საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5492-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2019

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),  14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, პარლამენტის მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პარლამენტის სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო პარლამენტის მედლით ან პარლამენტის სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − პარლამენტის თავმჯდომარე.

5. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ;“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 წ.

N5492-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.12.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 11.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5492-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016061.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5492-Iს, 11.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4724688/