საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №236/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.022.017856
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.02.2019
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.02.2019
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №236/ნ
2019 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 28 თებერვლის №26/ნ ბრძანება;
ბ) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №13/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პრიორიტეტული ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა;
ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების მიზნით საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის, ინფორმაციის დამუშავებისა და წარდგენის უზრუნველყოფა;
თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით ყოველწლიურად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ პროგრამების ფინანსური ანალიზი;
კ) მართვისა და კონტროლის სისტემაზე დაფუძნებით საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესება;
ლ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განხორციელების პროცესში;
მ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის ხელშეწყობა;
ნ) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით სამინისტროს ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა თუ კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავებთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
პ) სამინისტროს მიერ შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულების დადგენა და პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა;
ჟ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
რ) შესყიდვის პროცედურების წარმართვა, შესყიდვის დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა;
ს) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება; სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
უ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით;
ფ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;
ქ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა, ანგარიშსწორება და კონტროლი;
ღ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ყ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღება, სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
შ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების აღრიცხვაში ასახვა;
ჩ) ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დარიცხვის შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება. ფიზიკურ პირებზე „განაცემთა შესახებ“ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება;
ც) სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;
ძ) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) აქტივების სათანადო პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნების შესაბამისად გაცემა/განაწილებაზე კონტროლი;
წ) სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჭ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფის ორგანიზება, კონტროლი;
ხ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობათა მოვლა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჯ) სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ჰ) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალური ფასეულობების არაფინანსური ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების აღრიცხვაში ასახვაზე კონტროლი;
ჰ1) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ღონისძიებების/პროექტების რეალიზებაზე (ინფრასტრუქტურული პროგრამის კაპიტალური პროექტების გარდა) გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი;
ჰ2) ღონისძიებების/პროექტების შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფინანსურ პირობებთან შესაბამისობაზე ფინანსური მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება ანგარიშსწორების მიზნით;
ჰ3) რესურსცენტრებისა და იურიდიული პირების ქონების სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა. უძრავი ქონების აღრიცხვა და ელექტრონული რეესტრების წარმოება;
ჰ4) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ჰ5) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო სამმართველო;
ბ) ანალიზის სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო;
დ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ე) ქონების მართვისა და მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში დამხმარე ფუნქციების ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
თ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ი) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზებას უწევს შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას და ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვების გეგმას;
კ) განსაზღვრავს სამინისტროს ბიუჯეტის გადასახდელების მიმართულებებს;
ლ) აანალიზებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მდგომარეობას;
მ) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის/ზედამხედველი მინისტრის მოადგილის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს; ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს ბრძანებებს/ხელშეკრულებებს;
ო) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მათი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;
პ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ჟ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
რ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
ს) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ტ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
უ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს, ანალიზის სამმართველოს და შესყიდვების სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის იმ სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს, რომელთა ზედამხედველობსა და კოორდინაციასაც ახორციელებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანებების პროექტებს, სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის იმ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, რომლის ზედამხედველობსა და კოორდინაციასაც ახორციელებს;
ზ) ხელს აწერს კულტურისა და სპორტის სფეროში სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ფარგლებში, დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური ანგარიშების შესაბამისად, მიღება ჩაბარებისა და შედარების აქტებს იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვერ ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანებების პროექტებს, სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ქონების მართვისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის იმ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, რომლის ზედამხედველობსა და კოორდინაციასაც ახორციელებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანებების პროექტებს, სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების და შეთანხმებების პროექტებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ხელს აწერს კულტურისა და სპორტის სფეროში სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების მიხედვით, დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური ანგარიშების შესაბამისად, მიღება ჩაბარებისა და შედარების აქტებს;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანებების პროექტებსა და დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 10🔗
1. საბიუჯეტო სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვასა და კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადებას;
გ) უზრუნველყოფს დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით კვარტალური განწერის შემუშავებასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
დ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ე) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ 3, 6, 9 თვის და წლიური ანგარიშების მომზადებას;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და წლიურ საბიუჯეტო კანონში სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას;
ზ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების მიზნით გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას, ამუშავებს მას და წარადგენს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის პროცედურებს;
ი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების, მატერიალური წახალისების, საკომუნიკაციო ხარჯებისა და საწვავის ლიმიტების შეთანხმების მიზნით ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს;
კ) უზრუნველყოფს შესაბამის სამუშაოებს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის, ასევე საჯარო სკოლების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების შტატგარეშე თანამშრომელთა შეთანხმების მიზნით;
ლ) მონაწილეობს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფინანსურ დაგეგმვაში;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ნ) უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას, დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას;
ო) ხელს უწყობს სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვას;
