,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2019
ძალის დაკარგვა 01.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016735
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№44
2019 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის" დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ფ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესი’’.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო ოფისში (შემდგომში – ოფისი) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდებს მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკა – ოფისში ამ წესით რეგულირებადი, საქმიანობა ანაზღაურების გარეშე;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ;
დ) პასუხისმგებელი კოორდინატორი – პირი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს პრაქტიკანტს.
თავი II
პრაქტიკანტის სტატუსი
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, გარდა პირველი კურსის სტუდენტისა.
მუხლი 5🔗
ოფისში პრაქტიკანტების მიღება წარმოებს სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გასაუბრების საფუძველზე, ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗
1. კანდიდატების სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი.
2. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად მიღების შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი №1).
მუხლი 8🔗
1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 3 თვემდე ვადით.
2. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ, ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).
მუხლი 9🔗
პრაქტიკანტთა რაოდენობა ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს. ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტთა საჭირო რაოდენობა განისაზღვრება ამ ქვედანაყოფის უფროსის მიერ.
თავი III
პრაქტიკანტის უფლებები
მუხლი 10🔗
1. პრაქტიკანტი უფლებამოსილია:
ა) ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს შესაბამის სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, რომელსაც განსაზღვრავს ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
2. პრაქტიკანტი ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
თავი IV
პრაქტიკანტის მოვალეობანი
მუხლი 11🔗
1. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს შემდეგი სამართლებრივი აქტებით: საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით და სამინისტროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ოფისის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას;
გ) პრაქტიკანტი ვალდებულია, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 29 აგვისტოს №725 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესით (შემდეგში - ოფისის შინაგანაწესი) განსაზღვრულ დროს ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
2. ხელწერილი (დანართი №2) თან ერთვის პრაქტიკანტის პირად საქმეს.
3. პრაქტიკანტი ვალდებულია პრაქტიკის გავლის პროცესში შეადგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
თავი V
სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 12🔗
სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 13🔗
1. ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის სამსახურებრივ საქმიანობას. იგი პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. პრაქტიკის შესაბამისი ვადის გავლის ამოწურვიდან ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში პასუხისმგებელი კოორდინატორი წერილობით აფასებს პრაქტიკანტის მიერ გაწეულ საქმიანობას და აცნობებს ამომწურავ ინფორმაციას ადამიანური რესურსების დეპარტმენტს, რომელიც, თავის მხრივ, ინახავს აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომში მისი საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით.
მუხლი 14🔗
ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 15🔗
1. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში ოფისის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ოფისის შინაგანაწესის დარღვევა.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
დანართი №1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი
განაცხადი პრაქტიკის გავლაზე
1. გვარი, სახელი ------------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ---------------------------------------------------------------------------------
4. პირადი ნომერი ------------------------------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------------
6. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
__________________________________________________________________________
7. განათლება
ფაკულტეტი როდიდან როდემდე სასწავლებელი
8. ამჟამად სად სწავლობთ?
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
9. სპეციალობა
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე;
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა კითხვა მეტყველება წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
__________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და მიზნები
___________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
13. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა.
მიუთითეთ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
14. სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი. სად, როდის).
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
15. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს-დაწესებულებისაგან
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
16. გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა და რეკომენდაცია;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV (რეზიუმე);
დ) ფოტოსურათი;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
შევსების თარიღი -------------------------
პირადი ხელმოწერა------------------------
დანართი №2
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
შეგნებული მაქვს რა ჩემზე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის” თანახმად დაკისრებული მოვალეობები, პრაქტიკის გავლის პერიოდში პასუხისმგებელი ვარ ჩემს ქმედებებზე.
პრაქტიკანტის ხელმოწერა
/ /
,,-----“ „--------------------“ ------ წ.