საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.016924
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2005
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№99
2019 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანება.
მუხლი 3🔗
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსებზე და მის შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებული სტაჟიორისა და პრაქტიკანტის სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს.
მუხლი 2🔗.
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანი
სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებული არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში გადის სტაჟირებას;
გ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ანაზღაურების გარეშე;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება ან სასწავლო პრაქტიკა სამინისტროს სისტემაში და წარმოდგენილი აქვს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;
ვ) ხელმძღვანელი – სამინისტროს სისტემის დანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი, სადაც მიიღება სტაჟიორი ან/და პრაქტიკანტი;
ზ) მენტორი – ხელმძღვანელის მიერ შერჩეული სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობას;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება;
ი) სპეციალური შემოწმება – სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად ინფორმაციის მოძიება ან/და გადამოწმება;
კ) დახურული კონკურსი – ამ წესის შესაბამისად სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ სტაჟიორს;
ლ) დანაყოფი – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
თავი II
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლა
მუხლი 4🔗.
სტაჟირება
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად მიიღება საქართველოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დარგის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სტაჟიორად მიღება ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
1. სტაჟიორთა მისაღებად კონკურსის გამოცხადების საფუძველია, სამინისტროს დანაყოფის მოთხოვნა კონკურსის გამოცხადების თაობაზე. კონკურსი, როგორც წესი, ცხადდება დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის არსებობისას.
2. კომპეტენციის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს ორგანიზებას უწევს სამინისტროს დანაყოფის შესაბამისი სპეციალური საკონკურსო კომისია. სტაჟიორთა შესარჩევ სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის, მათ შემადგენლობას განსაზღვრავს და აუქმებს:
ა) მინისტრი, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელი;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში – შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) აპლიკაციების მიღება და გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
4. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს აპლიკაცია სამინისტროს ან/და შესაბამისი დანაყოფის ვებ-გვერდზე.
5. აპლიკაციების მიღების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, კანდიდატების მიერ შევსებული აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შერჩეულ კანდიდატთა სია, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, მტკიცდება სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნულით სრულდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი და კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება მხოლოდ იმ დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი. ტესტირება, როგორც წესი, იმართება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
7. კონკურსის გასაუბრების ეტაპი ცხადდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოყენებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი.
8. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც საჭიროა პოზიციისთვის გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.
9. გასაუბრების ეტაპზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ 1 (ერთი) ვაკანტურ პოზიციაზე 5 (ხუთი) სტაჟიორს.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
12. გასაუბრების ეტაპზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას, სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
13. კანდიდატის თანხმობით, გასაუბრების ეტაპზე კომისიას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული სტაჟირების ნაცვლად, სამინისტროს სისტემაში სტაჟირების სხვა კონკურსში შერჩევის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, კომისიის მიერ, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული სტაჟირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, სადაც მიიღება სტაჟიორი.
14. კონკურსის ყველა ეტაპისა და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი მიიღება სტაჟიორად.
15. კონკურსის რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის ან სპეციალური შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, პირი არ მიიღება სტაჟიორად. აღნიშნულის შესახებ სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ გამოიცემა.
16. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კონკურსის ეტაპები.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გასავლელად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) დიპლომის ასლი (ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების/აღიარების გადაწყვეტილება) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
2. კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) პირადი ისტორიის კითხვარი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
გ) 2 (ორი) ფოტოსურათი (3x4).
მუხლი 7🔗.
სტაჟიორად მიღება
1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟიორის მიღება ფორმდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სტაჟიორის მიღების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სტაჟიორის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, სტაჟიორის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, მონაცემებს მენტორისა და ხელმძღვანელის შესახებ, სტაჟირების დაწყების/დასრულების თარიღს და საფუძველს.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ხანგრძლივობა და სამუშაო დრო
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3-დან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟიორთა სამუშაო დრო, რომლის განმავლობაშიც სტაჟიორი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 30 საათს და უნდა თავსდებოდეს 09:00-დან 18:00 საათის ინტერვალში. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სტაჟიორთან ატარებს გასაუბრებას, ეცნობა მენტორის წერილობით დახასიათებას, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და აფასებს სტაჟიორს ამ წესით (დანართი №1) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, თუ პირი გადალახავს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ შეფასების მინიმალურ ქულათა ბარიერს, და ამასთან, აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, სტაჟიორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
3. სტაჟიორის შეფასების (დანართი №1) მინიმალურ ქულათა ბარიერს, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, სტაჟიორი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, ადგენს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
მუხლი 10🔗.
სასწავლო პრაქტიკა
1. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დარგის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
2. სამინისტროს დანაყოფებში პირის მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლა ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე. წარდგინებას თან უნდა ახლდეს სასწავლო პრაქტიკის გეგმა (თემატიკა და ძირითადი მიმართულებები).
