ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისრითის N1 და N2 ქუჩებისათვის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 52
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2019
matsne.gov.ge 278 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N17 ქუჩისათვის გიორგი ნაფეტვარიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 10.06.2020 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 10.06.2020 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე N44 ქუჩისათვის „ირაკლი ბაქანიძის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 14.03.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 30.07.2025 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისრითის N1 და N2 ქუჩებისათვის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 52 2019 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისრითის №1 და №2 ქუჩებისათვის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 04 ნოემბრის №18 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისრითის №1 და N2 ქუჩების სახელდება (რუკა თან ერთვის)б კერძოდ: ა. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის №1 ქუჩას მიენიჭოს გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელი; ბ. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის №2 ქუჩას ეწოდოს „გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის პირველი ჩიხი“; გ. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის №1 ქუჩის პირველ ჩიხს ეწოდოს „გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მეორე ჩიხი“. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისю: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ალექსანდრე ლილუაშვილი