საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2019
ძალის დაკარგვა 06.02.2024
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 752 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2019 მიღება
06.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2019 წლის 6 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად. 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა.სტაჟირება – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ. სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში; გ. კანდიდატი – პირი, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან/და საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს   სახელზე   წარმოადგენს   განცხადებას   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ. უშუალო ხელმძღვანელი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი 1. საკრებულოს მიერ სტაჟირების გამოცხადების თაობაზე განაცხადი შეიძლება განთავსდეს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) ან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (sagarejo.gov.ge). 2. საკრებულოს მიერ სტაჟირების გამოცხადების თაობაზე განაცხადის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, კანდიდატი ამავე გვერდის საშუალებით წარადგენს განცხადებას, ხოლო განაცხადის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, კანდიდატი  განცხადებას წარადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 3. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. 4. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა. უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ. იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ. სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ. სამომხმარებლო დონეზე ფლობდეს ძირითად კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. 5. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ. დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ. რეზიუმე (CV); ე. ორი ფოტოსურათი (3X4). 6. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირთან. 7. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 8. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ საკრებულოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ით. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3.  სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მუხლი 5🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა. გაეცნოს საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ. გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ. დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები; ე. სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა. დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან. ბ. დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები. გ. დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 6🔗. საკრებულოს  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის  პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ 1. საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის  უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა. პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ. პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ. ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ. სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს უშუალო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ. დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ. პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სტაჟირების დასრულება 1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციით,  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას: ა. სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ; ბ. სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ; 2. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.