ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2019
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ინფორმაციის დასახელება |
| 1.1 | მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა |
| 1.2 | მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი) |
| 1.3 | მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში |
| 1.4 | მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები |
| 1.5 | მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის, მოადგილ(ებ)ის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები |
| 2.1 | საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონი |
| 2.2 | საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები |
| 2.3 | ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ |
| 2.5 | საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა |
| 3.2 | ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესს |
| 3.3 | მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში |
| 4.1 | მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა |
| 4.3 | ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.10.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2019 წლის 4 დეკემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილისა და 851-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი (დანართი №1);
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №2);
გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №3);
მუხლი 2🔗
ეთხოვოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს უზრუნველყოს:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 ოქტომბრის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/10/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016274).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი N1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის შესაბამის საჯარო დაწესებულებას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისაგან.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების ფორმა და წესი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება პროაქტიულად ან/და ბეჭდური ფორმით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით (შემდგომ – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერ პირისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ადგილი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:
ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ ელექტრონულ რესურსზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით;
ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ხელმისაწვდომ ადგილზე (საინფორმაციო დაფა) შესაბამისი ინფორმაციის განთავსება.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე (oz.gov.ge) ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსის გამოყენებით.
3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში ხელმისაწვდომ ადგილზე (საინფორმაციო დაფა).
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში ხელმისაწვდომ ადგილზე გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება, მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ორგანოს შენობებში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას აუცილებელია მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების სტანდარტი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან უზრუნველყოს პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
დანართი №2
მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ –
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ
№
ინფორმაციის დასახელება
განახლების ვადა
1.1
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
1.2
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი)
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
1.3
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
1.4
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
განახლებადია ცვლილებების შემთხევაში
1.5
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის, მოადგილ(ებ)ის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
1.6
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების, მისი სტრუქტურული ერთეულის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
საჯარო ინფორმაციის გვერდი
2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონი
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
2.4
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ქვეყნდება კვარტალურად
ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
3.1
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესს
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
3.3
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
ქვეყნდება კვარტალურად
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ
4.1
მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
ქვეყნდება კვარტალურად
4.2
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულების და გადარიცხული თანხების მითითებით
ქვეყნდება კვარტალურად
4.3
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
ქვეყნდება კვარტალურად
4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
ქვეყნდება კვარტალურად
4.5
მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა
საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
4.6
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმა
საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
5.1
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი
საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში
5.2
მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
ქვეყნდება კვარტალურად
5.3
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად
5.4
საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში
5.5
თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (ჯამურად) გაცემული სარგოს, დანამატისა და ფულადი ჯილდოს კვარტალური ოდენობების შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება კვარტალურად
5.6
თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (ჯამურად) ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორცილებული მივლინებების მიხედვით
ქვეყნდება კვარტალურად
5.7
საჯარო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, მოდელის მითითებით
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ჯამურად)
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10
საჯარო დაწესებულების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ (ჯამურად)
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.13
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის გრანტის მიზნობრიობა და მოცულობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.14
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
ქვეყნდება კვარტალურად
5.15
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში
სამართლებრივი აქტები
6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების საქმიანობასთან
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც საჯარო დაწესებულების შეფასებით საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
7.1
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ოქმები
შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში
7.2
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები
შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში
7.3
დასახლების საერთო კრების ოქმები
მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდნ 10 დღის ვადაში
7.4
ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ
ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში
7.5
მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები
ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში
7.6
პეტიცია
დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
7.7
საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 %-ის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ
რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
სხვა საჯარო ინფორმაცია
8.1
ინფორმაცია საჯარო დაწესებულების სერვისების შესახებ
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
8.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ
განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
დანართი №3
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
2. აღნიშნული წესი ვრცელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, დაწესებულებებზე და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის მიხედვით.
3. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ელექტრონულად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, დაინტერესებული პირის თანხმობით, განახორციელოს ინფორმაციის გაცემა სხვა ფორმით (ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერა), „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის №40 დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღებით დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის მოთხოვნა შესრულებული უნდა იყოს იურიდიული პირის ოფიციალურ ბლანკზე. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
2. ამ მუხლის პირცელი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ მატარებელზე ინფორმაციის ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელექტრონული განცხადება მიღებისთანავე ეგზავნება საჯარო დაწესებულების შესაბამის პირს რეგისტრაციისათვის. სათანადო წესით რეგისტრირებული განცხადება გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადის შესაბამისად ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.