„უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.12.2019
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 310050010.54.066.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№236
2019 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან.სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის,
ხმაურის დონიდან გამომდინარე,
საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის
წესი
მუხლი 1🔗.
მიზანი და მოქმედების სფერო
1. „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობისას, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება.
2. წესის მოთხოვნები ვრცელდება უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ფრენას საქართველოს აეროპორტებში და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის 34 000 კგ ან მეტი ან/და საჰაერო ხომალდის სამგზავრო ადგილების სერტიფიცირებული რაოდენობა აღემატება 19 ადგილს, ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი ადგილების გამოკლებით.
3. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდზე:
ა) რომლითაც ხორციელდება ფრენა ჰუმანიტარული მიზნით;
ბ) რომელიც გამოიყენება ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ.)
გ) რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური მიზნებით (სარემონტო სამუშაოები, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ცვლილების და ა.შ.).
მუხლი 2🔗.
შეზღუდვა
საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება არ მიენიჭება იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომლის ხმაურის სერტიფიკატი გაცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა
1. წესის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
2. წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.