საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 1141 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
დ) 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;
ე) 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით;
ვ) 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;
ზ) 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით;
თ) 10 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“.
2. 1142 მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ჩადენილი:
ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ბ) გემის ტექნიკური გაუმართაობით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომლებიც სახიფათოა გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალამდეა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40-დან 60 ცხენის ძალამდეა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა ან მეტია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) 15 მეტრამდე სიგრძის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
გ) 30 მეტრი ან მეტი სიგრძის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 12 დეკემბერი 2019 წ. N5546-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5546-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.019677.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5546-Iს, 12.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019677 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4732205/