სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №235/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017855
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| კრიტერიუმები და განმარტებები | სუსტი |
| 1. სამეცნიერო კომპონენტი | 1 |
| 2. მიწვეული მკვლევრის კომპეტენცია | 1 |
| 3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელება | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №235/ნ
2019 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება და შეფასების კრიტერიუმები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე
დანართი
სსიპ –
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება და შეფასების კრიტერიუმები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – „ფონდი“) და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (შემდგომში – „ინსტიტუტი“) ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო დაფინანსება (შემდგომში – „დაფინანსება“) განხორციელდება საგრანტო კონკურსის (შემდგომში – „კონკურსი“) საფუძველზე.
2. ფონდისა და ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – „დებულება“) არეგულირებს კონკურსის გამართვის, შეფასების, გრანტის გაცემისა და საპროექტო განაცხადების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗.
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია:
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული მიწვეული მკვლევარი;
გ) „ექსპერტთა პანელი“ (შემდგომში – „პანელი“) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ფონდისა და ინსტიტუტის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აფასებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს;
დ) მიწვეული მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
ე) მასპინძელი დაწესებულება – საფრანგეთის უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუციები, რომელთა ბაზაზე მიწვეული მკვლევრები განახორციელებენ კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;
ვ) მენტორი – მასპინძელი დაწესებულების მიერ შერჩეული პირი, რომელიც ხელს უწყობს მიწვეულ მკვლევარს კვლევის განხორციელებაში;
ზ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული მიწვეული მკვლევარის მიერ საგრანტო პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
თ) მონიტორინგი – ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმების შესაბამისად და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ფინანსური და პროგრამული მონიტორინგი;
ი) პროექტი – მიწვეული მკვლევრის საფრანგეთში კვლევითი ვიზიტისათვის საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
კ) საბოლოო ანგარიში – კვლევითი პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები;
ლ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
მ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 4🔗.
კონკურსის ადმინისტრირება
1. საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ფონდი და ინსტიტუტი ერთობლივად უზრუნველყოფენ:
ა) საგრანტო კონკურსის ადმინისტრირების ვადების დადგენას;
ბ) ინსტიტუტსა და ფონდს შორის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და ერთობლივ დაფინანსებას.
3. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის პროგრამისა და პირობების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების საბოლოო ანგარიშის ფორმის შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საპროექტო განაცხადების მიღებას;
გ) პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს ფონდში საკონკურსოდ წარდგენილი საპროექტო განაცხადების შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან;
დ) ექსპერტთა პანელის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
ე) ექსპერტთა პანელისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ვ) გამარჯვებული პროექტების განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სუბიექტები
კონკურსში მონაწილეობის უფლება და საგრანტო დაფინანსების მოპოვება შეუძლია მიწვეულ მკვლევარს.
მუხლი 6🔗.
კონკურსში მონაწილეობა და პირობები
1. კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მიწვეულმა მკვლევარმა.
2. კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ყველა სამეცნიერო მიმართულებაში.
3. პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 1 თვეს.
4. პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას.
5. კონკურსში მონაწილე მიწვეულ მკვლევრებზე გავრცელდება მიმღები/მასპინძელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და მიმღები/მასპინძელი ინსტიტუციის შიდა რეგულაციები.
მუხლი 7🔗.
პროექტის ბიუჯეტი
1. კონკურსის დაფინანსებას ფონდი და ინსტიტუტი უზრუნველყოფენ ერთობლივად.
2. ფონდისა და ინსტიტუტის მხრიდან პროგრამის ჯამური დაფინანსება შეადგენს 5 000 (ხუთი ათასი) ევროს.
3. ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო – თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებული ხარჯებს.
4. ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო – თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:
ა) სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;
ბ) ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.
მუხლი 8🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) საკონკურსო განაცხადების ფონდში წარდგენა;
გ) წარდგენილი საკონკურსო განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა;
დ) საკონკურსო განაცხადების შეფასება პანელის მიერ;
ე) შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 9🔗.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. აღნიშნული ფორმების, წესისა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას საპროექტო განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილია ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
3. ფონდი არ ანაზღაურებს საგრანტო პროქტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 10🔗.
პროექტების შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები შეფასდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა პანელის მიერ.
2. პანელი პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ადგენს რანჟირებულ სიას, ავლენს გამარჯვებულ პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს.
3. პანელი უფლებამოსილია შეარჩიოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.
მუხლი 11🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. პანელის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:
ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე;
ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია მიწვეულ მკვლევართან, ან
მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან
პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;
დ) რომელიც არის მიწვეული მკვლევრის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება:
დ.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
დ.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
დ.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია პანელის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 12🔗.
საგრანტო ხელშეკრულება
1. გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ, ფონდი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
2. საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება ფონდის და გრანტის მიმღების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულებები.
მუხლი 13🔗.
საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმებს.
3. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საგრანტო ხელშეკრულებით.
მუხლი 14🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ითვლება დასრულებულად, თუ შესრულდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები.
2. პროექტის შეწყვეტის და შეჩერების პირობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.
მუხლი 15🔗.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:
კრიტერიუმები და განმარტებები
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან
კარგი
საუკეთესო
შეფასება და კომენტარი
1. სამეცნიერო კომპონენტი
1
2
3
4
5
მინიმუმ 1 მაქსიმუმ 5 ქულა
2. მიწვეული მკვლევრის კომპეტენცია
1
2
3
4
5
მინიმუმ 1 მაქსიმუმ 5 ქულა
3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელება
1
2
3
4
5
მინიმუმ 1 მაქსიმუმ 5 ქულა
მაქსიმუმ 15 ქულა
ქულა
შეფასება
განმარტება
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
2
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
3
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.