სს „ინტერ ბიზნეს სერვისის“ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები
· შემთავაზებელი ფლობს კომპანიის ნებადართულ და გამოშვებულ 63,015 (სამოცდასამი ათას თხუთმეტ) ცალ აქციას, რაც შეადგენს ნებადართული და გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 50.655 %-ს და სურს გამოისყიდოს კომპანიის დარჩენილი ყველა აქცია.
· კომპანიის აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 2 ლარს ერთ ცალ აქციაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. გამოსასყიდი ფასი არ არის იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც შემთავაზებელმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა კომპანიის აქციებში.
· სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება და შესაბამისად, წერილობითი განცხადებები (აქცეპტის წერილი) კომპანიის აქციონერთა მიერ შეთავაზებაში აღნიშნული პირობებით აქციების გასხვისების თაობაზე მიიღება 2019 წლის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეში, დღის 18:00 სთ-ის ჩათვლით.
· განცხადებები განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ვადის დასრულებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
· შემთავაზებელი იტოვებს უფლებას, თავისი გადაწყვეტილებისამებრ უკან გამოითხოვოს შეთავაზება მთლიანად ან მისი ნაწილი, აქციათა გამოსასყიდი ფასის შემცირების ან სხვა პირობების შეცვლის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გაკეთდება განცხადების განახლებული ვერსია, რომელიც გამოქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
· შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის და გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 1 სამუშაო დღის ვადაში.
· კომპანიის აქციონერების მიერ, მათ საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვაზე წერილობითი განცხადებები (აქცეპტის წერილები) უნდა ჩააბარდეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, ქიზიყის ქ. №24. საკონტაქტო ტელ.: 555-38-90-41.
შემთავაზებელი ნერუ ჩანქსელიანი