📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016733
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,198 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 17.02.2025 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 96% 01.08.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 23.02.2015 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 20.02.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №42 2019 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით. 3. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობის,  საჯაროობისა და თანასწორობის პრინციპებს. 4. გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების/ფუნქციების განხორციელებისას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. 5. გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირების ჩარევა დაუშვებელია. 6. გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 7. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, ემბლემა, შტამპი და ბლანკი, რომელთა აღწერილობის/შენახვის/გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი II გენერალური ინსპექციის ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ამოცანები გენერალური ინსპექციის ამოცანებია: ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – სსიპ), სამინისტროს, მათ შორის, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში და სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში (შემდგომში – შემოწმების სუბიექტები) საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი, გარდა სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის მონიტორინგი და ანალიზი; დ) შემოწმების სუბიექტებში სამხედრო/სპეციალური წოდების მქონე ან/და სამოქალაქო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და რეაგირება; ე) შემოწმების სუბიექტებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აგრეთვე არსებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ვ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს; ზ) გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ,,ცხელი ხაზით’’ შემოსულ ინფორმაციაზე, კომპეტენციის ფარგლებში, დროული რეაგირება; თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენა და პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება. მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის კომპეტენცია 1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა: ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით შემოწმების სუბიექტების, მათი სტრუქტურული ერთეულების, მოსამსახურის/მოსამსახურეების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირების/შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების, აგრეთვე სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური ოქმების შედგენა; გ) შემოწმების სუბიექტის მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერების დაცვის მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის გამოკვლევა, ანალიტიკური დამუშავება და შემოწმების სუბიექტისათვის პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; ე) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის განხორციელების მიზნით, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან (შემდგომში – პროკურატურა), ადმინისტრაციულ დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოძიება (მათ შორის, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით); ზ) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების განხილვა; თ) გენერალური ინსპექციის საქმიანობის შედეგად, მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მასალების პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა; ი) დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი რეკომენდაციების (დასკვნები) წარდგენა; კ) გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, ინსპექტირება-შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების განზოგადება, სათანადო რეკომენდაციების და წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა; ლ) გენერალური   ინსპექციის   არასაიდუმლო/საიდუმლო  საქმისწარმოების უზრუნველყოფა,  ოპერატიული აღრიცხვიანობა და არქივის წარმოება; მ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, შემოწმების სუბიექტებისგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა, შეჯამება-აღრიცხვა,  სისტემატიზაცია და მათი ანალიტიკური დამუშავება; ნ) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსამსახურეებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობის შემოწმება მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და სათანადო რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება; პ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, სათანადო ანალიტიკური დოკუმენტებისა და განზოგადებული ანგარიშების შედგენა; ჟ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარების აღმოჩენა; რ) საქართველოს კანონმდებლობის ან/და მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა 1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – ერთეული): ა) ოპერატიული მთავარი სამმართველო; ბ) სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და  სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო; გ) ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის  მთავარი სამმართველო; დ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო. 2. ოპერატიული მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისაგან: ა)  I სამმართველო: ა.ა) ოპერატიული განყოფილება; ა.ბ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება; ბ) II განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო: ბ.ა) აღმოსავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება; ბ.ბ) დასავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება. 3. სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისაგან: ა)  სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო; ბ)  სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო. 4. ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისაგან: ა) ანალიტიკური სამმართველო: ა.ა)  სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება; ბ)   ფინანსური მონიტორინგის სამმართველო. 5. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისაგან: ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება. მუხლი 5🔗. ოპერატიული მთავარი სამმართველო ოპერატიული მთავარი სამმართველო: ა) გეგმავს/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილავს სამინისტროს სისტემაში დასაქმების მსურველ პირთა დანიშვნისა და სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების კარიერული განვითარების მიზანშეწონილობის საკითხებს; ვ) ახორციელებს ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას; ზ) აწარმოებს ოპერატიულ არქივს; თ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. მუხლი 6🔗. სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო: ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემოწმების სუბიექტების, ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას წლიური გეგმის საფუძველზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური ინსპექტირების ჩატარებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამართალდარღვევის, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის და პრევენციის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივ შემოწმებას; გ)   ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, ადგენს პრევენციულ ღონისძიებებს, შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს; დ) ინსპექტირებისა და  სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის პროკურატურას; ე) მოიპოვებს ინფორმაციას შემოწმების სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ; ვ) შემოწმების სუბიექტებში ამოწმებს მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას), რაც საჭიროა ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განსახორციელებლად; თ) შემოწმების სუბიექტების, მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს; კ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს შემოწმების სუბიექტების, ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს; ლ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. მუხლი 7🔗. ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის  მთავარი სამმართველო ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს შემოწმების სუბიექტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივ შემოწმებას მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით; ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში გამოავლენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის შესაძლო ფაქტებს; გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში ამოწმებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მიზანშეწონილობასა და კანონიერებას; დ) ახორციელებს ფინანსური მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების  ანალიტიკურ დამუშავებას და უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთეულების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების ანალიზს; ე) ახორციელებს შემოწმების სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას, მათ შეჯამება-აღრიცხვას, სისტემატიზებას, სტატისტიკურ ანალიზს. ასევე უზრუნველყოფს სათანადო ანალიტიკური დოკუმენტების,  განზოგადებული ანგარიშების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების გენერალური ინსპექციის უფროსისათვის წარდგენას; ვ) უზრუნველყოფს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა),  საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციის გაწევას; ზ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან; თ) სამინისტროს თავდაცვის ძალებში გენერალური ინსპექციის შესახებ ცნობიერებისა და ნდობის ხარისხის ამაღლების მიზნით, გეგმავს და ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით; ი) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის წლიურ და მიმდინარე განზოგადებულ ანგარიშის შედგენას; კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო: ა) ახორციელებს გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოებას, აწარმოებს არასაიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების არქივს; ბ) ახორციელებს გენერალურ ინსპექციაში შემოსული და გენერალური ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს; გ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას; დ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; ე) უზრუნველყოფს ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების საქმეების აღრიცხვასა და კონტროლის ორგანიზებას; ვ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. თავი IV გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა 1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას; ბ) ხელმძღვნელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, აწესრიგებს ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება გენერალური ინსპექციის კომპეტენციას; დ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთეულებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს; ე) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ერთეულებს შორის და აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის ამოცანასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ქმნის შესაბამის კომისიებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს, ამტკიცებს ინსპექტირების/შემოწმების დასკვნებს და კომისიური შემოწმების აქტებს; თ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის მუშაობის წარმართვისათვის; ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; კ) უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა დადგენილი წესით წარდგენას; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შრომითი ხელშეკრულებით დასანიშნად კანდიდატის წარდგენას; მ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესასრულებლად საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე; ნ) მინისტრს წარუდგენს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ო) განსაზღვრავს შესამოწმებელ სუბიექტს, საგანს და ვადას; პ) გენერალური ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეიმუშავებს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა სახის წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს; ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის წლიური ინსპექტირების გეგმას; რ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 3. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 4. გენერალური ინსპექციის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. 6. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში გენერალური ინსპექციის მოხელე ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული წესის დაცვით. 7. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს: ა) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეები, მითითებულ პოზიციაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით, კალენდარული წლის დასაწყისიდან თანაბარი დაყოფის პრინციპით; ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; გ) ამ პუნქტის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული გენერალური ინსპექციის მოხელე. 8. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულს, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) ითანხმებს საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; დ) პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულის მუშაობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს; ე) ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე; ვ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულის მიერ მომზადებულ კორესპონდენციას; ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 9. ერთეულს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. თავის მხრივ, ერთეულის უფროსი: ა) წარმოადგენს ერთეულს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) გეგმავს ერთეულის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური ინსპექციის უფროსთან ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით; დ) ხელმოწერით ან ვიზირებით ითანხმებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია ერთეულის საქმიანობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს; ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებას; თ) ახორციელებს კონტროლს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების მუშაობაზე, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე. 10. ერთეულის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.