შპს ”თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/26765-18
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
22 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
მოვალე : შპს „თბილსათბობმშენი“ (პ/ნ 202913696)
წარმომადგენელი : თამაზ გიორგაძე
გაკოტრების მმართველი (განმცხადებელი) : საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა : გაკოტრების საქმის წარმოება
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმე.
2019 წლის 12 ივლისს შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ”თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში გაკოტრების მმართველის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 13 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64), სხდომის დარბაზი №56 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www. http://ecd.court.ge/ .
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე