შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - შპს "კავკასიის ავტო ცენტრი" N764)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 764

 სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”           ს/კ 404483536

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: შპს "კავკასიის ავტო ცენტრი", პირადი N 426517254

მოვალე (მსესხებელი): შპს იბერია ბიზნეს ჯგუფი, პირადი N 204975376

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231950532, თარიღი 01/12/2017

ვალდებულების წარმოშობა: 2017 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N 0011.1708351.001;

2017 წლის 29 ნოემბრის N 1708351-9363794 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი რუსთავი, რუსთავ-თბილისის გზატკეცილის, მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი: 02.03.01.701

აუქციონის ჩატარების დრო: 20/12/2019 წლის 13:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის N 23

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 430 480.22 აშშ დოლარი

უძრავი ნივთის აღწერა: არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 14073.00 კვ.მ ზედ არსებული შენობა-ნაგებობებით; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - (საპირფარეშოები) განაშენიანების საერთო ფართი - 58.8 კვ.მ (საერთო სარგებლობის ფართი - 53.0 კვ.მ) მდებარე ქალაქი რუსთავი, რუსთავ-თბილისის გზატკეცილის, მიმდებარე ტერიტორია

გარდამავალი უფლებები: კი, რეგისტრირებულია იპოთეკის ხელშეკრულება N1084361-2, იპოთეკარი სს „თიბისი ბანკი“. გაცნობებთ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თიბისი ბანკს“ მოთხოვნა არ გააჩნია;

 აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს;

 

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                                                                                                                    ნინო არაბიძე