პ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბიუჯეტო სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნასა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
5. საბიუჯეტო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
6. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. ანალიზის სამმართველო:
ა) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის გამოთხოვასა და შესაბამის ანალიზს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საბიუჯეტო სამმართველოსთან ერთად შეიმუშავებს სამინისტროს საშუალოვადიან სამოქმედო გეგმას და წარადგენს დასამტკიცებლად;
გ) მართვისა და კონტროლის სისტემაზე დაფუძნებით ახორციელებს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას;
დ) ახორციელებს პროგრამის ხელმძღვანელის ან/და ბიუჯეტის განმკარგავის მხარდაჭერას ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში; პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს შემოსავლებსა და ხარჯებს; უზრუნველყოფს ხარჯების ზღვრული ოდენობის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და პრევენციის გეგმის შემუშავებას;
ე) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად პრიორიტეტების მიხედვით ახორციელებს პროგრამების/ქვეპროგრამების ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს;
ვ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერას ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, მისი დანერგვის, განვითარებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;
ზ) ხელს უწყობს სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვას;
თ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან;
ი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავსა და ოპერაციულ მენეჯერებთან) აწარმოებს კოორდინირებულ თანამშრომლობას ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავების მიზნით უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამების, ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას;
ლ) მონაწილეობს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და ახდენს ფინანსურ ანალიზს;
მ) სამინისტროს მიერ შესყიდვების მთლიანი ციკლის ეფექტურად წარმართვის მიზნით ახორციელებს შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულების დადგენას და პოტენციური მომწოდებლების გამოვლენას ბაზრის კვლევისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე;
ნ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ფინანსური ანალიზისა და დასკვნების მომზადება;
ო) უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას, დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას;
პ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ანალიზის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნასა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
5. ანალიზის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
6. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 12🔗
1. შესყიდვების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებას;
ბ) უზრუნველყოფს წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ელექტრონული შესყიდვის პროცედურების წარმართვას, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის წარმოებას;
ე) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადებას;
ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) უზრუნველყოფს საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთან გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონტროლის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი კონტროლის აქტის საფუძველზე ხელშეკრულების პირობით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დათვლას.
თ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. შესყიდვების სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ვ) სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
5. შესყიდვების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
6. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 13🔗
1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო:
ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის www.etreasury.ge ვებ-გვერდზე ცალკეული პროგრამების მიხედვით გაფორმებული შესყიდვის/დაფინანსების/შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულების/განაცხადის დოკუმენტებად რეგისტრაციას. ასევე მოთხოვნების, მივლინებების, სახელფასო პაკეტების, ვაუჩერული დაფინანსების, გრანტების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისების მომზადებას/გაგზავნას, მობრუნებული თანხების აღდგენას და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით საჭირო ყველა ოპერაციას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების სრულად და დროულად დარიცხვას და გაცემას;
დ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებას, აღრიცხვას, ანგარიშგებას;
ე) მონაწილეობს ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას;
ვ) ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ყოველთვიურად სამინისტროს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების (გადასახადების) დათვლას, გაანგარიშებასა და დარიცხვის შესახებ ინფორმაციის დეკლარირებას ელექტრონულად www.rs.ge ვებგვერდზე;
ზ) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღებას, სამინისტროს ნაერთი საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის) შედგენასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
თ) ახორციელებს არაფინანსური აქტივების, გრძელვადიანი და მცირეფასიანი მატერიალური მარაგების აღრიცხვას;
ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას, ინფორმაციის მოთხოვნისამებრ და განსაზღვრული პერიოდულობით – ყოველკვარტალურად მიწოდებას.
კ) უზრუნველყოფს პროგრამების ასიგნების ფარგლებში ორგანიზაციების/ფიზიკური პირების მიერ პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილი დაფინანსებული პროექტების შესაბამისად ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური ანგარიშების შემოწმებას, მოწესრიგებასა და საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებასა და ხელმოწერას;
ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბუღალტრო სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. საბუღალტრო სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით ახორციელებს მომუშავეთა ფუნქციების განაწილებას და მათი მუშაობის კოორდინირებას; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
გ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს ორგანიზაციის ფულადი სახსრების/მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების მიზნობრიობის კონტროლს;
ე) ახორციელებს კონტროლს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების (მათ შორის ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების) დროულ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებაზე;
ვ) ახორციელებს ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას დაფინანსების წყაროების მიხედვით;
ზ) ახორციელებს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების სრულ და დროულ აღრიცხვას;
თ) ახორციელებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას;
ი) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას;
კ) ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას;
ლ) ახორციელებს მატერიალური/ელექტრონული ფორმის ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების/ფინანსური ანგარიშგებების დადგენილი წესით შენახვას;
მ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს;
პ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ჟ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 14🔗
1. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შესყიდული ან უსასყიდლოდ მიღებული/გადმოცემული მატერიალური ფასეულობების, მარაგების მიღების, აღრიცხვის, შენახვა-დასაწყობების, გაცემის, დაცვის ორგანიზებასა და კონტროლს. სასაწყობე მეურნეობის წარმოების წესის ეფექტურად ფუნქციონირებას.
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს;
გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;
დ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მუშაობას;
ვ) ახორციელებს საწვავით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვითა და სატელეფონო მომსახურებით სამინისტროს აპარატის უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების ფარგლებში;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობას დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;
კ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში;
ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უძრავი ქონების ერთიანი ბაზის შექმნა და მართვა;
მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლება;
ნ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-მომზადება;
ო) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესებში მონაწილეობა;
ჟ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
რ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს ორგანიზებულ მუშაობას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნასა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.