შპს „კომფორტსა“ და სს „ქუთაისის ცენტრალურ ავტოვაგზალს“ შორის შესაძლო მორიგების პირობების განხილვა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა.
4. სხვადასხვა საკითხი.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2019 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ დირექტორი დიმიტრი რუსაძე