3. პრაქტიკანტად მიღება ხორციელდება სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან გასაუბრების შედეგად. დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს კანდიდატების მიერ გასაუბრებამდე გასავლელი ეტაპები, რაც აუცილებლად ეცნობება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და კანდიდატს.
4. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდგომ, პრაქტიკანტი გადის სპეციალურ შემოწმებას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპ(ებ)ის და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღება სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად.
მუხლი 11🔗.
პრაქტიკანტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები
სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) პირადი ისტორიის კითხვარი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) 2 (ორი) ფოტოსურათი (3x4).
მუხლი 12🔗.
პრაქტიკანტად მიღება
1. სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის დაწყება, ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, ფორმდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დანაყოფების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
2. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტის მიღების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პრაქტიკანტის, ასევე მისი ხელმძღვანელის/მენტორის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, სასწავლო პრაქტიკის დაწყებისა და დასრულების თარიღს, მიმართულებას და საფუძველს.
მუხლი 13🔗.
სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა და სამუშაო დრო
1. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 (ოცი) საათს და უნდა თავსდებოდეს 09:00-დან 18:00 საათის ინტერვალში.
მუხლი 14🔗.
სასწავლო პრაქტიკის დასრულება
1. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხელმძღვანელი ატარებს პრაქტიკანტთან გასაუბრებას, ეცნობა შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და აფასებს პრაქტიკანტს ამ წესით (დანართი №2) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
2. კვალიფიკაციის და შეფასების შედეგების შესაბამისად, ხელმძღვანელს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს პრაქტიკანტს სამინისტროს სისტემაში სტაჟირებაზე ან სამსახურში მისაღებ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
3. სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პრაქტიკანტს ეძლევა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
მუხლი 15🔗.
შეზღუდვები სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიღებისას
1. სამინისტრო სისტემაში სტაჟიორად/პრაქტიკანტად არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვერ აკმაყოფილებს ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა დაავადების მქონე პირი;
ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;
ზ) პირი, რომელმაც სამინისტროში მიღების პროცესში განზრახ წარადგინა არასწორი მონაცემები;
თ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანხმობით ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების არსებობისას შესაძლებელია პირის სტაჟიორად ან პრაქტიკანტად მიღება.
თავი III
უფლება-მოვალეობები
მუხლი 16🔗.
სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს მიღებული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გაეცნოს სამინისტროს დანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
გ) დავალების შესრულების დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ აცნობოს მენტორს/უშუალო ხელმძღვანელს;
დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის მოვალეობებია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
ბ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში აღრიცხოს შესრულებული სამუშაო და ხელმძღვანელს პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში;
გ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი და ეთიკის ნორმები;
დ) გაეცნოს სამინისტროს სისტემის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას.
3. სტაჟიორს/პრაქტიკანტს არ აქვს უფლება გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. აკრძალულია სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების ან ძალის გამოყენებას, გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 17🔗.
ხელმძღვანელის და მენტორის უფლება-მოვალეობები
1. ხელმძღვანელი სტაჟიორს/პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადებს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს სტაჟიორის/პრაქტიკანტის სამსახურში გამოცხადებასა და დისციპლინაზე.
2. მენტორი სტაჟიორს/პრაქტიკანტს აცნობს სამინისტროს ორგანიზაციულ კულტურას, უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მიღებული დავალებების ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შესასრულებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით აწვდის დროულ და საჭირო ინფორმაციას, სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის დასრულების შემდგომ, ამზადებს სტაჟიორის/ პრაქტიკანტის დახასიათებას.
3. მენტორი ვალდებულია თვეში ერთხელ შეაფასოს პრაქტიკანტი და აღნიშნული შეფასება წარუდგინოს ხელმძღვანელს.
4. ხელმძღვანელი უფლებამოსილია დანაყოფის ხელმძღვანელს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
მუხლი 18🔗.
სამინისტროს უფლება-მოვალეობები
1. სამინისტრო ვალდებულია პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით სტაჟიორს/პრაქტიკანტს შეუქმნას:
ა) დამოუკიდებელად მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობები;
ბ) სათანადო სამუშაო გარემო, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სხვა შესაბამისი რესურსით;
გ) მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რათა ხელი არ შეეშალოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესში.
2. სამინისტრო უფლებამოსილია, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გააფორმოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც განისაზღვრება მხარეთა დამატებითი უფლება-მოვალეობები და სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობები.
თავი IV
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა
მუხლი 19🔗.
სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა
1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 (ხუთი) დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
გ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის მხრიდან მოვალეობების ან სასწავლო პრაქტიკის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა;
დ) პრაქტიკანტის წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა;
ე) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადის ამოწურვა;
ვ) სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნა;
ზ) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გაგრძელებას.
2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.